ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში “სინევო საქართველო” აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე.
ლოკაცია: ქ.თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი – პარასკევი)
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
სინევოში თქვენ დაგხვდებათ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
** თიმბილდინგი
** მზარდი შრომითი ანაზღაურება
** ჯანსაღი სამუშაო გარემო
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასაქონლო და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა
** RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონულად შემოსული დოკუმენტაციის დროული დამუშავება, ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება
** სადაზღვევო კონტრაქტების გატარება/მართვა, შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება
** კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** რუსული ან/და ინგლისური ენების B2 დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლიანობა
** კეთილსინდისიერება
** დაგეგმვა და ორგანიზება
** წერითი კომუნიკაცია
** შედეგზე ორიენტირება
** პუნქტუალურობა
** კოლეგიალობა
დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან/და ქართულ ენაზე, vacancy@synevo.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
“სინევოში” თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “სინევოს” მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
“სინევო” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
59 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 29 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი, სენაკი, ლანჩხუთი, საგარეჯო.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 56 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2025 © სინევო. ყველა უფლება დაცულია