Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ჰისტამინის აუტანლობა | ის, რაც უნდა იცოდეთ

რა არის ჰისტამინის აუტანლობა?

ჰისტამინის აუტანლობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმს უჭირს საკვებში არსებული ჰისტამინის გადამუშავება.  ამ მდგომარეობას იწვევს ჰისტამინის დამშლელი ფერმენტის, დიამინოქსიდაზას (DAO) დეფიციტი, ან საკვებით მიღებულ ჰისტამინსა და DAO-ს დონეებს შორის შეუსაბამობა.

ალერგიული მდგომარეობები, როგორიცაა თივის ცხელება, ასთმა, ასევე სენსიბილიზაცია ობის ალერგენების ან ტკიპების მიმართ, ასევე ზრდის ჰისტამინის დონეს ორგანიზმში.

ჰისტამინი წარმოიქმნება ამინომჟავა L-ჰისტიდინისგან, ფერმენტ ჰისტიდინ-დეკარბოქსილაზას მონაწილეობით (HDC). მისი წარმოქმნა ხდება ადამიანის ორგანიზმშიც, ისევე როგორც გვხვდება ზოგიერთ საკვებში.

 

ჰისტამინის აუტანლობა იგივე კვებითი ალერგიაა?

არა! ჰისტამინის აუტანლობა არ არის ალერგია, თუმცა, კლინიკურად შესაძლოა ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმდინარეობდეს.

ჰისტამინის აუტანლობა 100 ადაიანიდან 1-ს აღენიშნება. თუმცა, ხშირად მისი დიაგნოსტიკა საკმაოდ გართულებულია.

 

ჰისტამინის აუტანლობის სიმპტომები

ჰისტამინის აუტანლობის გამოვლინება ყველა ადამიანში ინდივიდუალურია. ხშირად მოიცავს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა:

  • დიარეა
  • შებერილობა
  • გულისრევა-ღებინება
  • თავის ტკივილი
  • სურდო
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ქავილი
  • გამონაყარი ან ჭინჭრის ციება
  • კანის შეწითლება (ჰიპერემია)
  • არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია)
  • გულის რითმის დარღვევა (არითმია)
  • ქვინკეს შეშუპება

 

ჰისტამინის აუტანლობის სიმპტომები ვითარდება ორგანიზმში მისი დაგროვების შედეგად. ჰისტამინი  აფართოებს სისხლძარღვებს, ავიწროებს  სასუნთქ გზებს და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და იწვევს ლორწოს წარმოქმნას. ლორწოვანი გარსის მასტოციტები ანუ პოხიერი უჯრედები გამოყოფს ჰისტამინს ინფექციურ პროცესებთან გასამკლავებლად და ორგანოთა ფუნქციის სარეგულაციოდ.

ჰისტამინის გარდაქმნა ორგანიზმში მიმდინარეობს ფერმენტების N-მეთილტრანსფერაზას და უპირატესად დიამინოქსიდაზას (DAO) მონაწილეობით.

 

ჰისტამინის გარდამქმნელი ფერმენტების, ძირითადად დიამინოქსიდაზას  დეფიციტი ორგანიზმში სხვადასხვა ფაქტორებითაა განსაზღვრული:

  • გენეტიკური ფაქტორები
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პარაზიტული ინფექციები, ნაწლავის დისბიოზი
  • თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები – თირკმლის ქრონიკული დაავადებები, ვირუსული ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზი
  • ზოგიერთი მედიკამენტები – თრგუნავს დიამინოქსიდაზას აქტივობას
  • ასაკი – ასაკის მატებასტან ერთად მეტია დიამინოქსიდაზას დეფიციტის განვითარების რისკი.

 

საკვები რომელიც იწვევს ჰისტამინის აუტანლობას

ზოგიერთი საკვები პროდუქტი დიდი რაოდენობით ჰისტამინს შეიცავს, განსაკუთრებით ის პროდუქტები, რომლებშიც დუღილის პროცესები მიმდინარეობს: ღვინო, ლუდი, ყველი და სხვა.

ზოგიერთი საკვები თავად იწვევს ჰისტამინის გამოთავისუფლებას პოხიერი უჯრედებიდან.

ამ ორივე ტიპის საკვებს შეუძლია ჰისტამინის კონცენტრაციის ზრდა ორგანიზმში და ჰისტამინის აუტანლობის კლინიკური სურათის ჩამოყალიბება.

ეს პროდუქტებია:

  • ალკოჰოლი (ღვინო, ლუდი)
  • დამუშავებული ხორცპროდუქტები
  • ყველი
  • მარინადები
  • ბოსტნეული (პომიდორი, ბადრიჯანი, ისპანახი)
  • ტროპიკული ხილი ( ანანასი, ბანანი, პაპაია, ციტრუსები)
  • თევზი (თინუსი, სარდინები, ქაშაყი, სკუმბრია) და მოლუსკები
  • ხილეული
  • შოკოლადი
  • ღორის ხორცი
  • კვერცხის ცილა
  • საკვები საღებავები და კონსერვანტები
  • მედიკამენტები – ანტიბიოტიკები, დიურეტიკები, ლოკალური ანესთეზიის საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები, მიორელაქსანტები, არტერიული წნევის მარეგულირებელი საშუალებები, ანტიდეპრესანტები და სხვა.

ჰისტამინის აუტანლობის დიაგნოსტიკა

ჰისტამინის აუტანლობის დიაგნოსტიკა ხშირად საკმაოდ რთულია. დიაგნოსტიკა ეფუძნება როგორც ანამნეზურ, ისე ლაბორატორიულ მონაცემებს.

  • ალერგენების კანის ტესტები
  • ჰისტამინის კანის ტესტი
  • დიამინოქსიდაზას განსაზღვრა

 

ჰისტამინის აუტანლობის მართვა და მკურნალობა

მკურნალობა პირველ რიგში გულისხმობს იმ საკვების და სასმელის შეზღუდვას რაციონში, რომელიც იწვევს ჰისტამინის კონცენტრაციის მატებას.

მედიკამენტური მკურნალობა ძირითადად სიმპტომური ხასიათისაა და მოიცავს:

  • H1 და H2 ანტიჰისტამინებს – რომლებიც ბლოკავს ჰისტამინის რეცეპტორებს ქსოვილებში. მხოლოდ ამ ჯგუფის მედიკამენტით მკურნალობა დიდ შედეგს არ იძლევა, უფრო ეფექტურია კომბინირებული მედიკამენტოთერაპია.
  • დიამინოქსიდაზას ჩანაცვლებითი თერაპია
  • პოხიერი უჯრედების სტაბილიზაცია – სპეციფიკური პრეპარატებით, რომლებიც ბლოკავს ჰისტამინის გამოთავისუფლებას.

 

ჰისტამინის აუტანლობის პრევენცია

რადგან ჰისტამინის აუტანლობის განვითარების მიზეზი ბოლომდე დაზუსტებული არ არის, დაავადების პრევენციაც შეუძლებელია. ყველაზე მნიშვნელოვანია მდგომარეობის დროული იდენტიფიკაცია და სიმპტომური მკურნალობა.

 

ჰისტამინის აუტანლობის დიაგნოსტირებისთვისსინევო” გთავაზობთ  ლაბორატორიულ ტესტებს, რომლებიც შეგიძლიათ დაჯავშნოთ ონლაინ:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

იხილეთ სრულად 

 

რესურსები

https://foodallergytest.co.uk/product/cacao-allergy-test/

https://www.schn.health.nsw.gov.au/fact-sheets/allergy-fruit-and-vegetable-allergy

https://www.foodallergy.org/living-food-allergies/food-allergy-essentials/common-allergens

https://www.fda.gov/food/food-labeling-nutrition/food-allergies

https://www.fda.gov/food/buy-store-serve-safe-food/food-allergies-what-you-need-know

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button