Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ვაკანსია : მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მენეჯერი

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი „სინევო საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

 

ლოკაცია : თბილისი, წინანდლის ქუჩა N9

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო/ბიოლოგიის სფეროში.
  • ლაბორატორული სპეციალისტის სახელმწიფო სერთიფიკატი.
  • მინ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება კლინიკური მიკრობიოლოგიის სფეროში.
  • სტანდარტული მიკრობიოლოგიური ტექნიკის ცოდნა;
  • ექსპერიმენტული შედეგების ანალიზის და დოკუმენტირების უნარი;
  • ძლიერი მოტივაცია და ტექნიკური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირების უნარი
  • მიკრობიოლოგიურ კულტურებზე და საწარმოო ფაგებზე მუშაობა;
  • შესრულებული სამუშაოს ნათლად და ზუსტად დოკუმენტირება
  • სხვა განყოფილებებთან შეთანხმებული მუშაობა;
  • პროცესების და დოკუმენტაციის გასაუმჯობესებლად ახალი მეთოდოლოგიების სწავლა და ახალი უნარების გამომუშავება.
  • კრიტიკული აზროვნების შენარჩუნება.

 

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზაციული და ტექნიკური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ან რუსული  ენის ცოდნა.
  • გუნდის მართვა/კოორდინირება
  • დროის მართვის უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ინტერპერსონალური უნარები;
  • სტესულ გარემოში მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ და  ქართულ ენაზე, არაუგვიანეს 2022 წლის 1 იანვრისა მეილზე: vacancy@synevo.ge  , გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

“სინევოში” თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “სინევოს” მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Call Now Button