გადაუდებელი PCR ტესტი გუდაურში | ლაბორატორიულ ცენტრში & გამოძახებით

“სინევოს” გუდაურის ფილიალში შეგიძლიათ კორონავირუსით (SARSCoV2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) გადაუდებელი PCR ტესტის ჩატარება როგორც ლაბორატორიულ ცენტრში, ასევე გამოძახებით, ონლაინ შეძენის შემთხვევაში განახლებულ ფასად. 

სახელმწიფო ეპიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე PCR ტესტის ჩატარება საჭიროა საქართველოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 72 საათისა და გასვლისას, საზღვარზე წარსადგენად, არაუადრეს 48-72 საათისა. გაიცემა ორენოვანი პასუხი (ქართული და ინგლისური), QR კოდით. მონაცემები ავტომატურად იტვირთება ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე ჩვენს მიერ.

  • ნიმუშის აღება ხდება ჩვენს ლაბორატორიულ ცენტრში ან თქვენი სასტუმროს ოთახში/აპარტამენტებში, გუდაურში.
  • ანალიზის პასუხები იგზავნება ელ.ფოსტით მეორე დღეს.
  • გადახდა შეიძლება განხორციელდეს ნაღდი ანგარიშსწორებით, საკრედიტო ბარათით ან საბანკო გადარიცხვით.
  • ნაცხის აღება  ხდება 16:00 საათამდე, პასუხი გაიცემა არაუგვიანეს  00:00 – 01:00  საათისა.

კომუნიკაციისთვის:

მესენჯერი: https://www.facebook.com/synevolabs

ელ.ფოსტა: Info@synevo.ge

ტელეფონი: + (995) 577 314 039 ; + (995) 577 291 425; + (995) 32 2 800 111

ლაბორატორიული ცენტრის ლოკაცია: ახალი გუდაური, რედკო ბლოკი #4

ზოგადი ინფორმაცია

Sars-Cov-2 პჯრ (PCR) ტესტი წარმოადგენს ჯაჭვურ პოლიმერაზულ რეაქციას, რომელიც განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის გენეტიკური მასალის ე.წ რნმ-ის არსებობას ცხვირ-ხახის ნაცხის ნიმუშში.

ტესტი გამოიყენება, ორგანიზმში ვირუსის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, ადრეულ ეტაპზე (სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღიდან) და ინფექციის მწვავე ფაზის დროს. გააჩნია რიგი უპირატესობები:

  • ტესტი წარმოადგენს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის დაიგნოსტიკის „ოქროს სტანდარტს“
  • ტესტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით – 99%
  • ტესტი სრულდება სრულად ავტომატიზირებული „Thermo fisher”-ის (აშშ) სისტემითა და რეაგენტებით

ონლაინ შეძენისას ტესტის საფასურია 160 ლარი, ნაცვლად 190 ლარისა. 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

რეკომენდებულია ტესტის ჩატარება:

  • გრიპისმაგვარი სიმპტომების მქონე პაციენტებში (ცხელება, ხველა, კუნთების კრუნჩხვები, ყელის ტკივილი, სუნის დაკარგვა) ტესტის საიმედოობა ყველაზე მაღალია სიმპტომების გამოვლენიდან 3-4 დღის შემდეგ;
  • ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები;
  • სამოგზაუროდ აუცილებელი ტესტირება.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

ლაბორატორიულ ცენტრებში ნიმუშის აღებისას აუცილებელია მკაცრად დაიცვათ ეპიდემიოლოგიური წესები.

საკვლევი მასალა

ტესტირებისთვის საჭიროა ცხვირ-ხახის ნაცხი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

პოზიტიური შედეგი – გულისხმობს ვირუსით ინფიცირების მაღალ ალბათობას.

ნეგატიური შედეგი – ვირუსით ინფიცირების ალბათობა ძალიან მცირეა.

ონ-ლაინ შესაკვეთად ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

 

“სინევოს” ლაბორატორიული ცენტრების ლოკაცია და მუშაობის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://synevo.ge/laboratories/

English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button