კორონავირუსის ახალი შტამის მატების ტენდენცია აღინიშნება მსოფლიო მასშტაბით. მისი შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა.
ახალი შტამი EG.5 ანუ “ERIS” ომიკრონის ქვევარიანტია, მის მსგავსად სწრაფად ვრცელდება და ომიკრონის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება: ხველა, ტემპერატურა, თავის, ყელის და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე. შესაძლებელია ყნოსვის და გემოვნების ცვლილებებიც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ შტამს მსოფლიოს 50 ქვეყანაში აფიქსირებს, მათ შორის ბრიტანეთში, აშშ-სა და ჩინეთში. ორგანიზაციის განცხადებით შტამი გლობალური მასშტაბით თანაბარ რისკს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისათვის, სხვა აქტუალურ შტამებთან ერთად. თუმცა, აქვს მაღალი გავრცელების უნარი, ამიტომ მოსახლეობას ურჩევს შეზღუდონ ახლო კონტაქტები ხალხის თავშეყრის ადგილებში.
