Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ვაკანსია- სამედიცინო კონტენტის კოორდინატორი

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი „სინევო საქართველო“  აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო კონტენტის  კოორდინატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი.

სამუშაოს მიზანი:

  • კომპანიის მარკეტინგული და სამედიცინო ხასიათის კონტენტის შექმნა და განთავსება მარკეტინგული მხარდაჭერის არხებზე.
  • კომპანიის მარკეტინგული და სამედიცინო პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი სამედიცინო ან სოცილური მედიისა და ჟურნალისტიკის. მედიცინა/ფარმაცია/სოცილოგია
  • ინგლისური/რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);
  • ფარმაცევტულ/სამედიცინო კომპანიაში პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო წარმომადგენლებისა და ექთნების გუნდის მომზადება და მხარდაჭერა სამედიცინო და/ან მარეკტინგული შინაარსის ინფორმაციით.
  • პაციენტებზე და/ან ექიმებზე ორიენტირებული საინფორმაციო მასალის შემუშავება.
  • სოციალური მედიისა და ვებსაიტის ყველა აქტივობის მართვა.
  • ექიმებთან /პაციენტებთან ურთიერთობა (მათ შორის პრობლემური საკითხების გადაწყვეტა).
  • კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • გაყიდვების სტიმულირებისათვის საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება;
  • ბაზარზე სერვისის/პროდუქტის ცნობადობის და სერვისზე/პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების პერსონალის დატრენინგება; პროდუქტის/სერვისის შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
  • გაყიდვების პერსონალის კოორდინირება სამუშაო გეგმის განხორციელების მიზნით;
  • საკომუნიკაციო არხების მონიტორინგი და მათი ეფექტური გამოყენების კონტროლი; ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება; პროდუქტის დანერგვა/განვითარება;
  • შეინარჩუნოს კომპანიის რეპუტაციის მაღალი დონე სამედიცინო საზოგადოებაში.

სამუშაო პირობები:

  • საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
  • გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ მზარდ ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
  • სოციალური პაკეტი – კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა.
  • პოზიცია ანგარიშვალდებულია გაყიდვებისა და მარკეტნიგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ, გარემოს და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV  ქართულ/ინგლისურ  ენაზე, არაუგვიანეს 2022 წლის 5 ივნისისა  მეილზე: vacancy@synevo.ge  გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

„სინევო” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

“სინევოში” თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “სინევოს” მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Call Now Button