ბიოლოგიური მასალის უსაფრთხო და ოპერატიული მიწოდებისთვის კომპანია “სინევო“ იყენებს საკუთარ ავტოპარკს, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ლაბორატორიული მომსახურებით უახლოეს ლაბორატორიულ ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით და მიიღონ კვლევის შედეგები უმოკლეს დროში.
პაციენტების ბიომასალის ტრანსპორტირება ხდება სპეციალიზირებული ჩანთა-კონტეინერებით, რაც გამორიცხავს აღებული მასალის დაზიანებას ტრანსპორტირებისას.