ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი „ სინევო საქართველო” აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე თბილისში და რეგიონებში.
ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:
• კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით
• სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
• საექთნო მანიპულაციების შესრულება
• საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამედიცინო განათლება ან პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი
• პაციენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
• ვაკუტაინერული სისტემით სისხლის აღების გამოცდილება
• უპირატესობა ენიჭება კლინიკური ლაბორატორიის სფეროში გამოცდილების მქონე ექთანს
• სასურველია რუსული ან ინგლისური ენის კარგი ცოდნა
• კომუნიკაციისა და ორგანიზატორული უნარ–ჩვევების მაღალი დონე
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
• ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
• დეტალებზე ორიენტირებულობა
• გუნდური მუშაობის უნარი
• კომუნიკაბელურობა
დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, 2023 წლის 9 თებერვლამე მეილებზე: vacancy@synevo.ge და k.burnadze@synevo.ge გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
„სინევო” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
“სინევოში” თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “სინევოს” მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.