ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

სარედაქციო პოლიტიკა

ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ასახავს  რეკომენდაციებს და  მითითებებს, რომელსაც იცავს synevo.ge ვებგვერდის შინაარსის შექმნისას. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა რამდენიმე ძირითად პუნქტს მოიცავს:

  • ვებგვერდის მისია და ღირებულებები

ვებგვერდის Synevo.ge მეშვეობით  ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ მომხმარებელს ზუსტი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია, რაც მათ   ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

 

  • ჩვენი ღირებულებები

სიზუსტე და სანდოობა: ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ სიზუსტეს და საიმედოობას ჩვენი სერვისების და ბლოგის თემების ყველა ასპექტში.  ჩვენი სამედიცინო ბლოგის შიგთავსი გადამოწმებული და შესწავლილია სამედიცინო გუნდის მიერ.

გამჭვირვალობა: ჩვენ ვიცავთ გამჭვირვალობას და კეთილსინდისიერებას ჩვენი დიაგნოსტიკური სერვისების, მეთოდების, ფასების და კვლევების შედეგების  საკითხებში.

განათლება: ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლების განათლება მნიშვნელოვან სამედიცინო საკითხებში. ჩვენი სამედიცინო ბლოგი შექმნილია რათა მარტივი და ადვილად გასაგები რესურსით მივაწოდოთ მკითხველებს ინფორმაცია დაავადებების სიმპტომებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.

  • შინაარსის ფოკუსირება

 

ჩვენ უზრუნველვყოფთ ვებგვერდზე  Synevo.ge განთავსებული სამედიცინო  შიგთავსის  გამჭვირვალობას და მკაფიოობას (სიცხადეს).

 

 

ჩვენ ვქმნით შემდეგი ტიპის  სამედიცინო შიგთავსს:

  • დიაგნოსტიკური სერვისები – უზრუნველვყოფთ ინფორმაციას ჩვენს მიერ წარმოებულ დიაგნოსტიკურ ტესტებზე და სერვისებზე. ეს მოიცავს ინფორმაციას : რუტინულ ტესტებზე, ჰემატოლოგიურ, იმუნოლოგიურ, ბიოქიმიურ, ალერგოლოგიურ, აუტოიმუნურ, ტოქსიკოლოგიურ, იმუნოქიმიურ, მიკრობიოლოგიურ, ჰისტოპათოლოგიურ, გენეტიკურ კვლევებზე.
  • რეკომენდაციები – როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის (მაგ: ტარდება თუ არა კვლევა უზმოზე, რომელი საკვების ან სასმელისშეზღუდვაა რეკომენდებული ტესტის ჩატარებამდე და ა.შ)
  • ინფორმაცია ტესტის შედეგების მნიშვნელობების შესახებ.
  • ინფორმაცია ფასების და კვლევის ჩატარების ლოკაციების შესახებ
  • საკონტაქტო ინფორმაცია და ვიზიტის დაგეგმვის დეტალები.

 

სამედიცინო ბლოგის სტატიები: ჩვენ ვქმნით სამედიცინო ბლოგის სტატიებს სხვადასხვა დაავადებების შესახებ, როგორც პაციენტების, ისე ექიმებისთვის. არტიკლების სიზუსტე და სანდოობა უზრუნველყოფილია სამედიცინო გუნდის მიერ.

სამედიცინო ბლოგი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

  • ზოგადი მედიცინა
  • ენდოკრინოლოგია
  • ინფექციური დაავადებები
  • სამედიცინო სიახლეები
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები & სექსუალური ჯანმრთელობა
  • ორსულობა და პრენატალური სკრინინგი
  • გინეკოლოგია
  • ნევროლოგია
  • გენეტიკა
  • კარდიოლოგია
  • ალერგოლოგია
  • ჰემატოლოგია
  • ბავშვთა დაავადებები

სამედიცინო თემატიკა ფოკუსირებულია მომხმარებლისთვის აქტუალურ საკითხებზე. ვცდილობთ მიწოდებული ინფორმაცია იყოს განახლებადი, გადამოწმებული და არ იწვევდეს ინტერესთა კონფლიქტს.

ჩვენ მზად ვართ დავიცვათ სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული სტანდარტები, რათა შევინარჩუნოთ ინფორმაციის უმაღლესი ხარისხი.

 

სარედაქციო სტანდარტები:

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ სანდო და ინფორმატიული შინაარსი როგორც პაციენტების, ასევე ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის, ვებგვერდზე Synevo.ge. ამგვარად, ვიცავთ სარედაქციო სტანდარტებს:

სიზუსტე და სანდოობა: ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტე და  უტყუარობა დაცულია ყველა შინაარსში: სადიაგნოსტიკო სერვისების პროდუქციის შესახებ ინფორმაციაში და ბლოგის სტატიებში. სამედიცინო პროფესიონალების გუნდი ამოწმებს და ადასტურებს ინფორმაციის ჭეშმარიტებას.

ხარისხი და სიღრმე: ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ სიღრმისეული და ამომწურავი ინფორმაცია, როგორც პაციენტების, ისე ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის. შინაარსი იქმნება სამედიცინო სფეროს პროფესიონალების მიერ.

სიცხადე და კითხვადობა: ჩვენს მიერ წარმოდგეილი ინფორმაცია ადვილად გასაგებია მომხმარებლებისთვის. ჩვენი კონტენტი დაწერილია უბრალო ენით,  შესაძლებლობის ფარგლებში სამედიცინო ტერმინოლოგიის გარეშე.

წყაროები და რესურსები: ჩვენ ვიყენებთ სარწმუნო და სანდო წყაროებს ჩვენი სამედიცინო შინაარსებისთვი. ყველა გამოყენებული  რესურსი მკაფიოდაა ციტირებული.

 

სამედიცინო შიგთავსის შექმნის პროცესი:

ვებგვერდზე Synevo.ge სარწმუნო და ინფორმატიული შიგთავსის უზრუნველყოფას ჩვენ ვახორციელებთ შემდეგი ნაბიჯებით:

თემატიკის შერჩევა: ვიწყებთ მკითხველისთვის საინტერესო და აქტუალური თემის შერჩევით. ეს შესაძლოა ეფუძნებოდეს მედიცინის სიახლეებს, ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებს ან ხშირად დასმულ კითხვებს – რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც პაციენტების, ისე ჯანდაცვის  პროფესიონალებისთვის.

თემატიკის შესწავლა: თემატიკის მოძიების შემდეგ სარედაქციო ჯგუფი იწყებს მის შესწავლას, სანდო და ავტორიტეტული წყაროების: სამედიცინო ჟურნალების, აკადემიური ნაშრომების, ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანზაციების, ჯანდაცვის სიახლეების ვებგვერდების, დაავადებების გზამკვლევების (გაიდლაინების) დახმარებით. ეს აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია უახლესი, გადამოწმებული და ჩვენი სარედაქციო სტანდარტების შესაბამისია.

მონახაზის შექმნა: მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე იქმნება სამედიცინო შიგთავსის მონახაზი. ეს გვეხმარება  სტატიის ორგანიზებაში და ლოგიკურ სტრუქტურირებაში.

თემის ჩამოყალიბება: მონახაზის მეშვეობით სარედაქციო გუნდი ქმნის გასაგებ და ლაკონურ  სტატიას, ტექნიკური ტერმინოლოგიის გარეშე, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

მიმოხილვა და რედაქტირება: პირველი მონახაზის დასრულების შემდეგ, ნაშრომი სწორდება ორთოგრაფიულად, გრამატიკულად და ფორმატდება,  რათა გამოირიცხოს მიკერძოება და ინტერესთა კონფლიქტი.

დამტკიცება: სამედიცინო შინაარსის გამოქვეყნებამდე აუცილებელია სამედიცინო გუნდის თანხმობა.

გამოქვეყნება და პოპულარიზაცია (პრომოცია): სტატიის რედაქტირების შემდეგ ის ქვეყნდება ვებგვერდზე Synevo.ge. მისი პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის (პრომოციისთვის) ვიყენებთ სოციალური მედიის არხებს და სხვა მარკეტინგულ საშუალებებს.

სარედაქციო მიმოხილვა და შესწორებები

კონტენტის სანდოობისა და სიზუსტის უზრუნველყოფას ემსახურება ჩვენი ლიცენზირებული  სამედიცინო პროფესიონალების გუნდი.  ნებისმიერი პროდუქციის ინფორმაცია ან ბლოგის სტატია, გამოქვეყნებამდე გადის საფუძვლიან განხილვას სამედიცინო გუნდის მიერ. ეს გულისხმობს  სრული ინფორმაციის გადამოწმებას სტატისტიკის, სამედიცინო ტერმინოლოგიის სიზუსტის, კვლევის მეთოდების გადამოწმების ჩათვლით.

ნებისმიერი შეცდომის აღმოჩენისას, ხდება მათი მონიშვნა და რეაგირება.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჯანდაცვის ინდუსტრია მუდმივად განახლებადია, ახალი კვლევებითა და რეგულარული აღმოჩენებით. სიახლეებთან და უახლეს რეკომენდაციებთან შესაბამისობისათვის, ჩვენი სამედიცინო გუნდი მუდმივად ანახლებს ვებგვერდის სამედიცინო ინფორმაციას.

 

Call Now Button