Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

როგორ მუშაობს ზრდის ჰორმონი? | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რა არის ზრდის ჰორმონი?

ადამიანის ზრდის ჰორმონი, იგივე სომატოტროპინი, ჰორმონია, რომელსაც წარმოქმნის და გამოყოფს ჰიპოფიზი – ტვინის ფუძეში განლაგებული მუხუდოს ზომის ჯირკვალი. ზრდის ჰორმონი უზრუნველყოფს სხეულის სხვადასხვა ნაწილების და ქსოვილების ზრდას ბავშვტა ასაკში.

არსებობს ზრდის ჰორმონის ორი ფორმა: ნატურალური – რასაც თავის ტვინი (ჰიპოფიზი) წარმოქმნის და სინთეზური. სინთეზური სომატოტროპინი სპეციფიკური მდგომარეობების მკურნალობისთვის გამოიყენება.

რა ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის გამოყოფას?

ჰიპოფიზის მიერ ზრდის ჰორმონის გამოყოფა იმპულსური (პერიოდული) ხასიათისაა და მისი გამოყოფის ხანგრძლივობა და ინტენსივობა დამოკიდებულია დღე-ღამის მონაკვეთზე, ასაკსა და სქესზე. ზრდის ჰორმონის გამოყოფას ძირითადად აკონტროლებს ჰიპოთალამუსის ჰორმონები: ზრდის ჰორმონის მასტიმულირებელი ფაქტორი – რომელიც აძლიერებს ზრდის ჰორმონის გამოყფას. სომატოსტატინი – აინჰიბირებს (ბლოკავს) ზრდის ჰორმონის გამოყოფას.

ზრდის ჰორმონის გამოყოფაზე სხვა ენდოკრინული ჰორმონებიც ზემოქმედებს:

  • ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი-1 (IGF-1) ბლოკავს ზრდის ჰორმონის გამოყოფას
  • თიროქსინი, გლუკოკორტიკოიდები და გრელინი – ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის გამოყოფას.

ჯანმრთელ ადაიანებში ზრდის ჰორმონის გამოყოფა ინჰიბირდება ჰიპერგლიკემიით (სისხლში შაქრის მარალი სემცველობით), ხოლო მისი გამოყოფა სტიმულირდება: ძილით, სტრესით, ფიზიკური აქტივობით, ჰიპოგლიკემიით (სისხლში შაქრის დაბალი სემცველობით) და ამინომჟავების ზემოქმედებით.

 

რა ფუნქცია აქვს ზრდის ჰომონს?

  • ასტიმულირებს ზრდას – ძირითადად ბავშვებში
  • გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე – საკვების ენერგიდ გარდაქმნის პროცესზე.

ზრდის ჰორმონი უზრუნველყოფს თითქმის ყველა ქსოვილისა და ორგანოს ზრდას. თუმცა, ყველაზე გამოხატული გავლენა აქვს ხრტილებსა და ძვლებზე, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში. ოსტეობლასტები (ძვლის უჯრედები) და ქონდროციტები (ხრტილოვანი უჯრედები) ზრდის ჰორმონის სტიმულების მეშვეობით მრავლდება და ზომაში იზრდება, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ფიზიკურ ზრდას. მოზარდობის ასაკის დასრულების შემდეგ, ძვლის ეპიფიზები (ზრდის უბანი ლულისებრ ძვლებში) აღარ რეაგირებს ზრდის ჰორმონზე და ადამიანი სიმაღლეში არ იზრდება, თუმცა, ზრდის ჰორმონი მუდმივად საჭიროა ქსოვილების ნორმალური სტრუქტურის და ორგანიზმის  ადექვატური მეტაბოლიზმის შესანარჩუნებლად.

მეტაბოლიზმი წარმოადგენს ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესების ერთობლიობას, რომელთა მეშვეობით მიღებული საკვები გარდაიქმნება ენერგიად. ენერგია აუცილებელია ნებისმიერი უჯრედის ფუნქციონირებისათვის.

ზრდის ჰორმონი ააქტივებს ინსულინის მსგავს ზრდის ფაქტორს (IGF-1) და ასტიმულირებს მის ზემოქმედებას უჯრედებზე. IGF-1 ინსულინის მსგავსი ჰორმონია, რომელიც მონაწილეობს სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებაში და ასევე თავადაც არეგულირებს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას, უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით.

 

ზრდის ჰორმონის ნორმალური მაჩვენებლებია:

  • მამაკაცებში: 0.4-10 ნგ/მლ ან 18-44 პრომილე/ლ
  • ქალებში: 2-14 ნგ/მლ ან 44-616 პრომილე/ლ
  • ბავშვებში: 10-50 ნგ/მლ ან 440-2200 პრომილე/ლ

 

ზრდის ჰორმონით მკურნალობის ეფექტები

ზრდის ჰორმონის სინთეზური ფორმა 1985 წელს განვითარდა და დაინერგა მისი გამოყენება სხვადსხვა სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში.

ბავშვებში ზრდის ჰორმონი გამოიყენება სხვადასხვა მიზეზით განვიტარებული ზრდაში ჩამორჩენის სამკურნალოდ, როგორებიცაა:

  • ტერნერის სინდრომი – სასქესო ქრომოსოსმების გენეტიკური დეფექტი, რომელიც ვლინდება გოგონებში
  • პრადერ-ვილის სინდრომი – იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც ვლინდება კუნთების ტონუსის დაქვეითებით, სასქესო ჰორმონების დეფეციტითა და მუდმივი შიმშილის შეგრძნებით.
  • თირკმლის ქრონიკული დაავადებები
  • ზრდის ჰორმონის დეფიციტი
  • გესტაციური ასაკისთვის მცირე წონითა და ზომით დაბადებული ბავშვები

 

ზრდის ჰომონი მოზრდილებში

სინთეზური ზრდის ჰორმონის გამოყენება მოზრდილებში, ხდება შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • მოკლე ნაწლავის სინდრომი – მდგომარეობა, როდესაც საკვები ნივთიერებების ათვისება ნაწლავიდან ვერ ხორციელდება, ქრონიკული დაავადებების ან ნაწლავის რეზექციის გამო.
  • ზრდის ჰორმონის დეფიციტი ჰიპოფიზის სიმსივნეების, ან მისი მკურნალობის შედეგად.
  • დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს კუნთური მასის კარგვით (მაგ: შიდს-ის დროს).

რა ხდება როდესაც ზრდის ჰორმონის დონე ძალიან დაბალია?

ზრდის ჰორმონის დეფიციტი როგორც წესი ჰიპოფიზის დაზიანებას ან მისი ფუნქციის დაქვეითებას უკავშირდება.

ზრდის ჰორმონის დეფიციტი სხვადსხვაგვარად ვლიდნება ბავშვებში და მოზრდილებში.

ზრდასრულებში ზრდის ჰორმონის დეფიციტი შესაძლოა განვითარდეს ჰიპოფიზის ადენომის, ან  ჰიპოფიზის ან/და ჰიპოთალამისის  დაზიანების გამო. ვითარდება

  • ცხიმის დაგროვებისადმი მიდრეკილება
  • გულის დაავადებების რისკის ზრდა
  • კუნთების და ძვლების სისუსტე
  • ზოგადი სისუსტე

ბავშვებში ზრდის ჰორმონის დეფიციტის მიზეზი ხშირად დაუდგენელია, შესაძლოა გენეტიკური ან შეძენილი ჰიპოპიტუიტარიზმის (ჰიპოფიზის უკმარისობის) შედეგი იყოს. ამ დროს ვითარდება   ზრდაში ჩამორჩენა, თმის ზრდის პრობლემები, სქესობრივი მომწიფების დაგვიანება.

 

რა ხდება, როდესაც ზრდის ჰორმონის დონე ძალიან მაღალია?

ზრდის ჰორმონის სიჭარბე ძალიან იშვიათი მდგომარეობაა და  ჰორმონის დეფიციტის მსგავსად, განსხვავებულ გავლენას ახდენს ბავშვის და ზრდასრულის ორგანიზმზე.

ზრდის ჰორმონის სიჭარბე მოზრდილებში, როგორც წესი შუა ასაკის შემდეგ იწყება, როდესაც სიმაღლეში ზრდა დასრულებულია. ვითარდება აკრომეგალია. ასეთ ადამიანებს აქვთ ზომაში ძალიან დიდი, შეშუპებული, სქელი კიდურები, ზოგიერთი ორგანოების – მაგალითად ქვედა ყბისა და ენის ზომაში მომატება, მაღალი არტერიული წნევა, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, გულის დაავადებები. აკრომეგალიის შემთხვევათა 99% ჰიპოფიზის ადენომების, ან სხვა კეთილთვისებიანი სიმსივნეების შედეგია.

ზრდის ჰორმონის წარმოქმნის სიჭარბე ბავშვებში ძალიან იშვიათია. მიზიზეი ხშირად დაუდგენელია, თუმცა შემთხვევათა უმეტესობაში ჰიპოფიზის ადენომის შედეგია.  ეს მდგომარეობა იწვევს გიგანტიზმს – გრძელი ძვლების ინტენსიურ დაგრძელებას და სიმაღლეში სწრაფად ზრდას. მკურნალობის გარეშე, ბავშვის სიმაღლემ შესაძლოა 2 მეტრს გადააჭარბოს. აღსანიშნავია ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილები და პუბერტატის (სქესობრივი მომწიფების) დაგვიანება.

 

როდის ტარდება ზრდის ჰორმონის ლაბორატორიული კვლევა?

ზემოთჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას, საჭირო ხდება ზრდის ჰორმონის განსაზღვრა სისხლის შრატში. რადგანაც ზრდის ჰორმონის გამოყოფა სისხლში პიკური ხასიათისაა, განსაკუთრებით ღამით, ერთჯერადი კვლევით ჰორმონის განსაზღვრა ხშირად არასაკმარისია. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ზრდის ჰორმონის სტიმულაციური და დამთრგუნავი ტესტები, ჰორმონის სიჭარბის ან დეფიციტის დიაგნოსტიკისთვის. ზრდის ჰორმონის კვლევასთან ერთად ხშირად ინიშნება ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი-1-ის განსაზღვრაც.

 

ზრდის ჰორმონის სხვა ფორმები

სინთეზური ზრდის ჰორმონის საინექციო ფორმა სამკურნალო საშუალებაა და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით ინიშნება.  ზრდის ჰორმონის ან მისი პროდუქციის სტიმულატორების მიღება კუნთური მასის გაზრდის მიზნით, არ არის რეკომენდებული.

სინთეზური ზრდის ჰორმონი ბავშვებში, ინიშნება შემდეგი მდგომარეობებისას:

  • ზრდის ჰორმონის დეფიციტი
  • ტერნერის სინდრომი
  • პრადერ-ვილის სინდრომი
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება

სინთეზური ზრდის ჰორმონი ბავშვებში, ინიშნება შემდეგი მდგომარეობებისას:

  • ზრდის ჰორმონის დეფიციტი
  • კუნთოვანი ქსოვილის კარგვით მიმდინარე დაავადებები (შიდსი)
  • მოკლე ნაწლავის სინდრომი

 

სინთეზური ზრდის ჰორმონის გვერდითი ეფექტები

  • მაჯის გვირაბული სინდრომი
  • ინსულინ-რეზისტენტობა და/ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
  • ქოლესტეროლის დონის მატება სისხლში
  • კიდურების შეშუპება
  • სახსრების და კუნთების ტკივილი
  • გინეკომასტია მამაკაცებში – სარძევე ჯირკვლების გადიდება
  • ზოგიერთი სიმსივნეების რისკის ზრდა

 

ზრდის ჰორმონის გამოყოფის სტიმულირების  ბუნებრივი საშუალებებია:

  • ძილის ადექვატური რეჟიმი
  • ზომიერი ფიზიკური აქტივობა
  • არგინინის შემცველი დანამატები

 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

წყარო

https://www.webmd.com/fitness-exercise/human-growth-hormone-hgh

https://my.clevelandclinic.org/health/articles/23309-human-growth-hormone-hgh

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button