Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ღვიძლის ფიბროზი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ღვიძლის ფიბროზი ღვიძლის დაზიანების შემდგომ რეგენერაციული (აღდგენითი) პროცესის შედეგია. გახანგრძლივებული ანთების ან სხვა დაზიანების შემდეგ, დაზიანების კერაში ჭარბად წარმოიქმნება კოლაგენი და სხვა  შემაერთებელქსოვილოვანი ცილები, რაც იწვევს ნაწიბუროვანი (ფიბროზული) სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ჭარბად წარმოქმნილი შემაერთებელი ქსოვილი არღვევს ქსოვილის სისხლმომარაგებას, აზიანებს ღვიძლის უჯრედების ფუნქციებს და კიდევ უფრო აღრმავებს დაზიანებას.

 

ღვიძლის ფიბროზის  გამომწვევი მიზეზები

ფიბროზის მთავარი მიზეზი ქრონიკულად მიმდინარე უჯრედული დაზიანებაა, განსაკუთრებით თუ ამას ერთვის ანთებითი კომპონენტი.

 

  1. B ან C ვირუსული ჰეპატიტი
  2. ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება
  3. ღვიძლის არაალკოჰოლური დაავადებები (NAFLDs) სიმსუქნისა და/ან დიაბეტის გამო
  4. აუტოიმუნური დაავადებები,
  5. ნაღვლის სადინარის ბლოკირება
  6. გარკვეული მედიკამენტები
  7. მემკვიდრეობითი მეტაბოლური დარღვევები

თუ ფიბროზის გამომწვევი მიზეზი შექცევადია/განკურნბადია, მისი ხარისხი შესაძლოა შემცირდეს. აქ მნიშვნელობა აქვს ფიბროზის ხარისხს, ანუ დაზიანების სიმძიმეს.

 

ღვიძლის ფიბროზის  პათოფიზიოლოგია

ფიბროზის პროცესი იწყება პერივასკულურ სტელატურ (ვარსკვლავისებურ)  უჯრედებში. იწყება ამ უჯრედების გამრავლება კოლაგენის და სხვა სტრუქტურული გლიკოპროტეინების ჭარბი სინთეზით, რასაც მოყვება დაზიანებული ჰეპატოციტების, მაკროფაგების (კუპფერის უჯრედების), თრომბოციტების და ლეიკოციტების აგრეგაცია. იწყება ანთებითი მედიატორების გამოყოფა (თრომბოციტებისა და შემაერთებელქსოვილოვანი ზრდის ფაქტორები). ამრიგად, ვარსკვლავისებური უჯრედების აქტივაცია იწვევს უჯრედული მატრიქსის ჭარბ სინთეზს და ფიბროზის პროგრესირებას.

მიოფიბრობლასტები მონაწილეობს შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოვანი ძაფების ჩამოყალიბებას, რაც ზრდის კარის ვენისა და ღვიძლის დაღმავალი ვენების წინაღობას და საბოლოოდ  – პორტულ ჰიპერტენზიას (წნევის მომატებას ღვიძლის კარის ვენაში). ამგვარად ფიბროზი ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების იშემიას და უჯრედების დისფუნქციას.

 

ღვიძლის ფიბროზის  სიმპტომები

ღვიძლის ფიბროზს სიმპტომები არ ახასიათებს. სიმპტომების არსებობა დაკავშირებულიაა მის გამომწვევ დაავადებასთან. როდესაც ფიბროზი პროგრესირებს – განვითარებული ციროზი და პორტული ჰიპერტენზია ასევე იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა:

სიყვითლე

ვარიკოზული სისხლდენა საყლაპავიდან

ასციტი

პორტოსისტემური ენცეფალოპათია.

ციროზმა  შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის პოტენციურად ფატალური  უკმარისობა.

 

ღვიძლის ფიბროზის დიაგნოსტიკა

ეფუძნება კლინიკურ ანამნეზურ მონაცემებს, ლაბორატორიულ ტესტებს, ბიოფსიის მონაცემებსა და ვიზუალიზაციურ კვლევებს. ასევე აქტიურად გამოიყენება ფიბროზის რისკის შესაფასებელი ალგორითმული ტესტები.

 

ღვიძლის ფიბროზის არსებობა საეჭვოა, თუ ადამიანს აქვს ღვიძლის ქრონიკული დაავადებები:

  • ქრონიკული ვირუსული C ჰეპატიტი
  • ქრონიკული B ჰეპატიტი
  • ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება
  • მეტაბოლური დისფუნქცია – დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები
  • ან თუ ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლები ნორმის ფარგლებს სცილდება

ამ შემთხვევებში, ტარდება კვლევა  ფიბროზის გამოსავლენად  და თუ ფიბროზი არსებობს, მისი სიმძიმის (სტადიის) დასადგენად. ფიბროზის სტადიის ცოდნამ შეიძლება წარმართოს სამედიცინო გადაწყვეტილებები, ასევ იძლევა ღვიძლის ქრონიკული დაავადებების პროგნოზირების საშუალებას.

არაინვაზიური ლაბორატორიული ტესტები, ღვიძლის ფიბროზის დიაგნოსტიკის ტანდარტია, ვიზუალიზაციურ და ბიოფსიურ მეთოდებთან ერთად.

 

ტესტი ფიბრომაქსი

(FibroMax) კომპანია BioPredictive-ის მიერ შემუშავებული კვლევაა, რომელიც 5 სხვადასხვა არაინვაზიურ ტესტს აერთიანებს: FibroTest, ActiTest, SteatoTest, NashTest და  AshTest.

ტესტი ფიბრომაქსი ეფუძნება ღვიძლის დაზიანების შეფასების ალგორითმს, რომელიც აერთიანებს შრატის  ბიოქიმიური  მარკერების მონაცემებს ( ალფა-2-მაკროგლობულინი, ჰაპტოგლობინი, აპოლიპოპროტეინი A1, საერთო ბილირუბინი, GGT, ALT, AST, სისხლის ბაზალური გლუკოზა, ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდები) პაციენტის ასაკთან, სქესთან, წონასთან და სიმაღლესთან.

შესაბამისად:

  • ფიბროტესტი ზომავს ფიბროზის ხარისხს (METAVIR სკალის F0-F4 ხარისხი)
  • აქტი-ტესტი ზომავს ნეკროზულ-ანთებით აქტივობას პაციენტებში ქრონიკული B და C ჰეპატიტებით (METAVIR სკალის A0-A3 ხარისხი)
  • სტეატოტესტი აფასებს ღვიძლის სტეატოზს ანუ გაცხიმოვნების ხარისხს, რაც ხშირად ALT და GGT მატების საფუძველია (METAVIR სკალის S0-S3 ხარისხი)
  • NASH-ტესტი აფასებს არაალკოჰოლური სტეატო-ჰეპატიტის ხარისხს გაცხიმოვნების და დისლიპიდემიის მქონე პაციენტებში (Kleinerის კლასიფიკაციის სკალის 3 ხარისხი)
  • ASH-ტესტი ზომავს ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების ხარისხს (H0-H3 ხარისხი)

ფიბრო-ტესტი დასაწყისში შემუშავებულ იქნა ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტებისთვის, თუმცა მოგვიანებით მისი გამოყენება შესაძლებელი გაცდა B,D ჰეპატიტების, აივ-ის კოინფექციების, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების და არაალკოჰოლური გაცხიმოვნების დროს მდგომარეობის შესაფასებლად.  ფიბროტესტი – აფასებს ღვიძლის ფიბროზის ხარისხს, შრატის 6 მარკერის მაჩვენებლების მიხედვით:

  • ალფა-2-მაკროგლობულინი
  • ჰაპტოგლობინი
  • აპოლიპოპროტეინ A1
  • გამა-გლუტამილ-ტრანსპეპტიდაზა (GGT)
  • საერთო ბილირუბინი
  • ალანინამინო ტრანსფერაზა (ALT)

აქტი-ტესტი ერთადერთი ვალიდირებული ლაბორატორიული ტესტია ნეკროზულ-ანთებითი აქტივობისთვის და გამოიყენება პაციენტებში ქრონიკული B და C ჰეპატიტით. მოიცავს შრატის შემდეგ მარკერებს:

  • ალფა-2-მაკროგლობულინი
  • ჰაპტოგლობინი
  • აპოლიპოპროტეინ A1
  • გამა-გლუტამილ-ტრანსპეპტიდაზა (GGT)
  • საერთო ბილირუბინი
  • ალანინამინო ტრანსფერაზა (ALT)

 

სტეატო-ტესტი აფასებს სტეატოზის ხარისხს მაღალი მეტაბოლური რისკის მქონე პაციენტებში: ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებში, B და C ჰეპატიტების ქრონიკულ მტარებლებში. სტეატოტესტი აფასებს სტეატოზთან ასოცირებულ კარდიოვასკულური დაავდების რისკს. Moicavs Sratis Semdeg markerebs:

  • ალფა-2-მაკროგლობულინი
  • ჰაპტოგლობინი
  • აპოლიპოპროტეინ A1
  • გამა-გლუტამილ-ტრანსპეპტიდაზა (GGT)
  • საერთო ბილირუბინი
  • ალანინამინო ტრანსფერაზა (ALT)

NASH-ტესტი წარმოადგენს ღვიძლის არაალკოჰოლური დაზიანების პროგნოზირების შესაძლებლობას. NASH-ტესტის და ფიბრო ტესტის  კომბინაცია იძლევა ინფორმაციას პაციენტის მეტაბოლური რისკის შესაფასებლად, შრატის 10 მარკერის მაჩვენებლების მიხედვით:

  • გამა-გლუტამილტრანსფერაზა (GGT)
  • საერთო ბილირუბინი
  • ალფა-2-მაკროგლობულინი
  • აპოლიპოპროტეინ A1
  • ჰაპტოგლობინი
  • ალანინამინოსტრანსფერაზა (ALT)
  • ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST)
  • საერთო ქოლესტეროლი
  • ტრიგლიცერიდები
  • გლუკოზა უზმოდ

 

ASH-ტესტი გამოიყენება მწვავე ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის სადიაგნოსტიკოდ. ღვიძლის ბიოფსიის ალტერნატიულ სადიაგნოსტიკო მეთოდს წარმოადგენს ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების მქონე პაციენტებში, შრატის 5 მარკერის ანალიზით:

  • ალანინამინოსტრანსფერაზა (ALT)
  • ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST)
  • ტუტე ფოსფატაზა (ALP)
  • გამა-გლუტამილტრანსფერაზა (GGT)
  • ბილირუბინი

აღნიშნული ტესტების ერთობლიობა უზრუნველყოფს ღვიძლის ფიბროზის ხარისხის შეფასებას ერთი კვლევის ფარგლებში:

  • ღვიძლის გაცხიმოვნებისას (სტეატოტესტი)
  • არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტისას ( NASH-ტესტი)
  • ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტისას (ASH-ტესტი)

კვლევა წარმოადგენს ღვიძლის ბიოფსიის ალტერნატივას და მისი კლინიკური ღირებულება დადასტურებულია კვლევებით.

პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება აუცილებლად უზმოდ!

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

 

შედეგების ინტერპრეტაცია:

შრატის მარკერების მაჩვენებლების შესაბამისად, გენერირდება ღვიძლის  ფიბროზის ნეკროზულ-ანთებითი აქტივობის, სტეატოზის, არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის და ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის მაჩვენებლები.

 

ფიბროტესტი

F0 – ფიბროზის არარსებობა

F1 – პორტული (კარის ვენის) ფიბროზი

F2 – პროგრესირებადი ფიბროზი იშვიათი ძგიდისმაგვარი („ხიდები“) წარმონაქმნებით

F3 – ფიბროზი მრავლობითი  ძგიდისმაგვარი („ხიდები“) წარმონაქმნით

F4 – ციროზი

 

აქტიტესტი

ნეკროზულ-ანთებითი აქტივობის ხარისხები:

A0 – ნეკროზულ-ანთებითი აქტივობის არარსებობა

A1 – მინიმალური ნეკროზულ-ანთებითი აქტივობა

A2 – ზომიერი ნეკროზულ-ანთებითი აქტივობა

A3 – მძიმე ნეკროზულ-ანთებითი აქტივობა

 

სტეატო-ტესტი

S0 – absence of steatosis

S1 – მინიმალური სტეატოზი/გაცხიმოვნება (ღვიძლის უჯრედების <5%-ზე ნაკლები)

S2 – ზომიერი სტეატოზი/გაცხიმოვნება  (ღვიძლის უჯრედების 6-32%)

S3 – მძიმე სტეატოზი/გაცხიმოვნება (ღვიძლის უჯრედების 33-100%)

 

Nash-ტესტი

N0 – არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის არარსებობა

N1 – არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის მოსაზღვრე მდგომარეობა

N2 – არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის არსებობა

 

Ash-ტესტი

H0 – ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის არარსებობა

H1 – მინიმალური ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი

H2 – ზომიერი ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი

H3 – მძიმე ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი

 

 

როდის არ ტარდება კვლევა FIBROMAX?

ტესტი  ფიბრომაქსი არ არის რეკომენდებული პაციენტებში რომლებსაც აენიშნებათ:

  • მწვავე ჰეპატიტი (ახასიათებს ALT-ს დრამატული ზრდა)
  • მწვავე ჰემოლიზი (ქვეითდება ჰაპტოგლობინის დონე)
  • მწვავე ანთებითი მდგომარეობები (იზრდება ალფა-2-მაკროგლობულინის მაჩვენებელი)
  • ღვიძლგარე ქოლესტაზე (სანაღვლე გზების შეგუბება)

პაციენტებში მწვავე ჰემოლიზით, ანუ ჟილბერის სინდრომით, საჭირო ხდებახოლმე სპეციალისტის კონსულტაცია, შედეგების ინტერპრეტაციისათვის.

ტესტი ფიბრომაქსი არ გამოიყენება პაციენტებში, ღვიძლის ტრანსპლანტაციით.

 

საყურადღებო ინფორმაცია!

  • თვითგანკურნებადი, ღვიძლის მწვავე დაზიანებები (მაგ., მწვავე ვირუსული A ჰეპატიტი), მძიმე მიმდინარეობის დროსაც კი, არ იწვევს ფიბროზს!
  • ღვიძლის ფიბროზის ყველაზე ხშირი მიზეზებია: B და C ჰეპატიტი, მეტაბოლური სტეატოჰეპატიტი და ღვიძლის ალკოჰოლური  დაზიანება
  • ფიბროზი არ იწვევს სიმპტომებს. სიმპტომები ახასიათებს ფიბროზის გამომწვევ დაავადებებს, ან ციროზს – ფიბროზის პროგრესირებას.
  • ღვიძლის ბიოფსია, მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილია, არის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი, თუმცა სულ უფრო ხშირად ხდება მისი ჩანაცვლება არაინვაზიური ალტერნატიული ტესტებით.
  • აუცილებელია ფიბროზის მიზეზის მკურნალობა

 

ღვიძლის ფიბროზის მკურნალობა

ღვიძლის ფიბროზის მკურნალობა და ფიბროზის უკუგანვითარება ძალიან ნელი და ზოგჯერ შეუძლებელი პროცესია, დაავადების სტადიის და დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით.

ანტიფიბროზული საშუალებები, მცენარეული და ქიმიური პრეპარატები, ადევატური დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი, საშუალებას იძლევა დროში დავაყოვნოთ ფიბროზის გართულების – ციროზის განვითარება.

ღვიძლის ფიბროზის  დიაგნოსტირების და მონიტორინგისათვის “სინევო” გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button