მაიმუნის ყვავილი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რა არის მაიმუნის ყვავილი?

მაიმუნის ყვავილი — ცხოველებისა და ადამიანის ვირუსული დაავადება. სიმპტომები ყვავილის მსგავსია, თუმცა უფრო ნაკლებად მწვავე. გამომწვევია მაიმუნის ყვავილის ვირუსი, რომელიც იმავე ოჯახის წარმომადგენელია, რომლისაც ყვავილისა და ძროხის ყვავილის გამომწვევი ვირუსები. მაიმუნის ყვავილი პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს ლაბორატორიის საცდელ მაიმუნებში.

დაავადება ძირითადად გვხვდება აფრიკის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში არსებული ქვეყნებში, რომლებიც ტროპიკული ტყეების სიახლოვესაა განლაგებული. კვლევებით დადგენილია, რომ გავრცელებულია ვირუსის ორი ძირითადი შტამი – დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული.

რა სიმპტომები ახასიათებს მაიმუნის ყვავილს?

ადამიანებში დაავადება ინფიცირებიდან დაახლოებით ორ კვირაში ვითარდება. დაავადებულს აღენიშნება ცხელება, თავის ტკივილი, შეშუპება,ზურგის და კუნთების ტკივილი. ტემპერატურის მომატების შემდეგ პაციენტს ეწყება გამონაყარი, რომელიც სახიდან იწყება და სხეულის სხვა ნაწილებში ვრცელდება მათ შორის ხელის და ფეხის გულებზე.

გამონაყარი, რომელიც შესაძლოა ძლიერი ტკივილისა და ქავილის გამომწვევი იყოს, რამდენიმე ფაზას გადის. გამონაყარი თავდაპირველად კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით და ბოლო ეტაპზე ფუფხებს აყალიბებს, რომელიც საბოლოოდ სხეულიდან იქერცლება. ავადობა როგორც წესი, 12-დან 21 დღემდე გრძელდება.

როგორ ხდება ვირუსის გადადება?

ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ცხოველის ნაკბენით ან ორგანიზმის ინფიცირებულ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით.ასევე ისეთ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად როგორებიც არიან მაიმუნები, მღრღნელები და ციყვები ან/და ვირუსისგან დაბინძურებული ნივთებიდან, როგორიცაა ინფიცირებული პაციენტის თეთრეული და ტანსაცმელი. ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს ხანგრძლივი ახლო კონტაქტით, ჩვეულებრივ, ოჯახის წევრებს შორის.

მკურნალობა და მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა:

მკურნალობა შემოიფარგლება სიმპტომთა ნაწილობრივი მოხსნით. ეპიდ-აფეთქებებს აკავებენ პაციენტთა იზოლაციისა და მათ გარშემო მკაცრი ჰიგიენის დაცვის გზით. ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შეუძლია გარკვეულად დაიცვას ისეთი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა ვირუსის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ, მაგალითად, ვეტერინარები და სხვა მეცხოველეები.

ახლანდელი გამოვლენა ვირუსისა არატიპურია, რადგან ეს ხდება ქვეყნებში, სადაც ვირუსი ჩვეულებრივ გავრცელებული არ არის. მკვლევარები ახლა ცდილობენ, გაერკვნენ, რა წარმოშობისაა ახლანდელი შემთხვევები, ხომ არ შეიცვალა რამე ვირუსში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაადასტურა “მაიმუნის ყვავილის” ვირუსის 1285 შემთხვევა მსოფლიოს გარშემო 28 ქვეყანაში, იუწყებოდა გაეროს ჯანდაცვის ეს სააგენტო 8 ივნისს.  შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირებულია ბრიტანეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში, ასევე კანადასა და ავსტრალიაში. ერთი შემთხვევაა დადგენილი ბოსტონში და აშშ-ის ჯანდაცვის ექსპერტები მოელიან, რომ გამოვლინდება მეტი შემთხვევა. ამ ქვეყნების ჩამონათვალში ამ დრომდე არ ყოფილა საქართველო,თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა ივნისშისაქართველოში “მაიმუნის ყვავილის” პირველი შემთხვევა დადასტურდა.

რესურსები:

https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/monkeypox

https://www.who.int/emergencies/outbreak-toolkit/disease-outbreak-toolboxes/monkeypox-outbreak-toolbo

https://www.who.int/emergencies/disease-outbreak-news/item/2022-DON385

English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button