Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

სითბოს დაკვრა | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

სითბოს დაკვრა სხეულის გადახურებით გამოწვეული მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება მაღალ ტემპერატურაზე ხანგრძლივი დროით ყოფნის ან ფიზიკური დატვირთვის დროს. სითბოს დაკვრა ვითარდება მაშინ, როდესაც გარემოს ტემპერატურა 40°C (104 F) აღემატება. ხშირია ზაფხულის თვეებში.

სითბური დაკვრა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. მზიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ტვინის, გულის, თირკმლის და კუნთების პათოლოგიები. გართულებების რისკი მით უფრო მაღალია, რაც მეტად ყოვნდება სამედიცინო დახმარება.

სითბოს დაკვრა შეიძლება გამოიწვიოს:

  • ცხელ, ნოტიო გარემოში ხანგრძლივმა ყოფნამ. ადვილად ვითარდება ხანდაზმულებში
  • ფიზიკურმა დატვირთვამ გარემოს ცხელი ტემპერატურის პირობებში

ორივე შემთხვევაში სითბოს დაკვრის მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • ზედმეტი ტანსაცმელი, რომელიც ხელს უშლის გამოყოფილი ოფლის აორთქლებას და სხეულის გაგრილებას
  • ალკოჰოლური სასმელის მიღება – რაც ხელს უშლის სხეულის სითბოსრეგულაციის პროცესებს
  • გაუწყლოება – ცხელ ამინდში არასაკმარისი სითხის მიღება, ოფლიანობის ფონზე დაკარგული სითხის აღსადგენად

სიმპტომები

  • სხეულის ტემპერატურის მატება. ბაზალური ტემპერატურა, სწორ ნაწლავში გაზომვით, 40°C და მეტია
  • ცნობიერების და ქცევის შეცვლა – ცნობიერების დათრგუნვა, აჟიტირება, გაურკვეველი მეტყველება, გაღიზიანებადობა, გულყრა, უკიდურეს შემთხვევაში კომა შესაძლოა განვითარდეს
  • ოფლის გამოყოფის ცვლილება – კანი შეხებით მშრალი და ცხელია. ფიზიკური აქტივობის ფონზე განვითარებული სითბური დაკვრისას, შესაძლოა კანი მცირედ ტენიანიც იყოს
  • გულისრევა, ღებინება
  • კანის სიწითლე
  • სუნთქვის გახშირება – სუნთქვის სიხშირის მატებასთან ერთად ჩასუნთქვა ხდება ზედაპირული
  • გულის რითმის აჩქარება
  • თავის ტკივილი

რისკ ფაქტორები

სითბოს დაკვრა შეიძლება ყველა ადამიანს განუვითარდეს, თუმცა არსებობს გარკვეული რისკფაქტორები, როგორებიცაა:

    • ასაკი. მცირე ასაკის აბვშვებში თავის ტვინის თერმორეგულაციის ცენტრი, ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და ამიტომ სხეულის ტემპერატურა ნაწილობრივ დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე. ასევე 65 წელზე ხანდაზმულ ადამიანებში, ირღვევა ტემპერატურის რეგულაციის პროცესები. ამ ასაკობრივ ჯგუფები ასევე რთულია სითხის მირების კონტროლი, რაც თერმორეგულაციის დარღვევის რისკს კიდევ უფრო ზრდის.
    • ფიზიკური დატვირთვა ცხელ ამინდში. სამხედრო დ სპორტული წვრთნები ცხელ, ტენიან ამინდში, გაუწყლოების და სითბოს დაკვრის საფრთხეს ქმნის.
    • ტემპერატურის უეცარი მატება – გარემოს შეცვლის ან ცხელ კლიმატურ ზონაში გამგზავრებისას. საჭიროა ფიზიკური აქტივობის მინიმუმამდ დაყვანა, აკლიმატიზაციის პროცესების გასავლელად და გარემოს ტემპერატურასთან შესაგუებლად.
    • ჰაერის კონდიცირების ნაკლებობა. ცუდად ვენტილირებულ გარემოში სითბოს დაკვრის განვიტარების რისკი მეტია.
    • ზოგიერთი მედიკამენტები ზეგავლენას ახდენს ორგანიზმში სითხის ბალანსზე და ხელს უწყობს სითბური დაკვრის განვითარებას. ცხელ გარემოში ყოფნისას, სიფრთხილეა საჭირო, თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორებიცაა: სისხლძარღვების შემავიწროვებლები, ბეტა ბლოკერები, შარდმდენები, ანტიდეპრესანტები და ანტიფსიქოზური მედიკამენტები. ცენტრალური ენრვული სისტემის მასტიმულირებელი მედიკამენტები (მაგ: ADHD მკურნალობისას) და არალეგალური სტიმულატორები (ამფეტამინები, კოკაინი), ასევეზრდის სითბური დაკვრის განვითარების რისკს ცხელ გარემოში.
    • ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობები. გულისა და ფილტვის დაავადებები ზრდის სითბოს დაკვრის რისკს.

გართულებები

იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს გრძელდება სხეულის გადახურება, შესაძლოა განვითარდეს გართულებები:

      • სხეულის ხანგრძლივი გადახურებისას, დროული ჩარების და ტემპერატურის დაქვეითების გარეშე შესაძლოა განვითარდეს ორგანოების დაზიანება, ტვინის შეშუპება და სხვა.
      • მძიმე შემთხვევებში სითბოს დაკვრას შესაძლოა ფატალური გამოსავალი ქონდეს.

პრევენცია

სითბოს დაკვრის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე მარტივი რეკომენდაციის შესრულებაც საკმარისია:

      • ატარეთ თავისუფალი, ღია ფერის ტანისამოსი. ზედმეტად ვიწრო და მუქი ფერის ტანსაცმელი აფერხებს ოფლის აორთქლებას და ხელს უწყობს სხეულის გადახურებას
      • დაიცავით თავი მზით დამწვრობისგან: ფართო ქუდით, სათვალით და მზისგან დამცავი კრემით.
      • მიიღეთ სითხის საკმარისი რაოდენობა, რაც აუცილებელია ოფლის გამოყოფის და სხეულის გაგრილებისთვის.
      • გამოიჩინეთ სიფრთხილე კონკრეტული მედიკამენტების მიღებისას
      • არ დარჩეთ, არ დატოვოთ ბავშვები გაჩერებულ მანქანაში. მზის გულზე გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურამ 20°-ითაც კი შეიძლება მოიმატოს რამდენიმე წუთში, ღია ფანჯრების პირობებშიც კი.
      • დღის ყველაზე ცხელ პერიოდებში, შეამცირეთ ფიზიკური აქტივობა. თუ ვერ ახერხებთ, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, ხშირად დაისვენეთ და გაგრილდით.
      • თუ მიეკუთვნებით რისკჯგუფს, გამოიჩინეთ სიფრთხილე ყველა ფაქტორის მიმართ.

როდის მივმართოთ ექიმს?

სხეულის გადახურების და სითბოს დაკვრის სიმპტომების განვიტარებისთანავე რეკომენდებულია გაერიდოთ ცხელ გარემოს, მოიშოროთ ზედმეტი სამოსი, მიიღოთ აბაზანა ან შხაპი გრილი წყლით, შემოიხვიოთ სველი პირსახოცი. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი გადაუდებელი დახმარების ბრიგადის გამოძახება

 

 

 

 

სითბოს დაკვრის გართულებების პრევენციისთვის სინევო გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს :

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

 

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/heat-stroke/symptoms-causes/syc-20353581

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button