Testosterone ტესტოსტერონი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

35.00

ზოგადი ინფორმაცია:

ტესტოსტერონი არის მამაკაცის მთავარი ანდროგენული ჰორმონი; მისი სინთეზი ხორციელდება თითქმის ექსკლუზიურად სათესლეების ლეიდიგის უჯრედებში. ტესტოსტერონის სეკრეციას აკონტროლებს ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ წარმოქმნილი მალუთეინიზირებელი ჰორმონი LH და ექვემდებარება უარყოფით უკუკავშირს, ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მეშვეობით. მოცირკულირე ტესტოსტერონის ძირითადი ნაწილი შეკავშირებულია სასქესო ჰორმონთან დამაკავშირებელ გლობულინთან (SHBG).

ტესტოსტერონი მონაწილეობს როგორც მამაკაცის სასქესო ნიშნების განვითარებაში, ასევე პროსტატისა და სათესლე ბუშტუკების ფუნქციის შენარჩუნებაში.

ქალებში, ტესტოსტერონის და დიჰიდროტესტოსტერონის გაცილებით მცირე რაოდენობა იწარმოება. საკვერცხეებს და თირკმელზედა ჯირკვლებს მცირე წვლილი შეაქვთ ანდროგენების სინთეზში. ქალებში წარმოებული ტესტოსტერონი სტეროიდების პერიფერიული კონვერტაციის შედეგია. ფიზიოლოგიურ ფარგლებში ანდროგენებს არ აქვთ რაიმე სპეციფიური ეფექტი ქალებში, მაგრამ თუ ამ ჰორმონის რაოდენობა იმატებს (ჰიპერანდროგენემია), ვითარდება ჰირსუტიზმი (მამაკაცის ტიპის ჭარბთმიანობა ქალებში) ან თუნდაც ვირლიზაცია (ჰირსუტიზმს ემატება კუნთების მასის ზრდა, ანდროგენული ალოპეცია) , აკნე, ხმის დაბოხება, კლიტორის გადიდება).

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

მამაკაცებისთვის:

  • ა) ეჭვი ანდროგენული დეფიციტის კლინიკურ ნიშნებზე: (პირველადი ჰიპოგონადიზმი, ჰიპოპიტუიტარიზმი, კლაინფელტერის სინდრომი, დაუნის სინდრომი, დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება, სექსუალური იმპოტენცია, უშვილობა, ესტროგენებით მკურნალობა, ღვიძლის ციროზი);
  • ბ) კლინიკური ეჭვი ანდროგენულ სიჭარბეზე: თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სიმსივნეები, ადრეული პუბერტატი.

ქალებში:

ჰირსუტიზმი, ანოვულაცია, ამენორეა ან ვირილიზაცია (შესაძლო მიზეზები: პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ვირილიზაციით მიმდინარე საკვერცხის სიმსივნეები, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი სიმსივნეები ან ადრენოგენიტალური სინდრომები).

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი. სასურველია პაციენტი იყოს უზმოდ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

მამაკაცებში ტესტოსტერონის დაბალი დონე ჰიპოგონადიზმის ნიშანია. ეს თავის მხრივ შეიძლება იყოს პირველადი, მეორეული ან მესამეული.

პირველადი ჰიპოგონადიზმის დროს აღინიშნება ტესტოსტერონის დაბალი დონე, მაგრამ მაღალია ჰიპოფიზის ჰორმონები FSH და LH.

მეორეული და მესამეული ჰიპოგონადიზმი, რომელსაც ასევე უწოდებენ ჰიპოგონადოტროპულ ჰიპოგონადიზმს, აქვთ დაბალი ან არაპროპორციულად ნორმალური LH / FSH დონე.

დონის მომატება დაკავშირებულია:

  • იშენკო-კუშინგის დაავადება და სინდრომი;
  • ადრენოგენიტალური სინდრომი (ქალები);
  • ტესტოსტერონის მაპროდუცირებელი სიმსივნეები (მამაკაცები);
  • XYY ქრომოსომის კომპლექტი (მამაკაცი);
  • ვირილიზაციით მიმდინარე საკვერცხის სიმსივნე (ქალები);
  • სასქესო ჰორმონთან დამაკავშირებელი გლობულინის დაქვეითება (SHBG).

5/5 (1 Review)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up