მრავლობითი მიელომა სისხლის სიმსივნური დაავადებების ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც ფორმირდება პლაზმური უჯრედებისაგან. ჯანმრთელი პლაზმური უჯრედები ორგანიზმს ეხმარება ინფექციასთან ბრძოლაში – ანტისხეულების გამომუშავების გზით.
მრავლობითი მიელომის დროს, გადაგვარებული პლაზმური უჯრედები კოლონიების სახით იზრდება ძვლის ტვინში და ანადგურებს ჯანმრთელ უჯრედებს. ანტისხეულების წარმოქმნის ნაცვლად, სიმსივნური უჯრედები წარმოქმნის პათოლოგიურ ცილებს, რომლებიც დაავადების სხვადასხვა გართულებას იწვევს.
სიმპტომები
დაავადების ადრეულ სტადიაზე სიმპტომები ზოგჯერ არც აღინიშნება. მოგვიანებით ვლინდება:
- ტკივილი ძვლებში, განსაკუთრებით ხერხემლის გასწვრივ, მკერდის და თეძოს ძვლებში
- გულის რევა
- მადის დაქვეითება
- დაღლილობის შეგრძნება
- წონის კლება
- კუნთების სისუსტე
- ხშირი ინფექციები
- შეკრულობა
- გაბრუების შეგრძნება
- გაძლიერებული წყურვილი
- გახშირებული შარდვა
მიზეზი
მრავლობითი მიელომა ძვლის ტვინის ერთი პლაზმური უჯრედიდან იწყება. სავარაუდოდ გენეტიკური მუტაციის გამო იწყება უჯრედის გადაგვარება სიმსივნურ მიელომურ უჯრედად, მისი სწრაფი ზრდა-განვითარება და ახალი კერების წარმოქმნა. ეს აფერხებს ძვლის ტვინში ჯანსაღი სისხლის უჯრედების წარმოქმნას და იწვევს მათ განადგურებას.
მიელომური უჯრედები აგრძელებს ანტისხეულების წარმოქმნის მცდელობას, თუმცა ორგანიზმს არ შეუძლია გამოიყენოს არასრულფასოვანი ანტისხეულები, რომლებსაც მონოკლონური ანუ M ცილები ეწოდება. მათი დაგროვება იწვევს თირკმლის მილაკების ბლოკირებას და დაზიანებას. მიელომური უჯრედები აზიანებს ძვლის ქსოვილს და ზრდის პათოლოგიური მოტეხილობების საფრთხეს.
მრავლობითი მიელომა ხშირად იწყება გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათიის სახით, რომლის დროსაც სისხლში აღინიშნება M პროტეინი, თუმცა მისი დონე ჯერ კიდევ არ არის მაღალი, რის გამოც არ არის სიმპტომები და გართულებები.
რისკფაქტორები
ასაკი – დაავადება უფრო ხშირია 60 წლის ასაკის ზემოთ
რასა – მრავლობითი მიელომა უფრო ხშირია შავკანიანებში
სქესი – მამაკაცებში უფრო ხშირია მიელომა, ვიდრე ქალებში
ოჯახური ანამნეზი – პირველი და მეორე რიგის ნათესავებში დაავადების არსებობა, ზრდის მისი განვიტარების რისკს
გაურკვეველი მნიშვნელობის გამოპათიის არსებობა – მრავლობითი მიელომა ხშირად სწორედ გამოპათიით იწყება.
პრევენცია
დაავადების პრევენცია არ არსებობს
გართულებები
ხშირი ინფექციები – იმუნურ სისტემას უძნელდება ინფექციურ აგენტებტან ბრძოლა
ძვლის სიმკვრივის შემცირება და მოტეხილობები
თირკმლის დაზიანება – M ცილით თირკმლის მილაკების ბლოკირების გამო
ანემია – ძვლის ტვინში გაზრდილი იელომური ქსოვილი აფერხებს სისხლის უჯრედების ფორმირებას, იწვევს ანემიას და სხვა გართულებებს
დიაგნოსტიკა
ლაბორატორიული მონაცემები მნიშვნელოვანია დიაგნოსტირებისთვის.
მრავლობითი მიელომის და ასევე გართულებების მონიტორინგისთვის გამოიყენება როგორც სისხლის, ისე შარდის კვლვები.
- სისხლის საერთო ანალიზი – ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების შეფასებისთვის.
- შრატის ცილის – M პროტეინის – განსაზღვრა მიელომური ქსოვილის მიერ სინთეზირებული ცილის (ანტისხეულების) რაოდენობის შესაფასებლად. კვლევა გამოიყენება როგორც დაავადების აქტივობის, ისე მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვისაც.
- შრატის მსუბუქი ჯაჭვების განსაზღვრა. კაპა და ლამბდა მსუბუქი ჯაჭვები M პროტეინის შემადგენელი კომპონენტია და ასევე მიელომური უჯრედების მიერ წარმოიქმნება. ის გამოიყენება მსუბუქი ჯაჭვების მიელომის სადიაგნოსტიკოდ, როდესაც სისხლში ერთადერთი პათოლოგიური მაჩვენებელი მსუბუქი ჯაჭვების არსებობაა.
- კალციუმის განსაზღრა სისხლში. ძვლის დაშლითი პროცესებისას სისხლში აკლციუმის დონე იმატებს
- შარდოვანა, კრეატიონინი, ელექტროლიტები სისხლში – თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად.
- ß2-მიკროგლობულინის განსაზღვრა სისხლში. მიელომური დაავადებისას მისი კონცენტრაცია შრატში იმატებს. კვლევა გამოიყენება დაავადების პროგრესირების შესაფასებლად.
- შრატის ალბუმინის განსაზღვრა. ალბუმინი ცილაა, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება. მრავლობითი მიელომისას ღვიძლის დაზიანება იწვევს ალბუმინის კონცენტრაციის შემცირებას. კვლევა ინფორმატიული დაავადების პროგრესირების შესაფასებლად.
- ღვიძლის ფუნქციური ტესტები: ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარტატამინოტრანსფერაზა, ტუტე ფოსფატაზა, გამა-გლუტამილ-ტრანსფერაზა.
- LDH ლაქტატდეჰიდროგენაზას განსაზღვრა – დაავადების პროგრესირების და პროგნოზის განსაზღვრისათვის.
მკურნალობა
მრავლობითი მიელომის დაუყოვნებელიუ მკურნალობა ყოველთვის არ არის საჭირო. თუ მიელომა ნელა მზარდია და არ იწვევს მწვავე სიმპტომებს და გართულებებს, შესაძლებელია პირველ ეტაპზე დაკვირვების წარმოება.
მრავლობითი მიელომის სადიაგნოსტიკოდ, ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ შემდეგ კვლევებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
ასევე, დაავადების გართულებების მონიტორინგისა და პროგნოზირებისათვის, “სინევო” გთავაზობთ:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან
რესურსები
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/multiple-myeloma/symptoms-causes/syc-20353378
https://www.cancerresearchuk.org/about-cancer/myeloma/getting-diagnosed/tests/blood-tests