ფილტვის კიბო სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. სტატისტიკური მონაცემებით, ფილტვის კიბოთი მეტი ქალი იღუპება, ვიდრე ძუძუს კიბოთი, და მეტი მამაკაცი – ვიდრე პროსტატის და კოლორექტალური კიბოთი.
სარჩევი
რისკ-ჯგუფებს უპირველესად განეკუთვნებიან მწეველები, ასევე პასიური მწეველები, ადამიანები ფილტვის კიბოს ოჯახური ანამნეზით, პაციენტები რადიოთერაპიის ჩატარების შემდეგ (მკერდის ან გულმკერდის სხვა სიმსივნეებისას), რადიაციულ ზონებში მცხოვრები და ტოქსიკური მეტალების გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები. მოწევის და სხვა რისკ-ფაქტორების კომბინაცია დაავადების ალბათობას ზრდის.
სიმპტომები
დაავადების ადრეულ სტადიებზე ფილტვის კიბო პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომები ვითარდება დაავადების პროგრესირებასთან ერთად:
- გახანგრძლივებული ხველა
- სიხილიანი ნახველი
- სუნთქვის უკმარისობა
- ტკივილი გულმკერდში
- წონის კლება
- ძვლების ტკივილი
- თავის ტკივილი
მიზეზები
ფილტვის სიმსივნეების უმეტს ნაწილს იწვევს მოწევა – როგორც აქტიური, ისე პასიური. თუმცა, ფილტვის სიმსივნე უვითარდებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც არასდროს მოუწევიათ ან არ ყოფილან სიგარეტის კვამლის ზემოქმედების ქვეშ.
სიგარეტის კვამლსი შემავალი კანცეროგენები ჩასუნთქვისას აღიზიანებს და აზიანებს სასუნთქი გზების ამომფენ უჯრედებს და იწვევს მათ გადაგვარებას.
კლასიფიკაცია
არსებობს ფილტვის კიბოს ორი ძირითადი ჯგუფი:
წვრილუჯრედოვანი კარცინომა – როგორც წესი უჩნდებათ აქტიურ მწეველებს. უფრო იშვიათია, ვიდრე არაწვრილუჯრედოვანი კარცინომა.
არაწვრილუჯრედოვანი კარცინომა უფრო ხშირად გვხვდება. ის აერთიანებს შემდეგ ფორმებს:
- სქვამოზურუჯრედოვანი (ბრტყელუჯრედული) კარცინომა, რომელიც იწყება სქვამოზურ უჯრედებში
- მსხვილუჯრედოვანი კარცინომა
- ადენოკარცინომა, რომელიც იწყება ფილტვის ალვეოლების ქსოვილში.
არაწვრილუჯრდოვანი სიმსივნის სხვა გავრცელებული ფორმებია: პლეომორფული, კარცინოიდული, არაკლასიფიცირებულ კარცინომებს.
რისკ-ფაქტორები
- მოწევა – სიგარეტის რეგულარული, ხანგრძლივი მოწევა ფილტვის კიბოს პირველი რიგის რისკ-ფაქტორია. ნებისმიერ ასაკში, ან მდგომარეობაში მოწევის შეწყვეტამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს რისკები.
- პასიური მოწევა – სიგარეტის კვამლის პასიური ჩასუნთქვა, არანაკლებ საშიშია ჯანმრთელობისათვის.
- რადიოთერაპია – ძუძუს ან გულმკერდის სხვა ორგანოების სიმსივნის გამო ჩატარებული რადიოთერაპია ზრდის ფილტვის კარცინომის განვიტარების საფრთხეს.
- რადონის გაზის ჩასუნთქვა – რადონი ურანის ბუნებრივი გზით დაშლის შედეგად გამოიყოფა ნიადაგში, წყალში, ჰაერში. მისი რეგულარული ჩასუნტქვა ფილტვის კარცინომის რისკ-ფაქტორია.
- აზბესტთან და სხვა კარცინოგენებთან ხანგრძლივი ურთიერთობა – აზბესტი, დარიშხანი, ქრომი, ნიკელი და სხვა ელემენტები ცნობილი კანცეროგენებია და მათი შემცველობა სხვადასხვა გარემოში საკმაოდ მაღალია, რაც ასევე ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს, განსაკუთრებით მწეველებში.
- ოჯახური ანამნეზი – პირველი და მეორე რიგის ნათესავებში ფილტვის კიბოს არსებობა, ზრდის დაავადების განვიტარების რისკს.
გართულებები
- სუნთქვის უკმარისობა. სიმსივნის ზრდასთან ერთად იხშობა სასუნთქი გზები რაც აძნელებს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესს. გარდა ამისა, სიმსივნური ქსოვილის ირგვლივ ხშირად ვითარდბა ექსუდატი (სითხის გამონაჟონი) რაც ასევე არღვევს სუნთქვის პროცესს.
- სისხლიანი ხველა. მცირე კალიბრის სისხლძარღვების დაზიანების გამო ვითარდება სისხლიანი გამონაჟონი, რაც ნახველთან ერთად გამოიყოფა. სისხლდენა სასუნთქი გზებიდან შესაძლოა გახდეს უფრო მასობრივიც.
- ტკივილი. ფილტვის კიბოს ქსოვილი ხშირად იჭრება ირგვლივმდებარე ქსოვილებში: პლევრაში, ძვლებში და იწვევს ტკივილს.
- სითხე პლევრაში. ფილტვის კიბოს ახასიათებს სითხის დაგროვება ფილტვის მფარავ გარსში – პლევრაში. პლევრის ღრუში დაგროვილი სითხე იწვევს სუნთქვის უკმარისობას. სითხის ევაკუაცია ხორციელდება დრენირებით. არსებობს მისი განმეორებით დაგროვების რისკიც.
- მეტასტაზები. ფილტვის კიბოს მეტასტაზები ხშირად ვრცელდება სხვა ორგანოებში – ტვინსა და ძვლებში. იმის მიხედვით, თუ რომელ ორგანოში განვითარდა მეტასტაზი – ვლინდება ჩივილები: ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი და სხვა.
პრევენცია
- როგორც აქტიური, ისე პასიური მოწევისგან თავის არიდება
- რადონზე გარემოს ტესტირება
- კარცინოგენული აგენტებისგან თავის არიდება
- ხილით და ბოსტნეულით გამდიდრებული საკვები რაციონი
- დოზირებული ფიზიკური აქტივობა
ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის, ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან
რესურსები
https://www.aacr.org/patients-caregivers/awareness-months/lung-cancer-awareness-month/
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/lung-cancer/symptoms-causes/syc-20374620