ადამიანის პაპილომავირუსული (HPV) ინფექცია ძირითადად ახალგაზრდა, სქესობრივად აქტიურ ქალებშია გავრცელებული.
HPV ინფექციის საშუალო ხანგრძლივობა 4-20 თვემდეა.
დაახლოებით 2 წლის განმავლობაში HPV-ით ინფიცირებული ადამიანების 90% -ში ვირუსული ინფექცია უკუგანვითარდება, ხოლო დანარჩენ 10%-ში – ინფექცია გრძელდება, რაც დაკავშირებულია ინტრაეპითელური ბრტყელუჯრედოვანი დაზიანების განვითარების რისკთან.
მუდმივი ინფექცია მაღალი რისკის მქონე HPV გენოტიპებით, აუცილებელი პირობაა საშვილოსნოს ყელის კიბოს და მისი წინამორბედი დაზიანებების განვითარებისათვის. HPV-ის ონკოგენური ტიპების არსებობა ნაჩვენებია საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევაში.
პაპილომავირუსის 120-ზე მეტი გენოტიპი არსებობს. ზოგიერთი მათგანი (მაგ: HPV16, HPV18 და სხვა) ძალიან მაღალი რისკის ტიპებს განეკუთვნება, რომლებიც 50-60%-ში საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს.
ჩაიტარეთ პაპილომავირუსის (HPV) დნმ გენოტიპირება 14 მაღალი რისკის ტიპის გამოვლენით, თხევადი ციტოლოგიის მეთოდით.
ნაცხის აღება შესაძლებელია:
“სინევოს” ვარკეთილის ფილიალში
მის: სუხიშვილის N1,
ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
შაბათი 10:30-14:00
“სინევოს” დოლიძის ფილიალში
მის: დოლიძის N46
ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
შაბათი 09:00-14:00
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი