Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის ხელმძღვანელი

City: თბილისი
Department: მარკეტინგის დეპარტამენტი

ძირითადი მოვალეობები

სამუშაოს აღწერილობა:

** სამედიცინო წარმომადგენლების ვიზიტების დაგეგმვის და განხორციელების მონიტორინგი
** ინდივიდუალური და ორმაგი, ჯვარედინი ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში;
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება;
** წარმომადგენლების ტრენინგი; ვიზიტების დითეილინგი
** სავიზიტო აქტივობის ხარისხის უწყვეტი ზრდის უზრუნველყოფა;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევებისა და პოსტმარკეტინგული კვლევებში მონაწილეობა
** CRM სისტემის ადმინისტრირება და სამედიცინო წარმომადგენლების მუშაობის მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში “სინევო საქართველო” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ფლობა
** მსგავს პოზიციაზე, მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, ან სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება 5 წელი და მეტი.
** ინგლისური და რუსული ენის ფლობა – სასაუბრო, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისათვის საჭირო დონეზე. (აუცილებელია)
** მართვის მოწმობა

აუცილებელი უნარები

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სტრატეგიული დაგეგმვა, სტრუქტურირებული და სისტემური მიდგომები სამუშაო პროცესის მიმართ
** დროის მენეჯმენტი უმაღლეს დონეზე
** გუნდური მუშაობის ჩვევები
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** სტრესულ სიტუაციაში ადაპტირებისა და მათი მართვის უნარი
** სწრაფი ანალიტიკური აზროვნება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე marketinghr@synevo.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

“სინევო” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

“სინევოში” თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “სინევოს” მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

გამოაგზავნეთ რეზიუმე

    Call Now Button