Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

„სინევო“ ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს #GoldenBrand მფლობელია, 2022 წლის საუკეთესო ლაბორატორიისთვის!

 
 

🎉მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „სინევო“ საქართველო ყველაზე პრესტიჟული ადგილობრივი ჯილდოს #GoldenBrand მფლობელია, 2022 წლის საუკეთესო ლაბორატორიისთვის!
📈სხვა 50-მდე წარმატებულ კომპანიას შორის, მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის სამედიცინო სერვისის მიმწოდებელ კლინიკებთან, ფარმაცევტულ ბრენდებსა და კომპანიებთან ერთად დასახელდა „სინევო“, როგორც ლაბორატორიული სერვისის საუკეთესო მიმწოდებელი და ეს აღიარება უდიდესი პატივია ჩვენთვის. მადლობას ვუხდით ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა დაუღალავი, თავგანწირული შრომის შედეგად ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით ამ წარმატებამდე!

 
 

🏅შეგახსენებთ, რომ „სინევო“ 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ სამედიცინო ბაზარზე. განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, გაწეული სერვისის მაღალი ხარისხი და სანდოობა, პაციენტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ ერთგულება არის ის მთავარი ფაქტორები რის გამოც ირჩევენ „სინევოს“!

 
 

🏆ყველა წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა ჩვენთვის – შემოგთავაზოთ საუკეთესო სერვისი და უახლესი ტენდენციები ლაბორატორიულ მედიცინაში!

 
 

👉მეტი ინფორმციისთვის გაეცანით პრესრელიზებს:

 

Call Now Button