Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ენდომეტრიოზი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რა არის ენდომეტრიოზი?

ენდომეტრიოზი ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ენდოთელური შრის მსგავსი ქსოვილი ჭარბად იზრდება და იჭრება სხვა ქსოვილების საზღვრებში. ენდომეტრიული ქსოვილი ხშირად აზიანებს საკვერცხეებს, კვერცხსავალ (ფალოპის) ლულებს და მენჯის ამომფენ ქსოვილებს. იშვიატად შესაძლებელია ენდომეტრიული ქსოვილის ნაზარდი აღმოჩნდეს მენჯის ღრუს ორგანოებს მიღმა.

ენდომეტრიული ქსოვილი, სხვა ქსოვილებშიც ისეთივე თვისებებს ავლენს, როგორც სშვილოსნოში – ციკლის ფაზების შესაბამისად ის სქელდება, ჩამოიშლება და მოსდევს სისხლდენა.

პროცესში ს აკვერცხების ჩართვისას  ენდომეტრიული ქსოვილისგან წარმოიქმნება  ცისტები – ენდომეტრიომები. საკვერცხის ენდომეტრიომებს „შოკოლადის ცისტებსაც“ უწოდებენ, რადგან მისი შიგთავსი შოკოლადისებრი კონსისტენციისაა.

ენდომეტრიული ცისტები იწვევს ტკივილს, მენსტრუალურ დარღვევებს და ხშირად უშვილობასაც – ფალოპის ლულების ნაწიბუროვანი გადაგვარების გამო.

ენდომეტრიოზის განვითარებისთვის ყველაზე ხშირი უბნებია:

  • საშვილოსნოს უკანა მიდამო
  • მიომეტრიუმი – საშვილოსნოს კუნთოვანი შრე
  • საკვერცხეები
  • პერიტონეუმი (მუცლისდა ნაწილობრივ მენჯის ღრუს და ორგანოების მფარავი გარსი)
  • ფალოპის (კვერცხსავალი) მილები

იშვიათად ენდომეტრიოზი შესაძლოა განვითარდეს შემდეგ ორგანოებში:

  • სწორი ნაწლავი
  • შარდის ბუშტი
  • წვრილი ნაწლავები
  • დიაფრაგმა
  • საშო
  • ფილტვები

ენდომეტრიოზი გვხვდება 10-დან 1 ქალში. სიმპტომების მართვა შესაძლებელია მკურნალობით.

 

ენდომეტრიოზის სიმპტომები

ენდომეტრიოზის არაერთი სიმპტომი არსებობს, მაგრამ ყველაზე დამახასიათებელია ტკივილი მენჯის არეში. ტკივილი საშუალო ან ძლიერია. სიმპტომები მძიმდება მენსუტრუალური ციკლის დროს და წინა პერიოდში. ამის მიზეზია ჰორმონული ფონით განპირობებული ანთებითი ცვლილებები.

ენდომეტრიოზის სიმპტომებია:

  • მტკივნეული მენსტრუაცია
  • ცისკლის პერიოდსა და შუალედებში მუცლისა და/ან ზურგის ტკივილი
  • ინტენსიური სისხლდენა ციკლის დროს ან სისხლიანი გამონადენი შუალედებში
  • დისპარეუნია – ტკივილი სქესობტივი კონტაქტის დროს
  • უნაყოფობა
  • ტკივილი შარდვის და ნაწლავების მოქმედების დროს
  • დიარეა-შეკრულობა-შებერილობის მონაცვლეობა

არსებობს ენდომეტრიოზის სრულად უსიმპტომო შემთვევებიც. ხშირად მისი გამოვლენა დაორსულების წარმატებელი მცდელობის დროს ხდებახოლმე.

სიმპტომების ინტენსივობასა და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს შორის ურთიერთკავშირი არ არსებობს.

 

ენდომეტრიოზი იწვევს წონის მატებას?

ენდომეტრიოზი წონის მატებას არ იწვევს, მაგრამ შებერილობა და სითხის შეკავება ორგანიზმში, შესაძლოა წონის ციფრების მატების მიზეზი იყოს.

 

რა იწვევს ენდომეტრიოზს?

ენდომეტრიოზის განვითარების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. არსებობს კვლევები ენდომეტრიოზის კავშირის დასადგენად ისეთ მდგომარეობებთან, როგორებიცაა:

  • რეტროგრადული მენსტრუაცია – მდგომარეობა, რომლის დროსაც მენსტრუალური სისხლი ფალოპის ლულებით გადადის მუცლის ღრუში, რაც შესაძლებელია ენდომეტრიოზის მიზეზი იყოს.
  • იმუნური სისტემის დარღვევები
  • ჰორმონული დარღვევები

 

ენდომეტრიოზი გენეტიკურია?

თუმცა, ენდომეტრიოზის განვითარების ერთი კონკრეტული მიზეზი არ არის დადგენილი, არსებობს მონაცემები, რომ დაავადების ოჯახური ანამნეზის არსებობისას ბევრად მაღალია ენდომეტრიოზის განვითარების რისკი.

 

ვის ემართება ენდომეტრიოზი?

ენდომეტრიოზი მდგომარეობაა, რომელიც აზიანებს ძირითადად 20-40 წლის ასაკის ქალებს. მენოპაუზის პერიოდში ენდომეტრიოზის სიმპტომები მცირდება, თუმცა შესაძლოა მაინც არსებობდეს კლინიკური გამოვლინებები – ტკივილი და დისკომფორტი.

 

ენდომეტრიოზის განვითარების რისკ-ფაქტორები

  • ენდომეტრიოზის ოჯახური ანამნეზი
  • მოკლე მენსტრუალური ციკლი (27 დღეზე ნაკლები)
  • გახანგრძლივებული და მტკივნეული მენსტრუალური სისხლდენა (8 დღე და მეტი)
  • უშვილობა

 

გართულებები ენდომეტრიოზის დროს

ენდომეტრიოზი, გარდა ტკივილისა და დისკომფორტისა, იწვევს სხვადასხვა გართულებებს. ყველაზე ტიპური გართულებაა:

  • უშვილობა – ენდომეტრიოზი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია უშვილობის განვითარების.
  • ნაწლავის ან შარდის ბუშტის პრობლემები – ენდომეტრიული ქსოვილის ჩაზრდისას ამ ორგანოებში
  • სუნთქვის უკმარისობა და ტკივილი გულ-მკერდში – პროცესში ფილტვებისა და დიაფრაგმის ჩართვის დროს.

 

ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა

ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა უხშირესად სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ხდება. დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია პაციენტის სამედიცინო ისტორია, ოჯახური ანამნეზი, ასევე მენჯის ღრუს ორგანოების ინსტრუმენტული გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული ტესტები.

საბოლოოდ დიაგნოზის დაზუსტება ლაპარასკოპიული ქირურგიით ხორციელდება. ლაპარასკოპიის დროს ხდება  მენჯის შიგნითა ზედაპირის დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში ენდომეტრიული ქსოვილის ბიოფსია – შემდგომი კვლევისთვის. ლაპარასკოპიული მეთოდითვე ხორციელდება ენდომეტრიული ქსოვილის მოცილება, შესაძლებლობის ფარგლებში.

 

ენდომეტრიოზის მართვა და მკურნალობა

ენდომეტრიოზის მკურნალობის გეგმა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ხორციელდება:

  • მდგომამარეობის სიმძიმე
  • ორსულობის დაგეგმვა
  • პაციენტის ასაკი
  • სიმპტომების ინტენსივობა

მკურნალობის გეგმა როგორც წესი ორიენტირებულია სიმპტომების შემცირებასა და დაგეგმილი ორსულობის წარმატებაზე.

 

ენდომეტრიოზის მედიკამენტური მკურნალობა

მედიკამენტური მკურნალობა ძირითადად სიმპტომური ხასიათისაა და მიმართულია ტკივილისა და დისკომფორტის შემცირებაზე. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, ჰორმონული პრეპარატები – ტკივილისა და მენსტრუალური ციკლის რეგულირებისტვის გამოიყენება.

  • კონტრაცეპტივები – როგორც ესტროგენული, ისე კომბინირებული ესტროგენ-პროგესტერინული,  ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის რეგულირებას და სიმპტომების შემსუბუქებას.
  • გონადოტროპინ-გამომყოფი ჰორმონების აგონისტები ან ანტაგონისტები  – ეს მედიკამენტები ბლოკავს მენსტრუალური ციკლის ჰორმონებს, დროებით აჩერებს ციკლს და ამით ხელს უწყობს სიმპტომების შემსუბუქებას.

მკურნალობის შეწყვეტა სიმპტომების ხელახლა განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული მკურნალობის ჩატარება.

  • ლაპაროსკოპიული ქირურგია  – სამკურნალო-სადიაგნოსტიკო პროცედურაა, რომლითაც შესაძლებელია ბიოფსიური მასალი აღება დიაგნოსტიკისათვის და ასევე შესაძლებლობის ფარგლებში ენდომეტრიული ქსოვილის მოცილება.
  • ჰისტერექტომია – საშვილოსნოს და/ან საკვერცხეების მოცილების ოპერაცია, როცა მკურნალობის სხვა მეთოდი არაეფექტურია.

ქირურგიული მკურნალობა ბევრად აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას, თუმცა, რადგან ენდომეტრიოზი ქრონიკული პათოლოგიაა, ოპერაციიდან რამდენიმე წელიწადში შესაძლოა სიმპტომები კვლავ განვითარდეს. ქირურგიული და მედიკამენტური მკურნალობის კომბინირება ხშირად უკეთეს შედეგს იძლევა.

 

შესაძლებელია ენდომეტრიოზი თავისთავად განიკურნოს?

ძალიან იშვიატად შესაძლებელია სიმპტომები თავისით შემცირდეს, განსაკუთრებით მენოპაუზის დადგომის შემდეგ პერიოდში, რაც დაკავშირებულია ორგანიზმში  ესტროგენების დონის შემცირებასთან.

 

ენდომეტრიოზის არანამკურნალები შემთხვევები

დროთა განმავლობაში ენდომეტრიული ქსოვილი იზრდება საშვილოსნოს ფარგლებს გარეთ, იწვევს ცისტების განვითარებას, შეხორცებებს და ფიბროზული (ნაწიბუროვანი) ქსოვილის ჩამოყალიბებას. ეს მდგმარეობა ჩივილებს კიდევ უფრო ამძიმებს, განსაკუთრებით ციკლის პერიოდში.

პრევენცია

ენდომეტრიოზის პრევენცია ვერ ხერხდება, თუმცა ზოგიერთ ფაქტორს შეუძლია ენდომეტრიოზის განვითარების რისკის შემცირება:

  • ორსულობა
  • ძუძუთი კვება

 

 

ლიტერატურა:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/10857-endometriosis

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22004-ovarian-endometrioma

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/endometriosis/symptoms-causes/syc-20354656

 

 

ლაბორატორია “სინევო“ გთავაზობთ ენდომეტრიოზთან დაკავშირებული  უნაყოფობისა  და სხვა მდგომარეობების  სადიაგნოსტიკო ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

 

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button