Anti TG / თირეოგლობულინის აას

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

37.00

ზოგადი ინფორმაცია:

ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ ( Anti TG ) ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წინამორბედი ცილის – თირეოგლობულინის (TG) მიმართ გამომუშავებული ანტისხეულებია.

თირეოგლობულინი (TG) ნორმალურ პირობებში არ გამოიყოფა სისხლის მიმოქცევაში. TG– ს გადასვლამ სისხლში სხვადასხვა პათოლოგიის: ანთება, სისხლდენა და ა.შ. შეიძლება გამოიწვიოს Anti TG (ATTG)– ის წარმოქმნა.

თირეოგლობულინის ანტისხეულები მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, მაგალითად: ჰაშიმოტოს დაავადება, ატროფიული აუტოიმუნური თირეოიდიტი, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი.

ჰაშიმოტოს თირეოიდიტის მქონე პაციენტებში, მკურნალობის დროს ATTG- ის დონე ჩვეულებრივ მცირდება, მაგრამ არიან პაციენტები, რომლებშიც ეს ანტისხეულები შენარჩუნებულია და ტალღისებურად შეიძლება აღმოჩნდეს 2-3 წლის განმავლობაში.

სისხლში ATTG- ის დონე უფრო მეტად კორელაციაშია თირეო-მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) მაჩვენებლებთან, ვიდრე თირეოგლობულინის კონცენტრაციასთან.

ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებების გამოსავლენად Anti TG (ATTG)– ის გამოყენება განსაკუთრებით გამართლებულია იოდ-დეფიციტურ რეგიონებში. Anti TG (ATTG)–ის მაღალი დონის მქონე დედების მიერ დაბადებულ ბავშვებს სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება განუვითარდეთ ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებები, რაც მოითხოვს ამ ბავშვების ჩართვას მაღალი რისკის ჯგუფში.

ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ ( Anti TG ) გამოვლენილია აუტოიმუნური თირეოიდიტით დაავადებულთა 30–50% -ში და გრეივსის სინდრომით დაავადებული პაციენტების 30–49% -ში, აგრეთვე პაციენტთა 10–15% -ში არააუტოიმუნური ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით.

ATPO– ს წარმოადგენს აუტოიმუნური ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის უფრო მგრძნობიარე მარკერს ATTG– სთან შედარებით.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაზიანების და ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბოს რეციდივის მარკერი:

  • ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოზი;
  • ფარისებრი ჯირკვლის მაღალ-დიფერენცირებული კიბოს აბლაციური თერაპიის შემდეგ რეციდივის გამოვლენა თირეოგლობულინთან ერთად;
  • ამიოდარონის, ინტერფერონის და ლითიუმის პრეპარატების დანიშვნამდე, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის განვითარების რისკის შესაფასებლად

(ანტი-TG)თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულების და (ანტი-TPO) პეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების ტესტირება აუცილებელია აუტოიმუნური თირეოიდიტის – ჰაშიმოტოს დაავადების დიაგნოზის დასასმელად.

ჩატარებული სადიაგნოსტიკო ტესტების მგრძნობელობა შეიძლება გაიზარდოს Anti TG, Anti TPO– ს ერთდროული ტესტირებით და დამატებით ანტისხეულების აღმოჩენით TSH რეცეპტორების მიმართ, ე.წ. TSH receptor Ab. უნდა გვახსოვდეს, რომ უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების არსებობას

ანტი-TG ანტისხეულები შეიძლება ასევე შეგვხვდეს სხვა აუტოიმუნურ დაავადებების დროს, მაგალითად: რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურას ერითემატოზი და პერნიციოზული ანემია.

ანტი-TG ანტისხეულები შეიძლება მცირე რაოდენობით იყოს წარმოდგენილი ჯანმრთელ პირთა შრატში, განსაკუთრებით ზრდასრულ ქალებში.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი. ტესტის ჩაბარება ხდება უზმოდ , დილის საათებში (დაახლოებით 11 საათამდე).

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ ( Anti TG ) მომატებულია:

  • აუტოიმუნური თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს დაავადება);
  • დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი (გრეივსის დაავადება);
  • იდიოპათიური ჰიპოთირეოზი;
  • დაუნის სინდრომი (სუსტად დადებითი შედეგი);
  • რეციდივი ფარისებრი ჯირკვლის მაღალ-დიფერენცირებული კიბოს აბლაციური თერაპიის შემდეგ.(თირეოგლობულინის ერთდროული განსაზღვრა).

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up