Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH)

ცნობილი როგორც:luteinizing hormon
SKU: 1009

31.50

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

LH (მალუთეინიზერებელი ჰორმონი), FSH-თან (ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი) ერთად მიეკუთვნება გონადოტროპული ჰორმონების ჯგუფს, რომლებიც ასტიმულირებენ სასქესო ჯირკვლებს ანუ გონადებს  FSH და LH სეკრეცია არის პულსური და კონტროლდება ჰიპოთალამუსისგან გონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონის (GnRH) პერიოდული გამოყოფით. LH და FSH არეგულირებენ და ასტიმულირებენ გონადების (საკვერცხეების და სათესლეების) ზრდასა და ფუნქციონირებას. ამ ორ ჰორმონს წარმოქმნიან ჰიპოფიზის წინა წილის გონადოტროპული უჯრედები, საიდანაც ისინი სისხლში აღწევს და აქედან – გონადებამდე: საკვერცხეებში ისინი ასტიმულირებენ ფოლიკულების ზრდასა და მომწიფებას, ყვითელი სხეულის ფორმირებასა და განვითარებას, შესაბამისად, ესროგენებისა და პროგესტერონის სინთეზსა და სეკრეციას, ხოლო მამაკაცებში, LH ასტიმულირებს სათესლე ჯირკვლის ლეიდიგის უჯრედებს, ტესტოსტერონის გამომუშავებასა და სპერმის ნორმალურ მომწიფებას.

მალუთეინიზებელი ჰორმონის ყველაზე მაღალი დონე აღინიშნება მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში და უკავშირდება ოვულაციის ინდუქციას (საკვერცხისგან მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოყოფა) და ყვითელი სხეულის წარმოქმნას, რომლის სეკრეციის მთავარი პროდუქტია პროგესტერონი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი მალუთეინიზებელ ჰორმონზე ?

  • რეპროდუქციული პრობლემები ქალის ან კაცის მხრიდან. ქალებში LH ჰორმონი ასოცირდება ოვულაციასთან, ხოლო მამაკაცებში – სპერმის რაოდენობასთან და სიმწიფესთან. ორივე მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს დაორსულების შეფერხება;
  • ოვულაციის პერიოდის განსაზღვრის სურვილი – მომენტი, როდესაც ჩასახვა ყველაზე სავარაუდოა. LH-ის დონე ყველაზე მაღალია ოვულაციამდე. მისი დადგენა შესაძლებელია შარდის ტესტის საშუალებით, რომელიც აღმოაჩენს მალუთეინიზირებელი ჰორმონის მომატებულ დონეს ოვულაციამდე 1-1,5 დღით ადრე;
  • მენსტრუალური პრობლემები – ჰორმონის დონე იზრდება მენოპაუზის დროს;
  • ადრეული ან გვიანი სქესობრივი სიმწიფე;
  • ეჭვი ჰიპოფიზის დაავადებაზე;
  • ეჭვი მამაკაცებში ტესტოსტერონის დაბალ დონეზე. დაბალი ტესტოსტერონის სიმპტომებია: სექსუალური სურვილის დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია, სახის და სხეულის თმის შემცირება, ზოგადი დაღლილობა, კუნთების მასის დაქვეითება, წონის მომატება.

უმეტეს შემთხვევაში მოწმდება სხვა სასქესო ჰორმონებთან ერთად.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

აუცილებელი არ არის უზმოდ ყოფნა. რეპროდუქციული სისტემის ჰორმონების ლაბორატორიული კვლევა რეკომენდირებულია ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის 6–7 დღეს, მშვიდი ძილის შემდეგ, მოსვენებულ მდგომარეობაში. პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი ან ულტრაბგერით განსაზღვრული გესტაციური ასაკი.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

მალუთეინიზებელი და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის მომატებული დონე შეინიშნება:

  • სათესლის/ საკვერცხის პირველადი განუვითარებლობა;
  • ტესტიკულარული ფემინიზაცია (გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც მამრობითი სქესის ჩანასახი არ არის მგრძნობიარე მამრობითი სქესის ჰორმონების მიმართ. შედეგად, ინდივიდი ვითარდება ქალის გარე სასქესო ორგანოებით და განუვითარებელი მამრობითი გონადებით);
  • ნაადრევი სქესობრივი მომწიფება;
  • მენოპაუზია;
  • საკვერცხეების პირველადი დისფუნქცია;
  • პოლიკისტოზური საკვერცხეები.

ლუტეინირებული ჰორმონის დაქვეითებული დონეები შეინიშნება:

  • საკვერცხის ჰიპერფუნქცია ქალებში;
  • სათესლეების ჰიპერფუნქცია მამაკაცებში.
  • მალუთეინიზებელი და ფოლიკულების მასტიმულირებელი ჰორმონი ერთდროულად მცირდება ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის დაავადებების დროს.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button