DHEA-S /დეჰიდროეპიანდროსტერონსულფატი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

50.00

ზოგადი ინფორმაცია:

დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატი (DHEA-S) არის თირკმელზედა ჯირკვლების მიერ წარმოებული სტეროიდული ჰორმონი.

მისი წარმოება რეგულირდება ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) და პროლაქტინის მიერ.

DHEA-S– დან შესაძლებელია, სხვა, უფრო ძლიერი სასქესო ჰორმონების სინთეზირება მაგალითად, ანდროსტენდიონი, ესტროგენი და ტესტოსტერონი, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება ქალებში.

ვინაიდან DHEA-S გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ მუდმივად , მთელი დღის განმავლობაში (დღიური და გრძელვადიანი ცვლილებების გარეშე), ის კარგი ინდიკატორია თირკმელზედა ჯირკვლების მიერ მამრობითი სასქესო ჰორმონების წარმოების დარღვევების დასადგენად.

ტესტოსტერონთან ერთად, DHEA-S (DHEA-C) გამოიყენება, როგორც ჰირსუტიზმის სკრინინგის ტესტი (ჰიპერანდროგენემიის კლინიკა : სიმელოტე, ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა), უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის მოშლა, აკნე, ვირილიზაცია).

ჰირსუტიზმის მქონე ქალების 84% -ს აღენიშნება მამრობითი სასქესო ჰორმონების მომატება, ხოლო DHEA-S ტესტს შეუძლია განსაზღვროს მიზეზი- თირკმელზედა ჯირკვლია, თუ საკვერცხის პათოლოგია.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

DHEA-S ტესტი ტარდება :

  • თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის შესაფასებლად;
  • თირკმელზედა ჯირკვლების სხვადასხვა სიმსივნეების დასადგენად;
  • ქალებში მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების გამოვლენის მიზეზების დასადგენად.
  • ვაჟებში ნაადრევი სქესობრივი სიმწიფის მიზეზის დასადგენად.

ესტროგენისა და ტესტოსტერონის დონის ტესტირება შესაძლებელია DHEA-S– სთან ერთად, სასქესო ჰორმონების სეკრეციის დარღვევების სრულად დიაგნოზირებისთვის. ასევე, თუ DHEA-S წარმოების შემცირება საეჭვოა, შეიძლება საჭირო გახდეს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ტესტირება.

ეს ტესტი მიზანშეწონილია, თუ თქვენ გაქვთ DHEA-S- ის შემცირებული ან გაზრდილი სეკრეციის სიმპტომები.

DHEA-S- ის დონის მომატება მამაკაცებში შეიძლება იყოს უსიმპტომო.

სიმპტომები ქალებში:

  • აკნე
  • დაბალი ხმა;
  • მამრობითი ტიპის თმიანობა სახეზე და სხეულზე.
  • სიმელოტე;
  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
  • სტერილობა.

ბავშვებში DHEA-S- ის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი პუბერტაცია ვაჟებში და გარე სასქესო ორგანოების გადიდება და არარეგულარული მენსტრუაცია გოგონებში.

DHEA-S- ს დაბალი დონე უკავშირდება დაბერების პროცესებსა და მდგომარეობებს, როგორიცაა:

  • დიაბეტი
  • ოსტეოპოროზი
  • დემენცია;
  • ერექციული დისფუნქცია;
  • ვაგინალური ატროფია;
  • ლიბიდოს დაქვეითება.

DHEA-S- ის დაქვეითებული დონე ასევე ვლინდება ზოგიერთი დაავადების დროს: წითელი მგლურა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და შიდსი.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი. მასალის აღება ხდება დღის პირველ ნახევარში, მშვიდ მდგომარეობაში. გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე გამოირიცხოს ცხიმიანი საკვები, ფიზ.დატვირთვა, თამბაქო.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

DHEA-S- ის მაღალი დონე თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების ნიშანია: ჰორმონების წარმომქმნელი ქსოვილის გადაჭარბებული ზრდა, კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები.

DHEA-S– ს დაბალი დონე ნიშნავს, რომ თირკმელზედა ჯირკვლები არ აწარმოებენ საკმარის ჰორმონებს.

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმელზედა ჯირკვლების ან ჰიპოფიზის დაზიანებით. ჰიპოფიზი წარმოქმნის ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციონირებას (ადენოკორტიკოტროპული ჰორმონი).

თუ ჰიპოფიზი არ გამოიმუშავებს ამ ჰორმონის საკმარის რაოდენობას, შესაბამისად თირკმელზედა ჯირკვლები ვერ წარმოქმნის ჰორმონებს.

აგრეთვე, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია მცირდება, თუ დაიწყებთ და სწრაფად შეწყვეტთ გარკვეული მედიკამენტების მიღებას, მაგ: კორტიკოსტეროიდები.

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up