Search
Close this search box.

COVID-19 IgG ტესტი

COVID-19 IgG ტესტი
გაცნობებთ, რომ „სინევო საქართველო”-ში შესაძლებელია ჩაიტაროთ 
COVID-19 ინფექციის გამომწვევი ვირუსის მიმართ სეროლგიური ტესტი – SARS-Cov-2 IgG .
 
რას ვიკვლევთ:
SARS-Cov-2 IgG ტესტით დგინდება ე.წ IgG ანტისხეულების არსებობა სისხლში, რომელიც 
გამომუშავდება , როგორც იმუნური პასუხი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში და გამოვლინდება 
დაავდების აქტიურ ფაზაში და/ან მის შემდგომ, რაც მიუთითებს ვირუსის მიმართ იმუნიტეტის არსებობაზე.
 
რას გვაძლევს ტესტის ჩატარება:
ტესტის ჩატარების შემთხვევაში, ჩვენ ვგებულობთ ვიყავით ან/და ვართ, თუ არა ინფიცირებული 
COVID-19 -ის გამომწვევი ვირუსით.
⭐️ტესტის უპირატესობა:
⭐️მაღალი სპეციფირუობა და მგრძნობელობა – 99%.
⭐️მეთოდი: CMIA – ქემილუმინესცენტური მიკრონაწილაკების იმუნოლოგიური ანალიზის ტექნოლოგია.
⭐️მწარმოებელი: Abbott Laboratories (აშშ).
 
ვინ უნდა ჩაიტაროს ტესტი:
ტესტი შეიძლება ჩაიტაროს ყველა დაინტერესებულმა პირმა, ვისაც აქვს ეჭვი ვირუსის არსებობაზე 
ან დაავადების გადატანაზე. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებია: სამედიცინო პერსონალი, მძღოლები, სავაჭრო და სხვა 
საზოგადოებრივი დაწესებულებების თანამშრომლები, ვისაც აქვთ ყოველდღიური კონტაქტი მრავალ ადამიანთან.
 
ტესტის ჩატარების პირობები:
✅საჭიროა ვენური სისხლის ნიმუში.
✅ტესტის ჩაბარება შესაძლებელია „სინევოს” ყველა ლაბორატორიულ ცენტრში.
✅ნიმუში იგზავნება „სინევოს” ევროპის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიაში.
✅ფასი: 70 ლარი.
 
ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
 
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ანალიზებიდან!
Call Now Button