ყოველი მე-8 ქალი მსოფლიოს მასშტაბით ძუძუს კიბოთია დაავადებული
სარჩევი
მეცნიერული კვლევების და ცნობადობის ამაღლების კამპანიების საშუალებით სულ უფრო მეტი ცოდნა გროვდება ძუძუს კიბოს ბიოლოგიური და სხვა მახასიათებლების შესახებ და ადამიანები უკეთ ეცნობიან ამ დაავადების არსს.
თუმცა, მიუხედავად იმისა ჯერ კიდევ არსებობს არაერთი მითი თუ არასწორი შეხედულება ძუძუს კიბოს შესახებ
ყველაზე გავრცელებული მითები:
მითი 1: ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალების უმეტესობას აღენიშნებათ ამ დაავადების ან ძუძუს კიბოს გენეტიკური მუტაციის ოჯახური ანამნეზი
ფაქტი: ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალთა მხოლოდ 10-15%-ს აქვს აღენიშნება მუტაცია დაავადების გამომწვევ გენებში BRCA1, BRCA2 და PALB2. რა თქმა უნდა, აღნიშნული გენების ზოგიერთი მუტაცია ნამდვილად ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს, მაგრამ ამ მუტაციათა უმეტესობა არ არის მემკვიდრეობით მიღებული.
მითი 2: ძუძუს კიბო მხოლოდ ქალებს უვითარდებათ
ფაქტი: მართალია ძუძუს კიბო უპირატესად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში გვხვდება, მაგრამ არსებობს დიაგნოსტირებული შემთხვევები მამაკაცებშიც.
მითი 3: ძუძუს კიბო ხანდაზმულ ქალებს უვითარდებათ
ფაქტი: ასაკის მატებასთან ერთად რა თქმა უნდა ძუძუს კიბოს რისკი მატულობს, შესაბამისად დიაგნოსტირებული შემთხვევების უმეტესობა 50 წლის ზემოთ გვხვდება, თუმცა ბოლო პერიოდის ტენდენციით, ძუძუს კიბოს შემთხვევები წელიწადში1-2%-ით იზრდება 50 წლამდე ქალებში. ეს ტენდენცია მეტად საყურადღებოა, რადგან ახალგაზრდებში დაავადების მიმდინარეობა უფრო აგრესიულია და პროგნოზიც ნაკლებ საიმედო.
მითი 4: ძუძუს კიბოს რისკის შემცირება შეუძლებელია
ფაქტი: მიუხედავად პრევენციის სრულყოფილი შესაძლებლობის არარსებობისა, არსებობს პროფილაქტიკური ნაბიჯები, რომლებიც შეამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს:
- ძუძუს კიბოს და სხვა სიმსივნეების ოჯახური ანამნეზის ცოდნა და გათვალისწინება
- ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა: ჯანსაღი კვებითი რაციონი, ფიზიკური აქტივობა
- რეგულარული სკრინინგი, განსაკუთრებით 40 წლის ასაკიდან
მითი 5: მამოგრაფია არასაკმარისი კვლევაა
ფაქტი: დიაგნოსტიკურ და სკრინინგულ მამოგრაფიას შეუძლია ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს ძუძუს კიბო, რაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ეფექტური შესაძლებლობაა. დაავადების ადრეული გამოვლენით 100%-იანი გამოჯანმრთელების მიღწევაა შესაძლებელი.
მითი 6: ძუძუს კიბო ყველა ადამიანში ერთნაირად ვითარდება
ფაქტი: ძუძუს კიბო ინდივიდუალურია ყველა ადამიანში იმის მიხედვით – სხვადასხვა გენის მუტაციის შედეგად წარმოქმნილი, ზრდის მაპროვოცირებელი განსხვავებული ფქტორებით, მკურნალობის სხვადასხვა საჭიროებით, მკურნალობაზე განსხვავებული რეაგირებით და სხვა. კიბოს პერსონალიზებული მკურნალობის არსი – ინდივიდუალური მიდგომით, უკეთესი შედეგის მირებაა სწორედ.
მითი 7: ძუძუს კიბო ყოველთვის განკურნებადია
ფაქტი: დაავადების მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია ადრეულ სტადიაზე. მეტასტაზური სიმსივნეების განვითარებისას პროცესი არაერთ ორგანოსა და ლიმფურ კვანძზე ვრცელდება, რაც ართულებს ახალი კერების აღმოჩენის და მათი განკურნების პროცესს. ამიტომ რაც ადრე, ყოველთვის უკეთესი!
მითი 8: ძუძუს კიბოს ყოველთვის კვანძის სახე აქვს
ფაქტი: კვანძოვანი წარმონაქმნი, რომელიც ისინჯება ძუძუში – ძუძუს კიბოს ტიპური გამოვლინებაა, თუმცა, არსებობს სხვა გამოვლინებებიც, რომელიც შესაძლოა წინ უსწრებდეს კვანძის ჩამოყალიბებას: ძუძუს შეშუპება, კანის ჩადრეკა, დვრილის დეფორმაცია, წითელი ფერის გამონაყარი ძუძუზე და სხვა. ხშირად ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა სკრინინგული კვლევების დროს ხდება – სიმპტომების ჩამოყალიბებამდე ბევრად ადრე.
მითი 9: მყარი ბიუსტჰალტერის ან/და ანტიპერსპირანტების გამოყენება ზრდის ძუძუს კიბოს რისკს
ფაქტი: მეცნიერულად ეს მოსაზრებები უარყოფილია.
მითი 10: ნახშირწყლების მიღება აჩქარებს ძუძუს კიბოს პროგრესირებას
ფაქტი: მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები, რომ შაქრის ამოღება რაციონიდან, ანელებს კიბოს პროგრესირების პროცესს, არ არსებობს. თუმცა, მარტივი ნახშირწყლებით მდიდარი რაციონი იწვევს ინსულინრეზისტენტობის განვითარებას, გაცხიმოვნებას, ანთებით რეაქციებს და აუარესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას.
მითი 11: კიბოს განკურნება მცენარეული საშუალებებითაც შესაძლებელია
ფაქტი: კიბოს მკურნალობა მცენარეული საშუალებებით არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი მკურნალობის სახით შესაძლოა ზოგიერთი ბალახეული პრეპარატი გამოიყენებოდეს, ქიმიო და რადიოთერაპიის პროცესში დიდია ალბათობა გამოვლინდეს მცენარეული პრეპარატების ტოქსიკური ეფექტები, რასაც შეუძლია პაციენტის ზოგადი მდგომარეობის დამძიმება. შესაბამისად, ბალახეული საშუალებების, მით უმეტეს „შინაური წამლების გამოყენება სიმსივნის სამკურნალოდ მკაცრად არარეკომენდებულია.
სინევო“ გთავაზობთ მემკვიდრული სიმსივნეების გენეტიკური კვლევების და სიმსივნის მარკერების ფართო დიაპაზონს:
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|
კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით
! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge
წყარო:
https://www.cancer.gov/about-cancer/causes-prevention/risk/myths
https://www.bcrf.org/about-breast-cancer/breast-cancer-myths-debunked/