პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა და წესები

  1. კომპანიის პოლიტიკა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით, დამყარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებზე და სრულად შეესაბამება მას. კომპანია მკაცრად იცავს პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებას და კონფიდენციალობას და ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს პერსონალური ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენების პროცესს, ასევე, მონაცემების დაცვის პროცედურებს.
  2. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, როგორც პაციენტი, გადაწყვეტთ კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროდუქტის/მომსახურების მიღებას და შესაბამისად, დაეთანხმებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს, თქვენსა და კომპანიას შორის არსებული შეთანხმებით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეებმა (კლიენტმა/მომხმარებელმა და კომპანიამ) შესაძლოა დაამუშაონ და/ან ერთმანეთს გაუზიარონ სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.
  3. ამგვარი ინფორმაციის მიმღებმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ მას ჰქონდეს კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სრულყოფილად დანერგილი შიდა წესები/სისტემები, სავალდებულო რეგულაციები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია/იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან და რომლებიც სრულად გავრცელდება ინფორმაციის დამმუშავებლისგან/გადამცემისაგან მიღებულ ინფორმაციაზე. შესაბამისად, ამ ურთიერთობის თითოეული მხარე (როგორც მონაცემთა დამმუშავებელი/გადამცემი, ასევე უფლებამოსილი/მიმღები პირი და მისი ნებისმიერი ქვე-კონტრაქტორი) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებული კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ასევე და მკაცრად დაიცვას ქვემოთ მოცემული პირობები:
    • პერსონალურ მონაცემთა დამუშავება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პრინციპების დაცვით, ხოლო თუ მონაცემთა დამუშავებისთვის კანონი ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის, თანხმობას მოიპოვოს/მოპოვებული ჰქონდეს აღნიშნული თანხმობა (წერილობით ან ელექტრონული ფორმით). თანხმობა გაცემული უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მკაფიო, მარტივი და გასაგები ენით. ამასთან, ასეთი თანხმობა, დაუყოვნებლივ უნდა იქნას წარდგენილი მონაცემების მიმღებისათვის, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში.
  4. პერსონალურ მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილი/ინფორმაციის მიმღები პირი ვალდებული იქნება:
    • განახორციელოს მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მიწოდებული მონაცემების დამუშავება იმ მოცულობით და ფარგლებში, რაც აუცილებელია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით განსაზღვრული პირობებისა და მიზნების შესასრულებლად ან გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან მარეგულირებლის მოთხოვნით;
    • დანერგოს ყველა ტექნიკური ან ორგანიზაციული ზომა და განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რათა აცილებული იქნას მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების არაავტორიზებული ან უკანონო დამუშავება, მათი დაკარგვა, განადგურება, დაზიანება, არაავტორიზებული ცვლილება ან გასაჯაროება და შეატყობინოს მონაცემთა დამმუშავებელს მის მიერ მიღებული ზომების შესახებ;
    • მონაცემთა დამმუშავებლის თანხმობის გარეშე, არ განახორციელოს მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის  მესამე პირებისთვის გადაცემა (გარდა იმ მესამე პირებისა, რომელთათვისაც მონაცემების გადაცემა აუცილებელია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და ან კანონის ძალით), ამასთან, ნებისმიერი საფუძვლით, მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ვალდებულია მონაცემების გადაცემა განახორციელოს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მესამე პირი და/ან მისი სუბ-კონტრაქტორები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ ყველა აუცილებელი ტექნიკური ან ორგანიზაციული ზომა და განახორციელონ ყველა ქმედება, რათა აცილებული იქნას პერსონალური მონაცემების არაავტორიზებული ან უკანონო დამუშავება, მათი დაკარგვა, განადგურება, დაზიანება, არაავტორიზებული ცვლილება ან გასაჯაროება;
    • ნებისმიერი ზიანის/ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც შესაძლოა მიადგეს მონაცემთა დამმუშავებელს, უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ნაკისრი და/ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შედეგად. უფლებამოსილი პირი თანახმაა, აუნაზღაუროს და დაიცვას მონაცემთა დამმუშავებელი ნებისმიერი (მათ შორის, არაპირდაპირი) ზიანისაგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შედეგობრივ ზარალს), საჩივრისგან, ხარჯისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებსაც მონაცემთა დამმუშავებელი გაიღებს საკუთარი უფლებების განსახორციელებლად), იურიდიული პროცესისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც ამგვარი დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას.
  5. მონაცემთა ყოველ სუბიექტს აქვს წინამდებარე მუხლით განსაზღვრული უფლებები. ამ უფლებებით სარგებლობაზე დაუყოვნებლივ რეაგირებს კომპანიის პასუხისმგებელი ჯგუფი და ამ უფლებების გამოყენებამ არ შეიძლება რაიმე სახის წინააღმდეგობა შეუქმნას მონაცემთა სუბიექტს;
    • მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია, მიიღოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
      • რომელი მონაცემი მუშავდება და რა მიზნით;
      • მონაცემთა შეგროვება/მოპოვების წყარო;
      • მონაცემთა შენახვის ვადა (დრო), ან თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმები;
      • მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ;
      • თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, ასევე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ;
      • თუ მონაცემთა გადაცემა ხდება მესამე პირისთვის, მონაცემთა მიმღების ვინაობა ან მიმღებთა კატეგორიები, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის შესახებ.
  1. კომპანიის მომსახურებით სარგებლობის ან მისთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, ასევე, სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომაც, კომპანია უფლებამოსილია, წინამდებარე პოლიტიკაში განსაზღვრული მიზნებით, განახორციელოს მონაცემთა სუბიექტის შესახებ არსებული ინფორმაციის, მათ შორის, მისი პერსონალური მონაცემების, დამუშავება.
  2. კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ მონაცემთა სუბიექტისაგან ან მესამე პირ(ებ)ისაგან მოპოვებას, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას, მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.
  3. კომპანიის მიერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან მის მიერ დასახელებული მესამე პირ(ებ)ის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავება კონკრეტული მიზნებისთვის, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგი პერსონალური მონაცემებით:
    • მონაცემთა სუბიექტის სახელი და გვარი;
    • პირადი ნომერი;
    • რეგისტრირებული ან/და ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი;
    • ტელეფონის/მობილურის ნომერი;
    • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
    • სამედიცინო ისტორია (ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია სამუშაო ადგილის, ექიმთან ვიზიტის, ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, წარსულში გადატანილი დაავადებების შესახებ ინფორმაცია ბიოლოგიური და გენეტიკური მონაცემები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები, სამედიცინო მომსახურების ხარჯების (კალკულაცია) შესახებ ინფორმაცია და ა.შ.)
    • აუდიო და ვიდეო მონიტორინგის ჩანაწერები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც უკავშირდება მონაცემთა სუბიექტს და რის შედეგადაც შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირება ან/და დახასიათება ან/და სხვა კლიენტებთან მისი დაჯგუფება პირის ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
  4. პაციენტის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაციის დამუშავების მიზანს წარმოადგენს, მომსახურების გაწევის მიზნით, პაციენტთათვის გასაწევი მომსახურების შესაბამისი ამბულატორიული სამედიცინო ბარათის წარმოება. სამედიცინო დიაგნოზის დადგენა, მკურნალობის და სამედიცინო მომსახურებების გაწევა, პირის სასიცოცხლო ინტერესების დაცვა, საჯარო ინტერესის შესაბამისად მონაცემების დაარქივება, მიწოდებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, საჩივრებზე/სარჩელებზე რეაგირება, სამედიცინო მომსახურების გაწევის შედეგად სადაზღვევო კომპანიებიდან ან/და შესაბამისი დამფინანსებლ(ებ)ისაგან ანაზღაურების მიღება და ა.შ.
  5. თუ მონაცემთა სუბიექტი, მომსახურების მიღების მიზნით, კომპანიას აწვდის მესამე პირების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, და არამარტო, ინფორმაციას პერსონალური მონაცემების, ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის შესახებ და სხვა, ხოლო კომპანია ახორციელებს აღნიშნული ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების, დამუშავებას მომსახურების შესრულებისთვის ან/და მარკეტინგული მიზნით, მონაცემთა სუბიექტი თავად არის ვალდებული მოპოვებული ჰქონდეს აღნიშნულ პირთა თანხმობა, მათი პერსონალური მონაცემების კომპანიის მიერ დამუშავებაზე. მონაცემთა სუბიექტის მიერ ამგვარი ინფორმაციის კომპანიისთვის (ან მისი უფლებამოსილი პირისთვის) მიწოდების ფაქტი გულისხმობს მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ პიროვნებისგან თანხმობის მოპოვებას და აღარ საჭიროებს კომპანიის მიერ ასეთი დასტურის მოპოვებას. მონაცემთა სუბიექტი თავად არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე, რომელიც შესაძლოა მიადგეს კომპანიას მონაცემთა სუბიექტის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. მონაცემთა სუბიექტი თანახმაა აუნაზღაუროს და დაიცვას კომპანია ნებისმიერი ზიანისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს შედეგობრივ ზარალს), საჩივრისგან, ხარჯისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებსაც კომპანია გაიღებს საკუთარი უფლებების განსახორციელებლად), იურიდიული პროცესისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც ამგვარი დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას.
  6. მონაცემთა სუბიექტი ანიჭებს კომპანიას უფლებამოსილებას სხვადასხვა მარკეტინგული შეთავაზებების განხორციელების მიზნით, განახორციელოს მონაცემთა სუბიექტის სატელეფონო ზარის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით მოკლე ტექსტური, ხმოვანი ან/და სხვა სახის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა ან მომხმარებელთა უშუალო კომუნიკაციით განახორციელოს მომსახურების, საქონლის, შეთავაზება ან რაიმე სახის ქმედების განხორციელების თხოვნა.
    • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
    • პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებული პერსონალური მონაცემები ინახება პირდაპირი მარკეტინგის თაობაზე მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გაცემიდან პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით.
  7. უსაფრთხოების და საკუთრების დაცვის, ასევე მომსახურების ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, კომპანიაში მიმდინარეობს შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელების, სამუშაო ადგილების მონიტორინგი ვიდეოთვალთვალისა და აუდიო ჩამწერი სისტემების მეშვეობით, ხოლო აუდიო ჩაწერა მიმდინარეობს კომპანიასთან სატელეფონო კომუნიკაციისას.
  8. მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კომპანიის მომსახურების ადგილებში ვიდეოთვალთვალის და აუდიო ჩაწერის მიმდინარეობის შესახებ, ასევე, კომპანიის სატელეფონო კომუნიკაციისას სატელეფონო ზარების ჩაწერის შესახებ მონაცემთა სუბიექტი ინფორმირებული იქნება კანონის მოთხოვნების შესაბამისი ფორმით.
  9. კომპანიის მომსახურებით სარგებლობისას ან მის მიერ მომსახურების მიღებისას, ასევე, ამგვარის შეწყვეტის შემდგომ, კომპანიის მიერ მიღებული ინფორმაციის შესაბამისი მიზნებით დამუშავება გაგრძელდება/ხორციელდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება კომპანიის მიზნებსა და ინტერესებს, მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით. აღნიშნული ვადების გასვლის შემდეგ, კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალური მონაცემების განადგურება (როგორც ელექტრონული, ისე ქაღალდმატარებლის) კომპანიაში დადგენილი წესების შესაბამისად.
    • იმ მონაცემების დამუშავება, რომელიც მონაცემთა სუბიექტის მიერ კომპანიას მიეწოდა ელექტრონული არხების (ვებ-ბრაუზერი, კომპანიის ვებ-გვერდი, ინტერნეტ კომპანია, მობილ კომპანია, კომპანიის მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) საშუალებით, არ წყდება მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ მონაცემების ელექტრონული არხებიდან წაშლის შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემების შენახვა ასევე მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება კომპანიის მიზნებს და ინტერესებს, მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
    • მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში, მიაწვდის მონაცემთა სუბიექტს მის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით კომპანიაში არსებულ ინფორმაციას.
    • თუ მონაცემთა სუბიექტი თვლის, რომ მონაცემთა სუბიექტის შესახებ კომპანიაში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან არ არის სრული, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს კომპანიას აღნიშნულის შესახებ და კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის კორექტირება.
  10. მომხმარებელი/კლიენტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს კომპანიას, წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშირებული, მისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, ან ელ-ფოსტაზე: info@synevo.ge , ან დაუკავშირდეს: (+995 32  393833 ).
  11. წესები და პროცესები, რაც განსაზღვრული არ არის წინამდებარე პოლიტიკით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

დანართი 1

თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თანხმობის გაცემით, სამედიცინო მომსახურების გაწევის, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და ასევე, ხარისხის გაუმჯობესების,  სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების მიზნით, თქვენ, როგორც პაციენტი,  ადასტურებთ თქვენ წინასწარ თანხმობას კომპანიის წინაშე და ანიჭებთ მას უფლებას შემდეგზე:

კომპანიის მიერ დამუშავებული იქნას პაციენტის  პერსონალური,  მათ  შორის,  ჯანმრთელობის,  ჩატარებული მკურნალობის  შესახებ  ინფორმაცია. წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით კომპანიას ენიჭება უფლებამოსილება: დაამუშაოს პაციენტის და/ან მისი მკურნალობის და/ან წარმომადგენლის შესახებ კომპანიაში მომსახურების მიღების მიზნით მიღებული პერსონალური  ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფის (ავტომატური და/ან ნახევრად ავტომატური დამუშავების) გამოყენებით, როგორც თავისი უშუალო თანამშრომლების/მედ. პერსონალის, ისე – მოწვეული პირების და ასევე, თავისი კონტრაქტორების მეშვეობით, მათ შორის, იმ კონტრაქტორების, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შემხებლობაში არიან პაციენტისათვის მომსახურების ან მისი რომელიმე ნაწილის გაწევასთან და/ან ხარისხიანი მომსახურების მიღებასთან (მაგ.: პაციენტის მომსახურე სადაზღვევო კომპანია და სხვა). ამასთან, ამგვარი უნდა განხორციელდეს  მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად იმ მოცულობით და ფარგლებში, რაც საჭიროა მომსახურების გასაწევად, რაიმე დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე.

მონაცემთა დამუშავება მოიცავს კომპანიის მიერ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, მათ შორის, მონაცემთა შეგროვებას, მოპოვებას, წვდომას, ფოტოგადაღებას, ვიდეოთვალთვალსა ან/და აუდიომონიტორინგს, ორგანიზებას, დაჯგუფებას, ურთიერთდაკავშირებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლასა ან განადგურებას, ასევე, მონაცემთა გამჟღავნებას, მათი გადაცემის, გასაჯაროების, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით. კომპანიის მიერ მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნისთვისაც იგი შეგროვდა და/ან კანონმდებლობით იქნა/არის გათვალისწინებული.

პაციენტის  პერსონალური  ინფორმაციის   გადაცემა  მესამე  პირებზე  (გარდა  ზემოაღნიშნული  პირებისა),  კერძოდ,  სახელმწიფო,  მარეგულირებელი ორგანოები, მომსახურების ან მისი ნაწილის დამფინანსებელი პირები, სამართალდამცავი ორგანოები და სხვა, განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა გადაცემული იქნას კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც, კანონიერი ინტერესების დასაცავად, გონივრული საჭიროებიდან და/ან მოთხოვნის არსიდან გამომდინარე;

კომპანიის მომსახურებით სარგებლობისას, ასევე მისი შეწყვეტის შემდგომ, კომპანიის მიერ პაციენტის პერსონალური ინფორმაციის განსაზღვრული მიზნებით დამუშავება გაგრძელდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება სამედიცინო მომსახურების მიზნებს და/ან მოთხოვნილია მარეგულირებელი ორგანოების მიერ ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას მასზედ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვისაც კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში და წესით.

თქვენ ადასტურებთ, რომ მიღებული გაქვთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებების შესახებ, მათ შორის, იმის შესახებ, რომ თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

შპს „სინევო საქართველო“-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@synevo.ge

 

English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up