Search
Close this search box.

პაპილომავირუსის (HPV) გენოტიპირება მაღალი რისკის ტიპების გამოვლენით

ადამიანის პაპილომავირუსული (HPV) ინფექცია ძირითადად ახალგაზრდა, სქესობრივად აქტიურ  ქალებშია გავრცელებული.

 

HPV ინფექციის საშუალო ხანგრძლივობა 4-20 თვემდეა.

 

დაახლოებით 2 წლის განმავლობაში HPV-ით ინფიცირებული ადამიანების 90% -ში ვირუსული ინფექცია უკუგანვითარდება, ხოლო  დანარჩენ 10%-ში – ინფექცია გრძელდება, რაც დაკავშირებულია ინტრაეპითელური ბრტყელუჯრედოვანი დაზიანების განვითარების რისკთან.

 

მუდმივი ინფექცია მაღალი რისკის მქონე HPV გენოტიპებით, აუცილებელი პირობაა საშვილოსნოს ყელის კიბოს და მისი წინამორბედი დაზიანებების განვითარებისათვის. HPV-ის ონკოგენური ტიპების არსებობა ნაჩვენებია საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევაში.

 

პაპილომავირუსის 120-ზე მეტი გენოტიპი არსებობს. ზოგიერთი მათგანი (მაგ: HPV16, HPV18 და სხვა) ძალიან მაღალი რისკის ტიპებს განეკუთვნება, რომლებიც 50-60%-ში საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს.

 

ჩაიტარეთ პაპილომავირუსის (HPV) დნმ გენოტიპირება 14 მაღალი რისკის ტიპის გამოვლენით, თხევადი ციტოლოგიის მეთოდით.

 

 

📋 ნაცხის აღება შესაძლებელია:

 

“სინევოს” ვარკეთილის ფილიალში
მის: სუხიშვილის N1,
ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
შაბათი 10:30-14:00
“სინევოს” დოლიძის ფილიალში
მის: დოლიძის N46
ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
შაბათი 09:00-14:00

 

 

👁თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი

Call Now Button