ბაქტერიოლოგიური ანალიზებისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
- ნაცხის აღება მიზანშეწონილია დილით უზმოზე (კვლევამდე არ გაიხეხოთ კბილები), ან ჭამიდან 1.5-2 საათის შემდეგ.
- მნიშვნელოვანია, ნაცხის აღებამდე არ გამოიყენოთ პირის ღრუს ანტისეპტიკური საშუალებები.
ცხვირის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
ცხვირის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
- მასალის აღებამდე არ გაიწმინდოთ და ჩამოიბანოთ ცხვირის ნესტოები და არ გამოიყენოთ ანტიმიკრობული საშუალებები.
ყურის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
ყურის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
- მასალის აღებამდე არ გაიწმინდოთ და ჩამოიბანოთ ყურის ნიჟარები და არ გამოიყენოთ ანტიმიკრობული საშუალებები.
თვალის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
თვალის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
- მასალის აღებამდე არ ამოიწმინდოთ და ჩამოიბანოთ თვალები და არ გამოიყენოთ ანტიმიკრობული საშუალებები.
პირის ღრუს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
პირის ღრუს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
- ნაცხის აღება მიზანშეწონილია დილით უზმოზე (კვლევამდე არ გაიხეხოთ კბილები), ან ჭამიდან 1.5-2 საათის შემდეგ.
- მნიშვნელოვანია, ნაცხის აღებამდე არ გამოიყენოთ პირის ღრუს ანტისეპტიკური საშუალებები.
ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
- საკვლევი მასალის მიღებამდე გაიხეხეთ კბილები და პირის ღრუსა და ხახაში გამოივლეთ სოდიანი ხსნარი (1 ჩაის კოვზი სოდა გახსენით 1 ჩაის ჭიქა ნელთბილ წყალში).
- საკვლევი მასალის შეგროვება რეკომენდებულია უზმოზე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ.
- საკვლევი მასალის (ნახველის) შეგროვებამდე ენერგიულად შეისუნთქეთ ერთხელ ღრმად და შემდეგ ამოახველეთ.
- მასალა გროვდება ერთჯერადად, სტერილურ კონტეინერში.
- საკვლევი მასალა ერთი საათის განმავლობაში უნდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში. თუ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლებთ საკვლევი მასალის ლაბორატორიაში მოტანას, მაშინ ის დაუყოვნებლივ უნდა შეინახოთ მაცივარში, 2–8 °С ტემპერატურაზე, მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.
დედის რძის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
დედის რძის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
- რძის შეგროვებამდე ჩამოიბანეთ მკერდი სარეცხი საპნით და წყლით ან გაიწმინდეთ დეზინფექციური ხელსახოცით, შემდეგ კი გაიმშრალეთ სუფთა, მშრალი პირსახოცით.
- კვლევისთვის საჭიროა რძის შუა ნაკადი (ჯერ გამოიწურეთ რძის პირველი წვეთები, რის შემდეგაც გროვდება საკვლევი მასალა) მინიმუმ 10-15 მლ ოდენობით.
- მასალა გროვდება სტერილურ კონტეინერში.
- რძის შეგროვება ხდება თითოეული მკერდიდან ცალ-ცალკე, ერთჯერადად. სტერილური კონტეინერი უნდა იყოს მონიშნული თითოეული მკერდისთვის (მარცხენა/მარჯვენა მკერდი).
- საკვლევი მასალა ერთი საათის განმავლობაში უნდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში. თუ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლებთ საკვლევი მასალის ლაბორატორიაში მოტანას, მაშინ ის დაუყოვნებლივ უნდა შეინახოთ მაცივარში, 2–8 °С ტემპერატურაზე, მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.
უროგენიტალური ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
უროგენიტალური ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
- საკვლევი მასალის აღებამდე 3 დღის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისგან.
- ქალებისთვის: გამორიცხეთ ინტრა-ვაგინალური სუპოზიტორიების, მალამოების, ტამპონების გამოყენება და გენიტალური არის დაბანა მასალის შეგროვებამდე 24 სთ-ის განმავლობაში.
- მამაკაცებისთვის: არ მოშარდოთ მასალის შეგროვებამდე 3-4 საათის განმავლობაში. მასალის შეგროვებადე ჩამოიბანეთ პერიურეთრალური მიდამო სარეცხი საპნით და წყლით ან გაიწმინდეთ დეზინფექციური ხელსახოცით, რის შემდეგაც შეიმშრალეთ სუფთა, მშრალი პირსახოცით.
- მასალის შეგროვება ლაბორატორიულ ცენტრში არ ხორციელდება (საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ).
სპერმის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
სპერმის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
- საკვლევი მასალის აღებამდე 3 დღის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისა და ეაკულაციისგან.
- მასალის შეგროვებადე ჩამოიბანეთ პერიურეთრალური მიდამო სარეცხი საპნით და წყლით ან გაიწმინდეთ დეზინფექციური ხელსახოცით, რის შემდეგაც შეიმშრალეთ სუფთა, მშრალი პირსახოცით.
- მასალის შეგროვება ლაბორატორიულ ცენტრში არ ხორციელდება (საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ).
- საკვლევი მასალა ერთი საათის განმავლობაში უნდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში. თუ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლებთ საკვლევი მასალის ლაბორატორიაში მოტანას, მაშინ ის დაუყოვნებლივ უნდა შეინახოთ მაცივარში, 2–8 °С ტემპერატურაზე, მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.
განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
- კვლევისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
- საკვლევი მასალა გროვდება სტერილურ კონტეინერში, ხრახნიანი და მასალის შესაგროვებელი კოვზიანი თავსახურით.
- კვლევისას, განავალი არ უნდა შეიცავდეს ისეთ მინარევებს, როგორიცაა შარდი, ამიტომ განავლის შეგროვებამდე უნდა მოშარდოთ, რათა გამორიცხოთ შარდის შეღწევის შესაძლებლობა განავალში.
- განავალი გროვდება სტერილური ზედაპირიდან – ე.წ. ღამის ქოთანი ან „სუდნო“, რომელიც კარგად არის გარეცხილი საპნით, რამდენჯერმე ჩამორეცხილი ონკანის წყლით, შემდეგ კი მდუღარე წყლით დამუშავებული და გაგრილებული. აკრძალულია ქოთნის ზედაპირის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით.
- საკვლევი მასალის აღება ხდება სპეციალური კოვზით, რომელიც დამონტაჟებულია სტერილური კონტეინერის სახურავზე, კონტეინერის მოცულობის არაუმეტეს 1/3-ის ოდენობით (10 გრამამდე – 1 კოვზი).
- შეგროვებისას აუცილებლად უნდა მოხდეს მასალის თხევადი ნაწილის – განსაკუთრებით ლორწოვანი და სისხლიანი ნაწილების შეგროვება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- ნუ შეავსებთ კონტეინერს ბოლომდე!
- კონტეინერში განავლის შეგროვების შემდეგ, დაახურეთ კონტეინერს თავსახური მჭიდროდ და მოიტანეთ მასალა ლაბორატორიულ ცენტრში.
- საკვლევი მასალა შეგროვებიდან ერთი საათის განმავლობაში უნდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში. თუ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლებთ საკვლევი მასალის ლაბორატორიაში მოტანას, მაშინ ის დაუყოვნებლივ უნდა შეინახოთ მაცივარში, 2–8 °С ტემპერატურაზე, მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.
შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
- ანალიზისთვის უნდა შეგროვდეს დილის პირველი შარდი ან, თუ ეს შეუძლებელია, უნდა შეგროვდეს შარდი წინა მოშარდვიდან მინიმუმ 4 საათის შემდეგ.
- მასალის შეგროვებადე ჩამოიბანეთ პერიურეთრალური მიდამო სარეცხი საპნით და წყლით ან გაიწმინდეთ დეზინფექციური ხელსახოცით, რის შემდეგაც შეიმშრალეთ სუფთა, მშრალი პირსახოცით.
- შარდის პირველი პორცია უნდა იქნას გადაღვრილი და შარდის სტერილურ კონტეინერში უნდა მოთავსდეს შარდის შუა პორცია მინიმუმ 10-20 მლ ოდენობით. არ შეაგროვოთ შარდის ბოლო პორცია !
- ნუ შეავსებთ კონტეინერს ბოლომდე !
- არ შეეხოთ კონტეინერის შიდა კედლებს !
- ჩვილებში – პერიურეთრალური მიდამოს სარეცხი საპნით და წყლით ჩამობანის ან დეზინფექციური ხელსახოცით გაწმენდის დასუფთა, მშრალი პირსახოცით შემშრალების შემდეგ მიზანშეწონილია შარდის შეგროვება შარდმიმღებში. საფენებიდან გამოწურული შარდის გამოკვლევა შეუძლებელია. შარდი შარდმიმღებიდან გადაიტანეთ სტერილურ კონტეინერში და მოიტანეთ ლაბორატორიაში.
- შარდი აღებიდან ერთი საათის განმავლობაში უნდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში. თუ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლებთ საკვლევი მასალის ლაბორატორიაში მოტანას, მაშინ ის დაუყოვნებლივ უნდა შეინახოთ მაცივარში, 2–8 °С ტემპერატურაზე, მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.
- იმ შემთხვევაში, თუ შარდი მოთავსებულია სტერილურ კონტეინერში, რომელშიც არის კონსერვანტი (მაგ. ბორის მჟავა), შარდის შენახვა მაცივარში შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში.
დისბაქტერიოზის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
დისპაქტერიოზის გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
- ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე ექიმის დანიშნულებისამებრ.
- კვლევისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
- საკვლევი მასალა გროვდება სტერილურ კონტეინერში, ხრახნიანი და მასალის შესაგროვებელი კოვზიანი თავსახურით.
- კვლევისას, განავალი არ უნდა შეიცავდეს ისეთ მინარევებს, როგორიცაა შარდი, ამიტომ განავლის შეგროვებამდე უნდა მოშარდოთ, რათა გამორიცხოთ შარდის შეღწევის შესაძლებლობა განავალში.
- განავალი გროვდება სტერილური ზედაპირიდან – ე.წ. ღამის ქოთანი ან „სუდნო“, რომელიც კარგად არის გარეცხილი საპნით, რამდენჯერმე ჩამორეცხილი ონკანის წყლით, შემდეგ კი მდუღარე წყლით დამუშავებული და გაგრილებული. აკრძალულია ქოთნის ზედაპირის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით.
- საკვლევი მასალის აღება ხდება ძირითადად განავლის შუა პორციიდან, 4-5 სხვადასხვა ადგილიდან, სპეციალური კოვზით, რომელიც დამონტაჟებულია სტერილური კონტეინერის სახურავზე, კონტეინერის მოცულობის არაუმეტეს 1/3-ის ოდენობით (10 გრამამდე – 1 კოვზი).