წითელას ვირუსი ერთჯაჭვიანი რნმ-ის შემცველი, პარამიქსოვირუსების ოჯახის წარმომადგენელია, რესპირატორულ სინციტიურ ვირუსთან და პარაგრიპის ვირუსთან ერთად.
სარჩევი
ვირუსი ბავშვებში შესაძლოა მძიმედ მიმდინარეობდეს, განსაკუთრებით ჩვილებში.
ვირუსის გავრცელება ხდება დაავადებულიდან ჰაერ-წვეთოვანი გზით.
სიმპტომები
დაავადებას საფეხურებრივი მიმდინარეობა ახასიათებს, რაც დაახლოებით 3 კვირის მანძილზე გრძელდება. ინკუბაციური პერიოდი 10-14 დღეს მოიცავს, რომლის დროსაც სიმპტომები არ არის განვითარებული. კლინიკური სურათის გამოვლინება იწყება პროდრომული პერიოდით, რომელიც მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, ხველით, რინიტით, ინფექციის ზოგადი სიმპტომებით და მოთეთრო ნადებით ლოყის ლორწოვანზე. ეს ფაზა 2-3 დღეს გრძელდება და ამას მოსდევს მაკულო-პაპულური (ლაქოვან-კვანძოვანი) გამონაყარი, რომელიც პირველ ეტაპზე ვითარდება შუბლსა და ყურის უკანა არეებში და ვრცელდება გულმკერდის და შემდეგ კიდურების მიმართულებით. გამონაყრის სტადია 4-5 დღის ხანგრძლივობისაა.
ადამიანი გადამდები გამონაყრის განვითარებმდე 4 და გამონაყრის განვითარდებიდან მომდევნო 4 დღის განმავლობაში.
გამოჯანმრთელების ფაზაში კანის ყველა არე, გარდა ხელისა და ფეხის გულებისა იქერცლება, რაც საშუალოდ 5 დღეს გრძელდება. გართულებების შემთხვევაში სიმპტომები გრძელდება არაუმეტეს 10 დღისა. ხველა ალაგდება ყველაზე ბოლოს.
წითელა მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება. ვირუსი მრავლდება ადამიანის ცხვირხახაში და ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით და ინფიცირებული ზედაპირებით, რომლებზეც რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება აქტიური.
გართულებები
ორსულებს, იმუნოდეფიციტურ მდგომარეობისა და კვებითი უკმარისობის მქონე პირებს, განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ ისეთი გართულებების განვითარების, როგორიცაა: პნევმონია, ცენტრალური ნერვული სისტემის ანტებითი დაავადებები – ენცეფალიტი, ენცეფალომიელიტის, გილენ ბარეს სინდრომის, ჰემიპლეგიის და რეტრობულბური ნევრიტის სახით.
წითურასგან განსხვავებით, წითელას არ აქვს ტერატოგენური მოქმედება ორსულებში, არ იწვევს ნაყოფის თანდაყოლილ პათოლოგიებს. თუმცა შესაძლებელია გამოიწვიოს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა ან ნაადრევი მშობიარობა.
პნევმონია, რომელიც თან ახლავს წითელას, ვითარდება უშუალოდ წითელას ვირუსისგან ან ბაქტერიული სუპერინფექციის შედეგად.
ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი წითელას იშვიათი ნევროლოგიური გართულებაა (1:100 000) რომელიც პერსისტიული ინფექციის შედეგად ვითარდება, ინფექციის გადატანიდან წლების შემდეგ. უფრო ხშირია ბავშვებში, რომელთაც წითელა გადაიტანეს 2 წლამდე ასაკში.
დიაგნოსტიკა
წითელას დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ მონაცემებს – გამონაყრისა და პირის ღრუს ლორწოვანის ლაქების იდენტიფიცირებას. თუმცა, სეროლოგიური დიაგნოსტიკა იძლევა ზუსტი დიაგნოსტირების შესაზლებლობას.
წითელას ვირუსის IgM, IgG
ანტისხეულების კვლევა იძლევა შესაზლებლობას განისაზღვროს ვაქცინაციის შემდგომი იმუნიტეტი, ან ინფექციის არსებობა ორგანიზმში.
IgM ანტისხეულები ვითარდება დაავდების მწვავე ფაზაში, მაქსიმალურ ტიტრს აღწევს დაავადების დასაწყისიდან რამდეიმე დღეში და შემცირებას იწყებს 3-4 კვირაში. IgM ანტისხეულების პოზიტიური მაჩვენებელი დაავადების მწვავე ფაზის დამადასტურებელია.
IgG ანტისხეულები ვითარდება მოგვიანებით, გამოჯანმრთელების ფაზაში. IgG არსებობა მიუთითებს გადატანილ დაავადებაზე, ან ვაქცინაციისშემდგომი იმუნიტეტის არსებობაზე.
მკურნალობა
დადასტურებული წითელას ვირუსული ინფექციის მკურნალობა არ არსებობს, თუმცა სიმპტომური საშუალებები და ვაქცინაცია გართულებების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.
ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ წითელას ვირუსის საიდენტიფიკაციო ლაბორატორიულ ტესტებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|
ანტიბიოტიკოგრამა კეთდება საჭიროების მიხედვით
კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით
რესურსები