ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ღვიძლის სიმსივნეები | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ღვიძლის  კიბო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადმზარდი და სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა. ავთვისებიანი პროცესი შესაძლოა განვითარდეს როგორც ღვიზლის ქსოვილში, ისე სანაღვლე გზებში.

არსებობს ღვიძლის სიმსივნეების  ორი ფორმა: პირველადი და მეორადი. ღვიძლის პირველადი კიბო იწყება ღვიძლის ქსოვილში, ხოლო მეორადი კიბო ვრცელდება ღვიძლზე სხვა ორგანოებიდან.

ღვიძლის პირველადი სიმსივნის სამი ვარიანტი არსებობს:

  • ჰეპატოცელულური კარცინომა: ეს ყველზე გავრცელებული ფორმაა და ღვიძლის პირველად სიმსივნეთა უმეტესობას წარმოადგენს.
  • ინტრაჰეპატური (ღვიძლშიდა) კიბო – ქოლანგიოკარცინომის ფორმა. პროცესი იწყება ღვიძლშიდა სანაღვლე გზებიდან. ღვიძლის სიმსივნეების შემთხვევათა 10-20% შეადგენს.
  • ანგიოსარკომა – სიმსივნის ეს ფორმა ყველაზე იშვიათია და ღვიძლის პირველად სიმსივნებთა 1%-ს მოიცავს. სიმსივნის ეს ფორმა იწყება ღვიძლშიდა სისხლძარღვების ენდოთელიუმიდან.

 

ვის უვითარდება ღვიძლის კიბო?

ჰეპატოცელულური და ინტრაჰეპატური კარცინომები უფრო ხშირია მამაკაცებში და ძირითადად 55-64 წლის ასაკში დიაგნოსტირდება. ღვიძლის პირველადი კიბო ხშირია აზიელებში და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების მოსახლეობაში.

 

როგორ ვითარდება ღვიძლის კიბო?

ღვიძლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანოა ჩვენს ორგანიზმში. ადამიანს არ შეუძლია იცოცხლოს ღვიძლის გარეშე.

  • ღვიძლის ფილტრავს სისხლს ნაწლავებიდან (ისევე როგორც სხვა ორგანოებიდან)
  • ნაწლავებიდან შეწოვილ ნუტრიენტებს გარდაქმნის და ახდენს დეპონირებას
  • გარდაქმნის ნუტრიენტებს ენერგიის წარმოქმნით
  • წარმოქმნის ნაღვლის წვენს
  • სისხლში არსებულ შაქარს გარდაქმნის და ინახავს გლიკოგენის სახით, რომელიც საჭიროა ენერგიისათვის
  • წარმოქმნის შედედებაში მონაწილე სუბსტანციებს

 

ღვიძლის სიმსივნის მიზეზები

ღვიძლის სიმსივნის განვითარება გენეტიკურ ინფომაციაში – დნმ-ში მომხდარი ცვლილებების (მუტაციების) შედეგია. მუტაციები იმ გენებში, რომლებიც უჯრედების გაყოფასა და ზრდას არეგულირებს, ასევე მუტაციები სიმსივნის სუპრესორ (დამთრგუნველ) გენებში – იწვევს სიმსივნური პროცესების განვითარებას.

ჰეპატოცელულურ სიმსივნეებში გენებში მომხდარი მუტაცია ააქტივებს ონკოგენებს ან თრგუნავს სიმსივნის სუპრესორ გენებს. დადგენილია, რომ B და C ჰეპატიტით გამოწვეული ციროზის დროს,  ვირუსის გავლენით ხდება ცვლილებები უჯრედის დნმ-ში რაც შემდგომი სიმსივნური გადაგვარების მიზეზი ხდება.

 

რა იწვევს ინტრაჰეპატურ კიბოს?

სანაღვლე გზების ხანგრძლივი ანთებითი პროცესი  ზრდის ინტრაჰეპატური კარცინომის განვითარების რისკს. გახანგრძლივებული ანთებითი პროცესი ცვლილებებს იწვევს უჯრედის დნმ-ში და განაპირობებს მის სიმსივნურ გადაგვარებას.

 

ღვიძლის კიბოს სიმპტომები

ღვიძლის კიბოს ადრეულ სტადიაზე არანაირი სიმპტომი არ ვლინდება. ჰეპატოცელულური კარცინომა და ინტრაჰეპატური ქოლანგიოკარცინომა მსგავსი ჩივილებით ხასიათდება:

  • ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში ან მარჯვენა მხართან
  • სიყვითლე
  • გულისრევა, უმადობა და უმიზეზო წონის კლება
  • საერთო სისუსტე
  • მუქი შეფერილობის შარდი

 

 

 

ღვიძლის სიმსივნის დიაგნოსტიკა

სისხლის ბიოქიმიური ტესტები: ღვიძლის ფუნქციური კვლევები, ონკომარკერები, ალფაფეტოპროტეინი და სხვა.

ულტრასონოგრაფიული კვლევა: ღვიძლის და სიმსივნური წარმონაქმნის  ანატომიურ-სტრუქტურული მახასიათებლების გამოსავლენად.

კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა სიმსივნური ქსოვილის მახასიათებლების იდენტიფიცირების და მკურნალობის გეზის განსაზღვრისთვის

ანგიოგრაფია – ღვიძლის სისხლძარღვოვანი სურათის შესასწავლად

ბიოფსია – დიაგნოზის საბოლოო დადასტურებისთვის

ფიბრომაქსიღვიძლის დაზიანების შეფასების ალგორითმია, რომელიც აერთიანებს შრატის  ბიოქიმიური  მარკერების მონაცემებს პაციენტის ასაკთან, სქესთან, წონასთან და სიმაღლესთან.  კვლევა წარმოადგენს ღვიძლის ბიოფსიის ალტერნატივას და მისი კლინიკური მნიშვნელობა დადასტურებულია კვლევებით.  ფიბრომაქსი აერთიანებს 5 კვლევას, რომლებიც ღვიძლის სხვადასხვა ტიპის დაზიანების არსებობაზე იძლევა პასუხს.

 

ღვიძლის სიმსივნის მკურნალობა და მართვა

ღვიძლის სიმსივნეების მკურნალობა დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, მისი პროგრესირების და ღვიძლის ფუნქციის მოშლის ხარისხზე, ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე და სხვა.

 

ღვიძლის სიმსივნის პრევენცია

ღვიძლის სიმსივნეების პრევენციის სპეციფიკური ღონისძიებები არ არსებობს, თუმცა, ჯანსაღი ჩვევები გვიცავს მისი განვითარებისგან:

  • ალკოჰოლისა და ტოქსიკური ნივთიერებების მიღებისგან თავის შეკავება
  • წონისა და გლიკემიის კონტროლი
  • B და C ჰეპატიტის ვირუსებზე ვაქცინაცია
  • ღვიძლის ან სხვადასხვა მეტაბოლური დაავადებების არსებობისას დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ღვიძლის ციროზი და სიმსივნეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ღვიძლის ფუნქციების რეგულარული მონიტორინგი და სიმსივნის სკრინინგული ტესტების ჩატარება აუცილებელია დაავადების ადრეული გამოვლინებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

ლაბორატორია “სინევო“ გთავაზობთ ღვიძლის ფუნქციური დარღვევების სადიაგნოსტიკო პანელებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

 

 

წყარო:

https://www.webmd.com/colorectal-cancer/colorectal-polyps-cancer

Call Now Button