ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

 

  1. კომპანიის პოლიტიკა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით, დამყარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებზე და სრულად შეესაბამება მას. კომპანია მკაცრად იცავს პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებას და კონფიდენციალობას და ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს პერსონალური ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენების პროცესს, ასევე, მონაცემების დაცვის პროცედურებს.
  2. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, როგორც პაციენტი, გადაწყვეტთ კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროდუქტის/მომსახურების მიღებას და შესაბამისად, დაეთანხმებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს, თქვენსა და კომპანიას შორის არსებული შეთანხმებით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეებმა (კლიენტმა/მომხმარებელმა და კომპანიამ) შესაძლოა დაამუშაონ და/ან ერთმანეთს გაუზიარონ სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.
  3. ამგვარი ინფორმაციის მიმღებმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ მას ჰქონდეს კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სრულყოფილად დანერგილი შიდა წესები/სისტემები, სავალდებულო რეგულაციები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია/იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან და რომლებიც სრულად გავრცელდება ინფორმაციის დამმუშავებლისგან/გადამცემისაგან მიღებულ ინფორმაციაზე. შესაბამისად, ამ ურთიერთობის თითოეული მხარე (როგორც მონაცემთა დამმუშავებელი/გადამცემი, ასევე უფლებამოსილი/მიმღები პირი და მისი ნებისმიერი ქვე-კონტრაქტორი) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებული კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ასევე და მკაცრად დაიცვას ქვემოთ მოცემული პირობები:
    • პერსონალურ მონაცემთა დამუშავება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პრინციპების დაცვით, ხოლო თუ მონაცემთა დამუშავებისთვის კანონი ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის, თანხმობას მოიპოვოს/მოპოვებული ჰქონდეს აღნიშნული თანხმობა (წერილობით ან ელექტრონული ფორმით). თანხმობა გაცემული უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მკაფიო, მარტივი და გასაგები ენით. ამასთან, ასეთი თანხმობა, დაუყოვნებლივ უნდა იქნას წარდგენილი მონაცემების მიმღებისათვის, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში.
  4. პერსონალურ მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილი/ინფორმაციის მიმღები პირი ვალდებული იქნება:
    • განახორციელოს მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მიწოდებული მონაცემების დამუშავება იმ მოცულობით და ფარგლებში, რაც აუცილებელია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით განსაზღვრული პირობებისა და მიზნების შესასრულებლად ან გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან მარეგულირებლის მოთხოვნით;
    • დანერგოს ყველა ტექნიკური ან ორგანიზაციული ზომა და განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რათა აცილებული იქნას მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების არაავტორიზებული ან უკანონო დამუშავება, მათი დაკარგვა, განადგურება, დაზიანება, არაავტორიზებული ცვლილება ან გასაჯაროება და შეატყობინოს მონაცემთა დამმუშავებელს მის მიერ მიღებული ზომების შესახებ;
    • მონაცემთა დამმუშავებლის თანხმობის გარეშე, არ განახორციელოს მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის  მესამე პირებისთვის გადაცემა (გარდა იმ მესამე პირებისა, რომელთათვისაც მონაცემების გადაცემა აუცილებელია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და/ან კანონის ძალით), ამასთან, ნებისმიერი საფუძვლით, მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ვალდებულია მონაცემების გადაცემა განახორციელოს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მესამე პირი და/ან მისი სუბ-კონტრაქტორები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ ყველა აუცილებელი ტექნიკური ან ორგანიზაციული ზომა და განახორციელონ ყველა ქმედება, რათა აცილებული იქნას პერსონალური მონაცემების არაავტორიზებული ან უკანონო დამუშავება, მათი დაკარგვა, განადგურება, დაზიანება, არაავტორიზებული ცვლილება ან გასაჯაროება;
    • ნებისმიერი ზიანის/ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც შესაძლოა მიადგეს მონაცემთა დამმუშავებელს, უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ნაკისრი და/ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შედეგად. უფლებამოსილი პირი თანახმაა, აუნაზღაუროს და დაიცვას მონაცემთა დამმუშავებელი ნებისმიერი (მათ შორის, არაპირდაპირი) ზიანისაგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შედეგობრივ ზარალს), საჩივრისგან, ხარჯისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებსაც მონაცემთა დამმუშავებელი გაიღებს საკუთარი უფლებების განსახორციელებლად), იურიდიული პროცესისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც ამგვარი დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას.
  5. მონაცემთა ყოველ სუბიექტს აქვს წინამდებარე მუხლით განსაზღვრული უფლებები. ამ უფლებებით სარგებლობაზე დაუყოვნებლივ რეაგირებს კომპანიის პასუხისმგებელი ჯგუფი და ამ უფლებების გამოყენებამ არ შეიძლება რაიმე სახის წინააღმდეგობა შეუქმნას მონაცემთა სუბიექტს;
    • მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია, მიიღოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
      • რომელი მონაცემი მუშავდება და რა მიზნით;
      • მონაცემთა შეგროვება/მოპოვების წყარო;
      • მონაცემთა შენახვის ვადა (დრო), ან თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმები;
      • მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ;
      • თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, ასევე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ;
      • თუ მონაცემთა გადაცემა ხდება მესამე პირისთვის, მონაცემთა მიმღების ვინაობა ან მიმღებთა კატეგორიები, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის შესახებ.
  1. კომპანიის მომსახურებით სარგებლობის ან მისთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, ასევე, სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომაც, კომპანია უფლებამოსილია, წინამდებარე პოლიტიკაში განსაზღვრული მიზნებით, განახორციელოს მონაცემთა სუბიექტის შესახებ არსებული ინფორმაციის, მათ შორის, მისი პერსონალური მონაცემების, დამუშავება.
  2. კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ მონაცემთა სუბიექტისაგან ან მესამე პირ(ებ)ისაგან მოპოვებას, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას, მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.
  3. კომპანიის მიერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან მის მიერ დასახელებული მესამე პირ(ებ)ის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავება კონკრეტული მიზნებისთვის, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დოკუმენტში აღწერილი მიზნებისთვის ასეთი ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას სინევო საქართველო-ს მიერ. ინფორმაცია, რომელსაც თქვენგან შევაგროვებთ და დავამუშავებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
    • მონაცემთა სუბიექტის სახელი და გვარი;
    • თქვენი პირადობის მოწმობის ან რომელიმე სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და მისი გამცემი ქვეყანა;
    • რეგისტრირებული ან/და ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი;
    • ტელეფონის/მობილურის ნომერი;
    • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
    • დემოგრაფიული მონაცემები (როგორებიცაა, თქვენი სქესი და დაბადების თარიღი);
    • სამედიცინო ისტორია (ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია სამუშაო ადგილის, ექიმთან ვიზიტის, ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, წარსულში გადატანილი დაავადებების შესახებ ინფორმაცია ბიოლოგიური და გენეტიკური მონაცემები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები, სამედიცინო მომსახურების ხარჯების (კალკულაცია) შესახებ ინფორმაცია და ა.შ.), რეცეპტები, მედიკამენტები და სხვა.
    • აუდიო და ვიდეო მონიტორინგის ჩანაწერები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • სადებეტო/საკრედიტო ბარათის პირველი 6 ან/და ბოლო 4 ნომერი, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი და ოპერაციის უნიკალური კოდი;
    • სინევო საქართველოში შეძენილი სერვისების/პროდუქტების ღირებულების გადახდის ოპერაციები;
    • დაზღვევის მონაცემები (როგორებიცაა, თქვენი სადაზღვევო კომპანია, სადაზღვევო პოლისის მონაცემები, სადაზღვევო მიმართვის მონაცემები, საგარანტიო წერილი, სადაზღვევო გეგმა და სადაზღვევო პროექტი);
    • იმ პირის მონაცემები, რომლისთვისაც გადაწყვეტთ ლაბორატორიული ანალიზების სახლში გამოძახებას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, სქესი და ელ. ფოსტა).
    • ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც უკავშირდება მონაცემთა სუბიექტს და რის შედეგადაც შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირება ან/და დახასიათება ან/და სხვა კლიენტებთან მისი დაჯგუფება პირის ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
    • ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ნებაყოფლობით გადაწყვეტთ, რომ მოგვაწოდოთ (როგორებიცაა, ფოტო, სიმაღლე, წონა, ალერგიები, სისხლის ჯგუფი და სხვა).
  4. პაციენტი/მომხმარებელი პასუხისმგებელია იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც აწვდის კომპანიას, როგორიცაა მისი საკონტაქტო მონაცემები ანგარიშის რეგისტრაციისას. პაციენტის/მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, მას შესაძლებლობა აქვს გაასწოროს, წაშალოს უზუსტობა ან შეიტანოს მასში ცვლილება. კომპანია მიიღებს შესაბამის ზომებს, შეძლებისდაგვარად სწრაფად შეიტანოს მოთხოვნილი ცვლილებები კომპანიის იმ დროისთვის მოქმედ მონაცემთა ბაზებში. თუ პაციენტის/მომხმარებლის მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია (ან აღარ შეესაბამება სინამდვილეს, აღარ არის ზუსტი, მოძველდა ან არასრული გახდა), ანდა სინევოს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ პაციენტის/მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია, შეუძლია შეუწყვიტოს პაციენტს/მომხმარებელს სერვისების მიწოდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  5. სამედიცინო სერვისების და სხვა პროდუქტების ღირებულების სადებეტო/საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, კომპანია შეაგროვებს ასეთი „მომხმარებლის“ საკრედიტო ბარათის ნომერს და/ან საფინანსო ინსტიტუტის სხვა ინფორმაციას, როგორებიცაა საბანკო ანგარიშის ნომრები და ამ ინფორმაციას გამოიყენებს გადასახდელის დარიცხვის და გადახდის ოპერაციებისთვის, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ასეთი საკრედიტო ბარათის ნომერს და ინფორმაციას გამოიყენებს მესამე მხარეებთან და გავუმჟღავნებს მათ, როდესაც ეს საჭიროა ასეთი დარიცხვის ოპერაციის დასასრულებლად. თუმცა, საკრედიტო ინფორმაციის გადამოწმებას ახორციელებს მხოლოდ პაციენტი/მომხმარებელი ავტორიზაციის გზით. პაციენტის/მომხმარებლის საკრედიტო/სადებეტო ბარათის მონაცემებით ოპერაციები ხორციელდება ქსელებს შორის დადასტურებული გადახდის ჭიშკრების, ე.წ. გეითვეიების უსაფრთხო საიტებით, რომლებიც ციფრულად არის კოდირებული, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ზრუნვას ამჟამად არსებული ტექნოლოგიებით.
  6. სინევო საქართველო არ ახორციელებს კონტროლს იმ საიტებზე, რომლებიც ძიების შედეგად ან ბმულების სახით გამოჩნდება მისი ვებ-გვერდის სერვისებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამ სხვა საიტებმა შესაძლოა თავიანთი მოკლე საინფორმაციო ფაილები (ე.წ. ქუქი-ფაილები) ან სხვა ფაილები განათავსონ პაციენტის/მომხმარებლის მოწყობილობაზე, შეაგროვონ მასზე ინფორმაცია ან მოსთხოვონ პაციენტის/მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია, რაზეც სინევო საქართველო პასუხს არ აგებს. შესაბამისად, სინევო საქართველო არ იძლევა გარანტიას ასეთი ვებგვერდების მონაცემთა დაცვის მეთოდების და მათზე განთავსებული ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამის, ხმის, ფოტოების, გრაფიკების, ვიდეოების, გზავნილების ან სხვა მასალის სიზუსტის, სანდოობის ან ხარისხის თაობაზე. თუ პაციენტი/მომხმარებელი გადაწყვეტს, ეწვიოს მიბმულ მესამე მხარის ვებგვერდს, ამაზე მთლიან რისკს თავად იღებს. სინევო საქართველო მოუწოდებს პაციენტს/მომხმარებელს, წაიკითხოს მესამე მხარეების მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.
  7. პაციენტის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაციის დამუშავების მიზანს წარმოადგენს, მომსახურების გაწევის მიზნით, პაციენტთათვის გასაწევი მომსახურების შესაბამისი ამბულატორიული სამედიცინო ბარათის წარმოება. სამედიცინო დიაგნოზის დადგენა, მკურნალობის და სამედიცინო მომსახურებების გაწევა, პირის სასიცოცხლო ინტერესების დაცვა, საჯარო ინტერესის შესაბამისად მონაცემების დაარქივება, მიწოდებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, საჩივრებზე/სარჩელებზე რეაგირება, სამედიცინო მომსახურების გაწევის შედეგად სადაზღვევო კომპანიებიდან ან/და შესაბამისი დამფინანსებლ(ებ)ისაგან ანაზღაურების მიღება და ა.შ.
  8. თუ მონაცემთა სუბიექტი, მომსახურების მიღების მიზნით, კომპანიას აწვდის მესამე პირების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, და არამარტო, ინფორმაციას პერსონალური მონაცემების, ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის შესახებ და სხვა, ხოლო კომპანია ახორციელებს აღნიშნული ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების, დამუშავებას მომსახურების შესრულებისთვის ან/და მარკეტინგული მიზნით, მონაცემთა სუბიექტი თავად არის ვალდებული მოპოვებული ჰქონდეს აღნიშნულ პირთა თანხმობა, მათი პერსონალური მონაცემების კომპანიის მიერ დამუშავებაზე. მონაცემთა სუბიექტის მიერ ამგვარი ინფორმაციის კომპანიისთვის (ან მისი უფლებამოსილი პირისთვის) მიწოდების ფაქტი გულისხმობს მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ პიროვნებისგან თანხმობის მოპოვებას და აღარ საჭიროებს კომპანიის მიერ ასეთი დასტურის მოპოვებას. მონაცემთა სუბიექტი თავად არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე, რომელიც შესაძლოა მიადგეს კომპანიას მონაცემთა სუბიექტის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. მონაცემთა სუბიექტი თანახმაა აუნაზღაუროს და დაიცვას კომპანია ნებისმიერი ზიანისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს შედეგობრივ ზარალს), საჩივრისგან, ხარჯისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებსაც კომპანია გაიღებს საკუთარი უფლებების განსახორციელებლად), იურიდიული პროცესისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც ამგვარი დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას.
  9. მონაცემთა სუბიექტი ანიჭებს კომპანიას უფლებამოსილებას სხვადასხვა მარკეტინგული შეთავაზებების განხორციელების მიზნით, განახორციელოს მონაცემთა სუბიექტის სატელეფონო ზარის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით მოკლე ტექსტური, ხმოვანი ან/და სხვა სახის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა ან მომხმარებელთა უშუალო კომუნიკაციით განახორციელოს მომსახურების, საქონლის, შეთავაზება ან რაიმე სახის ქმედების განხორციელების თხოვნა.
    • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
    • პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებული პერსონალური მონაცემები ინახება პირდაპირი მარკეტინგის თაობაზე მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გაცემიდან პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით.
  10. უსაფრთხოების და საკუთრების დაცვის, ასევე მომსახურების ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, კომპანიაში მიმდინარეობს შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელების, სამუშაო ადგილების მონიტორინგი ვიდეოთვალთვალისა და აუდიო ჩამწერი სისტემების მეშვეობით, ხოლო აუდიო ჩაწერა მიმდინარეობს კომპანიასთან სატელეფონო კომუნიკაციისას.
  11. მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კომპანიის მომსახურების ადგილებში ვიდეოთვალთვალის და აუდიო ჩაწერის მიმდინარეობის შესახებ, ასევე, კომპანიის სატელეფონო კომუნიკაციისას სატელეფონო ზარების ჩაწერის შესახებ მონაცემთა სუბიექტი ინფორმირებული იქნება კანონის მოთხოვნების შესაბამისი ფორმით.
  12. კომპანიის მომსახურებით სარგებლობისას ან მის მიერ მომსახურების მიღებისას, ასევე, ამგვარის შეწყვეტის შემდგომ, კომპანიის მიერ მიღებული ინფორმაციის შესაბამისი მიზნებით დამუშავება გაგრძელდება/ხორციელდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება კომპანიის მიზნებსა და ინტერესებს, მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით. აღნიშნული ვადების გასვლის შემდეგ, კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალური მონაცემების განადგურება (როგორც ელექტრონული, ისე ქაღალდმატარებლის) კომპანიაში დადგენილი წესების შესაბამისად.
    • იმ მონაცემების დამუშავება, რომელიც მონაცემთა სუბიექტის მიერ კომპანიას მიეწოდა ელექტრონული არხების (ვებ-ბრაუზერი, კომპანიის ვებ-გვერდი, ინტერნეტ კომპანია, მობილ კომპანია, კომპანიის მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) საშუალებით, არ წყდება მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ მონაცემების ელექტრონული არხებიდან წაშლის შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემების შენახვა ასევე მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება კომპანიის მიზნებს და ინტერესებს, მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
    • მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში, მიაწვდის მონაცემთა სუბიექტს მის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით კომპანიაში არსებულ ინფორმაციას.
    • თუ მონაცემთა სუბიექტი თვლის, რომ მონაცემთა სუბიექტის შესახებ კომპანიაში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან არ არის სრული, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს კომპანიას აღნიშნულის შესახებ და კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის კორექტირება.
  13. თუ პაციენტს/მომხმარებელს სურს ანგარიშის (პროფილის) დეაქტივაცია ან გაუქმება ან/და მიმართავს კომპანიას თხოვნით, რომ აღარ გამოიყენოს კომპანიამ მისი ინფორმაცია მისთვის სერვისების მისაწოდებლად, შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას ელექტრონული ფოსტის ამ მისამართის info@synevo.ge მეშვეობით. კომპანიას უფლება აქვს, შეინახოს პაციენტის/მომხმარებლის ინფორმაცია მანამ, სანამ აქტიურია მომხმარებლის სერვისების ანგარიში და საჭიროა მისთვის სერვისების მიწოდება. ასეთ ინფორმაციას კომპანია არ შეინახავს იმ ვადაზე მეტ ხანს, რაც საჭირო იქნება იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ეს ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კანონიერად ან სხვაგვარად მოითხოვდეს იმ დროს მოქმედი კანონი. კომპანიამ შესაძლოა მოახდინოს პაციენტის/მომხმარებლის მონაცემების დეიდენტიფიცირება და აგრეგირება და შემდეგ შენახვა, თუ აღნიშნული ქმედება საჭირო გახდება კომპანიის სერვისების უფრო ეფექტიანად მიწოდებისთვის. ამასთანავე, დეიდენტიფიცირებული მონაცემების გამოყენება მოხდება მხოლოდ ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისთვის. პაციენტის/მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოხმობის ან ანგარიშის გაუქმების შედეგად სინევო ვეღარ მოგაწოდებთ სერვისებს ან შეწყვეტს პაციენტთან/მომხმარებელთან ნებისმიერ ურთიერთობას.
  14. წესები და პროცესები, რაც განსაზღვრული არ არის წინამდებარე პოლიტიკით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  15. ამ „ვებ-გვერდის“ გამოყენებით პაციენტი/მომხმარებელი ადასტურებს, რომ წაიკითხა, გაიგო და დაეთანხმა „მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“ განსაზღვრულ მეთოდებსა და პოლიტიკას და თანახმაა „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ სავალდებულო იყოს მისთვის.
  16. წინამდებარე დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ მომხმარებელი ეთანხმება მისი პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამჟღავნების იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“.
  17. მომხმარებელი აღიარებს, რომ წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ წარმოადგენს ვებ-გვერდისა და სერვისების გამოყენების პირობების ნაწილს და უპირობოდ აცხადებს, რომ თუ ვებ-გვერდისა და მისი სერვისების მომხმარებელი გახდება, ამით იგი (i) ეთანხმება „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“ და (ii) ეთანხმება სინევო საქართველოს მიერ მისი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, შეგროვებას, დამუშავებასა და/ან გამჟღავნებას იმ ფორმით და იმ მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“.
  18. მომხმარებელი/კლიენტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს კომპანიას, წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშირებული, მისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, ან ელ-ფოსტაზე: info@synevo.ge, ან დაუკავშირდეს: (+995 32 393833).

 

 

 

 

 

დანართი 1

თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე

  1. წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თანხმობის გაცემით, სამედიცინო მომსახურების გაწევის, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და ასევე, ხარისხის გაუმჯობესების, სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების მიზნით, თქვენ, როგორც პაციენტი,  ადასტურებთ თქვენ წინასწარ თანხმობას კომპანიის წინაშე და ანიჭებთ მას უფლებას შემდეგზე:
  2. კომპანიის მიერ დამუშავებული იქნას პაციენტის და/ან მისი მკურნალობის და/ან წარმომადგენლის შესახებ კომპანიაში მომსახურების მიღების მიზნით მიღებული პერსონალური ინფორმაცია (საიდენტიფიკაციო მონაცემები, საკონტაქტო მონაცემები, სამედიცინო კლინიკური მონაცემები), მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფის (ავტომატური და/ან ნახევრად ავტომატური დამუშავების) გამოყენებით, როგორც თავისი უშუალო თანამშრომლების/მედ.-პერსონალის, ისე – მოწვეული პირების და ასევე, თავისი კონტრაქტორების მეშვეობით, მათ შორის, იმ კონტრაქტორების, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შემხებლობაში არიან პაციენტისათვის მომსახურების ან მისი რომელიმე ნაწილის გაწევასთან და/ან ხარისხიანი მომსახურების მიღებასთან (მაგ.: პაციენტის მომსახურე სადაზღვევო კომპანია, მკურნალი ექიმი/სამედიცინო დაწესებულება და სხვა).
  3. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალურობას და ამიტომ, დასამუშავებელი პერსონალური მონაცემები:
  • მუშავდება კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ;
  • გროვდება მკაფიო, კონკრეტული და ლეგიტიმური მიზნებისთვის და მხოლოდ ამ მიზნების შესაბამისად;
  • არის იმ მიზნების ადეკვატური, რელევანტური და არ არის გადაჭარბებული იმ მიზნებისთვის, რომელთათვისაც მუშავდება;
  • არის ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, ხდება მათი განახლება;
  • ინახება ისეთი ფორმით, რაც მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა იმ ვადის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია მიზნებისთვის, რისთვისაც ეს მონაცემები მუშავდება.
  1. სინევო საქართველოს მიერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან მის მიერ დასახელებული მესამე პირ(ებ)ის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავება კონკრეტული მიზნებისთვის, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დოკუმენტში აღწერილი მიზნებისთვის ასეთი ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას სინევო საქართველო-ს მიერ. ინფორმაცია, რომელსაც თქვენგან შევაგროვებთ და დავამუშავებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს: რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგი პერსონალური მონაცემებით:
  • მონაცემთა სუბიექტის სახელი და გვარი;
  • თქვენი პირადობის მოწმობის ან რომელიმე სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და მისი გამცემი ქვეყანა;
  • პირადი ნომერი;
  • რეგისტრირებული ან/და ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი;
  • ტელეფონის/მობილურის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • დემოგრაფიული მონაცემები (როგორებიცაა, თქვენი სქესი და დაბადების თარიღი);
  • სამედიცინო ისტორია (ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია სამუშაო ადგილის, ექიმთან ვიზიტის, ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, წარსულში გადატანილი დაავადებების შესახებ ინფორმაცია ბიოლოგიური და გენეტიკური მონაცემები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები, სამედიცინო მომსახურების ხარჯების (კალკულაცია) შესახებ ინფორმაცია და ა.შ.), რეცეპტები, მედიკამენტები და სხვა.
  • აუდიო და ვიდეო მონიტორინგის ჩანაწერები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც უკავშირდება მონაცემთა სუბიექტს და რის შედეგადაც შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირება ან/და დახასიათება ან/და სხვა კლიენტებთან მისი დაჯგუფება პირის ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.სადებეტო/საკრედიტო ბარათის პირველი 6 ან/და ბოლო 4 ნომერი, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი და ოპერაციის უნიკალური კოდი;
  • შეძენილი სერვისების/პროდუქტების ღირებულების გადახდის ოპერაციები;
  • დაზღვევის მონაცემები (როგორებიცაა, თქვენი სადაზღვევო კომპანია, სადაზღვევო პოლისის მონაცემები, სადაზღვევო მიმართვის მონაცემები, საგარანტიო წერილი, სადაზღვევო გეგმა და სადაზღვევო პროექტი);
  • იმ პირის მონაცემები, რომლისთვისაც გადაწყვეტთ ლაბორატორიული ანალიზების სახლში გამოძახებას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, სქესი და ელ. ფოსტა).
  • ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც უკავშირდება მონაცემთა სუბიექტს და რის შედეგადაც შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირება ან/და დახასიათება ან/და სხვა კლიენტებთან მისი დაჯგუფება პირის ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
  • ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ნებაყოფლობით გადაწყვეტთ, რომ მოგვაწოდოთ (როგორებიცაა, ფოტო, სიმაღლე, წონა, ალერგიები, სისხლის ჯგუფი და სხვა).
  1. კომპანიის მხრიდან მონაცემთა დამუშავება განხორციელდება შემდეგი მიზნებით: მომხმარებლის კომპანიის პორტალზე და ბაზაში რეგისტრაციისთვის, ლაბორატორიული/კლინიკური კვლევების ჩასატარებლად, შედეგების დასამუშავებლად და მომხმარებლისთვის გადასაგზავნად, პასუხების შედეგების ან ანალიზის ინტერპრეტაციისთვის, კომპანიისა და მომხმარებლის ურთიერთობის რეგულირებისთვის, გამომგზავნ ექიმთან რეფერირებისთვის. ამასთან, ამგვარი უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად იმ მოცულობით და ფარგლებში, რაც საჭიროა მომსახურების გასაწევად, რაიმე დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე.
  2. მონაცემთა დამუშავება მოიცავს კომპანიის მიერ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, მათ შორის, მონაცემთა შეგროვებას, მოპოვებას, წვდომას, ფოტოგადაღებას, ვიდეოთვალთვალსა ან/და აუდიომონიტორინგს, ორგანიზებას, დაჯგუფებას, ურთიერთდაკავშირებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლასა ან განადგურებას, ასევე, მონაცემთა გამჟღავნებას, მათი გადაცემის, გასაჯაროების, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით. კომპანიის მიერ მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნისთვისაც იგი შეგროვდა და/ან კანონმდებლობით იქნა/არის გათვალისწინებული.
  3. იმ მოცულობით, რა მოცულობითაც იქნება საჭირო პაციენტისთვის/მომხმარებლისთვის სერვისების გასაწევად, სინევო საქართველო ინფორმაციას მიაწოდებს კონტრაქტორებს, რომლებიც მუშაობენ სინევო საქართველოს სახელით ან სინევო საქართველოსთან აპლიკაციის/ვებ-გვერდის ექსპლუატაციაზე. ასეთ შემთხვევაში, თქვენ გვაძლევთ ნებართვას, თქვენი პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ ამ მიზნით გავუმხილოთ კონტრაქტორებს, რომლებთანაც უზრუნველყოფილი იქნება კონფიდენციალობის მკაცრი დაცვის ვალდებულება.
  4. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა, სადაზღვევო კომპანიებმა და სინევო საქართველოს სხვა პროვაიდერებმა (შემდგომში – „პროვაიდერები“), რომელთა მომსახურების მიღებასაც თქვენ გადაწყვეტთ კომპანიის აპლიკაციის/ვებ-გვერდის საშუალებით, დაამუშაონ და სინევო საქართველოს გაუზიარონ თქვენი ის პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავება/გაზიარებაც აუცილებელია თქვენთვის სერვისების გასაწევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება იმ მოცულობითა და ფარგლებში, რა მოცულობითაც ეს აუცილებელია თქვენთვის აპლიკაციით/ვებ-გვერდით გათვალისწინებული  მომსახურების ჯეროვნად გასაწევად.
  5. ზემოთქმულის მიუხედავად, სინევო საქართველო არ არის პასუხისმგებელი ჩვენი პარტნიორების/პროვაიდერების და მესამე მხარეების მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, უსაფრთხოებასა ან გავრცელებაზე, რომელიც სცილდება ასეთ პარტნიორებსა და მესამე მხარეებთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებს. გარდა ამისა, სინევო საქართველო არ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების რაიმე დარღვევაზე ან მესამე მხარის ქმედებაზე ან მოვლენებზე, რომლებსაც სინევო საქართველო ვერ აკონტროლებს, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მთავრობის ქმედებებზე, კომპიუტერში ჰაკერულ შეღწევაზე, კომპიუტერულ მონაცემებთან და მონაცემთა შესანახ აღჭურვილობასთან არაუფლებამოსილ წვდომაზე, კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლაზე, უსაფრთხოებისა და კოდირების დარღვევაზე, ინეტრნეტმომსახურების ან „მომხმარებლის“ სატელეფონო სერვისის უხარისხობაზე და სხვა.
  6. კომპანიის სერვისების კომპლექსურობიდან გამომდინარე, თქვენი მონაცემი შესაძლოა გაზიარებულ იქნეს კომპანიასთან Medicover Sp. z o.o. რეგისტრირებული ადგილით ვარშავაში (00-807), ალ. იეროზოლიმსკის 96; (რეგისტრაციის ნომრით 0000021314, NIP (საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი) 525-15-77-627, REGON (სტატისტიკური ნომერი) 012396508), რომელიც წარმოადგენს კომპანიის კონტრაქტორს მონაცემთა დამუშავების კუთხით და რომელთანაც მონაცემები იგზავნება სტატისტიკური ანალიზისა და ბიზნესის კვლევისთვის მხოლოდ აგრეგირებული ან დეიდენტიფიცირებული ფორმით. კომპანია მედიქოვერთან გაგზავნილი მონაცემების დაცვის სათანადო გარანტიები უზრუნველყოფილია სინევო საქართველოსა და მედიქოვერს შორის მონაცემთა გაზიარებისა და დამუშავების თაობაზე გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებით.
  7. კომპანია არ ინახავს/ავრცელებს/ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ევროპული ეკონომიკური ზონის გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად მომხმარებელი ან მისი ექიმი იმყოფება ამ ზონის გარეთ.
  8. პაციენტის პერსონალური  ინფორმაციის   გადაცემა  მესამე  პირებზე  (გარდა  ზემოაღნიშნული  პირებისა),  კერძოდ,  სახელმწიფო,  მარეგულირებელი ორგანოები, მომსახურების ან მისი ნაწილის დამფინანსებელი პირები, სამართალდამცავი ორგანოები და სხვა, განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა გადაცემული იქნას კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც, კანონიერი ინტერესების დასაცავად, გონივრული საჭიროებიდან და/ან მოთხოვნის არსიდან გამომდინარე;
  9. კომპანიის მომსახურებით სარგებლობისას, ასევე მისი შეწყვეტის შემდგომ, კომპანიის მიერ პაციენტის პერსონალური ინფორმაციის განსაზღვრული მიზნებით დამუშავება გაგრძელდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება სამედიცინო მომსახურების მიზნებს და/ან მოთხოვნილია მარეგულირებელი ორგანოების მიერ ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
  10. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას მასზედ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვისაც კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში და წესით.
  11. თქვენ ადასტურებთ, რომ მიღებული გაქვთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებების შესახებ, მათ შორის, იმის შესახებ, რომ თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
  12. თუ თქვენ არ ეთანხმებით მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, გაზიარების და დაცვის იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“, არ გამოიყენოთ სინევო საქართველოს სერვისები.
  13. წინამდებარე დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამჟღავნების იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“.
  14. გარკვეულ შემთხვევებში, თქვენ გაქვთ მონაცემთა დაცვის შემდეგი უფლებები:
  • იმ ინფორმაციის წვდომის, განახლების ან წაშლის უფლება, რომელიც ჩვენ თქვენზე გვაქვს. ნებისმიერ დროს, როცა შესაძლებელია, თქვენ შეძლებთ ნახოთ, განაახლოთ თქვენი „პერსონალური მონაცემები“ ან ითხოვოთ მათი წაშლა. თუ თავად არ შეგიძლიათ ამ ქმედებების განხორციელება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ დახმარებისთვის.
  • შესწორების უფლება: თქვენ გაქვთ უფლება, შეასწოროთ თქვენი ინფორმაცია, თუ ის არ არის სწორი ან სრული.
  • თანხმობის გამოხმობის უფლება. თქვენ ასევე გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს  გამოიხმოთ თქვენი თანხმობა იმ ნაწილში, სადაც  სინევო საქართველოს ესაჭიროება თქვენი თანხმობა თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასამუშავებლად. თუ თქვენ აღარ გსურთ, რომ სინევო საქართველომ დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, დაგვიკავშირდით info@synevo.ge-ზე. თანხმობის ასეთი გამოხმობა გამოიწვევს თქვენი პროფილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუქმებას/შეწყვეტას.

* გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ თხოვნაზე რეაგირებამდე, ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ თქვენი პიროვნების იდენტიფიკაცია.

  1. თუ თქვენ გსურთ თქვენი ანგარიშის/პროფილის დეაქტივაცია ან გაუქმება ან/და გვთხოვთ, აღარ გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია თქვენთვის სერვისების მოსაწოდებლად, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის ამ მისამართის info@synevo.ge მეშვეობით. ჩვენ გვაქვს უფლება, შევინახოთ თქვენი ინფორმაცია მანამ, სანამ აქტიურია თქვენი სერვისების ანგარიში და საჭიროა თქვენთვის სერვისების მოწოდება. ასეთ ინფორმაციას არ შევინახავთ იმ ვადაზე მეტ ხანს, რაც საჭირო იქნება იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ეს ინფორმაცია შესაძლოა კანონიერად გამოვიყენოთ ან სხვაგვარად მოითხოვდეს იმ დროს მოქმედი კანონი. შესაძლოა მოვახდინოთ თქვენი მონაცემების დეიდენტიფიცირება და აგრეგირება და შემდეგ შენახვა, თუ აღნიშნული ქმედება საჭირო გახდება ჩვენი სერვისების უფრო ეფექტიანად მიწოდებისთვის. ამასთანავე, დეიდენტიფიცირებული მონაცემების გამოყენება მოხდება მხოლოდ ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ თანხმობის გამოხმობის ან ანგარიშის გაუქმების შედეგად სინევო საქართველო ვეღარ მოგაწოდებთ სერვისებს ან შეწყვეტს თქვენთან ნებისმიერ ურთიერთობას.
  2. თუ თქვენ ხართ სხვა ადამიანის კანონიერი წარმომადგენელი (მაგალითად, თქვენი შვილის), თქვენ აცხადებთ, რომ უფლებამოსილი ხართ, (I) ამ ადამიანის სახელით აღიაროთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ და (II) ამ ადამიანის სახელით დაეთანხმოთ მის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, გაზიარების და დაცვის იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“.
  3. კომპანიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაახლოს „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“. იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა პაციენტის/მომხმარებლის იდენტიფიცირებადი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაში ან „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“, გეცნობებათ აღნიშნულის თაობაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი იქნებით პირობებში რაიმე ცვლილების და აღარ ისურვებთ სერვისების მიღებას, „თქვენი“ ანგარიშის დეაქტივაციისთვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე info@synevo.ge
  4. თუ არ გსურთ, მიიღოთ სარეკლამო და მარკეტინგული კატეგორიის ინფორმაცია სერვისების შესახებ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@synevo.ge
  5. შპს „სინევო საქართველო“-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@synevo.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

კომპანიის სრული იურიდიული დასახელება: შპს „სინევო საქართველო“

საიდენტიფიკაციო ნომერი: 204525736

იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9

ელ-ფოსტა: info@synevo.ge

ტელეფონი: (+995) 32 2800 111

 

Call Now Button