Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

თავბრუსხვევა | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რა არის თავბრუსხვევა?

თავბრუსხვევა გაბრუების, სისუსტის და არასტაბილურობის განცდაა, რომელსაც ახლავს გარემოს ბრუნვის შეგრძნებაც. ის ხშირად ზომიერი ან მსუბუქად გამოხატულია და თავისთავად გაივლის, მაგრამ არსებობს თავბრუსხვევის მძიმე ეპიზოდებიც, სხვა სიმპტომებთან ერთად, რომელიც თავისთავად არ გაივლის და სჭირდება მკურნალობა.

 

თავბრუსხვევის მიზეზები

სხეულის წონასწორობის შენარჩუნებაში ჩვენი სხეულის არაერთი ნაწილია ჩართული: თავის ტვინი, თვალები, შიგნითა ყური (წონასწორობის პრგანო), ნერვული დაბოლოებები ტერფის და ტორსის კუნთებში, ზურგის ტვინის ნეირონები და სხვა. როდესაც ამ როგლებიდან რომელიმე არ მუშაობს გამართულად – იწყება თავბრუსხვევის შეგრძნება.

თავბრუსხვევის ყველაზე ხშირი მიზეზებია:

  • შიგნითა ყურის დაავადებები (ვერტიგო)
  • შუა ყურის ინფექციები
  • ანემიები – ერითროციტების, ან/და ჰემოგლობინის დაბალი კონცენტრაციით
  • გულის დაავადებები
  • თავის ტვინის ტრავმები
  • ტვინის სხვა დაავადებები
  • გაუწყლოება
  • შფოთვა და სტრესი
  • ინტოქსიკაცია
  • ზოგიერთი მედიკამენტები
  • გლუკოზის დაბალი შემცველობა სისხლში
  • და სხვა

 

ვერტიგო

ვერტიგოს ახასიათებს გარემოს ბრუნვის შეგრძნება, რაც აძნელებს წონასწორობის შენარჩუნებას ფეხზე დგომის დროს. ვერტიგო შიგნითა ყურის და ვესტიბულური (წონასწორობის) აპარატის სხვადასხვა პათოლოგიის დროს ვითარდება. ვესტიბულური აპარატი სისტემაა, რომელიც გვეხმარება სხეულის პოზიციის შეგრძნებაში, მოძრაობების კოორდინაციაში და პოზის და წონასწორობის შენარჩუნებაში.

 

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო

შიგნითა ყურის ნახევარრკალოვან არხებში ოტოლითების გადაადგილების შედეგია და ხასიათდება თავბრუსხვევის უეცარი ეპიზოდების განვითარებით. ოტოლითები კალციუმის შემცველი წარმონაქმნებია რომელიც ადამიანის წონასწორობის ორგანოში – შიგნითა ყურის ვესტიბულურ აპარატში – ნახევარრკალოვან არხებში არის განლაგებული და სხეულის პოზიციის ცვლილების კოორდინირების  და ბალანსის შენარჩუნების ფუნქციას ემსახურება. მდებარეობის ადგილიდან მათი დისპოზიცია, არასწორი სიგნალების გაგზავნას იწვევს თავის ტვინში და შედეგად ვითარდება თავბრუსხვევა.

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო უფრო ხშირია ასაკოვან ადამიანებში. მისი განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის ტრავმაც. როგორც წესი საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით ხასიათდება და ხშირად მკურნალობის გარეშეც  გაივლის. მკურნალობა მოიაზრებს თავის სპეციფიკურ პოზიციურ ვარჯიშებს, რათა შიგნითა ყურის წარმონაქმნები თავის მდებარეობას დაუბრუნდეს.

 

მენიერის დაავადება

მენიერის დაავადება შიგნითა ყურის ვესტიბულური აპარატის ნახევარრკალოვან არხებში სითხის რაოდენობის მომატებასთანაა დაკავშირებული. დაავადებას ახასიათებს:

  • პერიოდული ვერტიგო
  • სმენის დაქვეითება
  • ტინიტუსი – ხმაური ყურებში
  • ყურში სისავსის ან ზეწოლის შეგრძნება
  • ზოგჯერ გულისრევის შეგრძნება

დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა ის შეიძლება განვიტარდეს: ინფექციური დაავადებების, თავის ტრავმის, გენეტიკური წინასწარგანწყობის, აუტოიმუნური პროცესების და სხვა პათოლოგიების დროს.

 

შიგნითა ყურის ინფექციები

შუა ყურის  ინფექციისას განვითარებული ნევრიტი, ვერტიგოს ანუ თავბრუსხვევას იწვევს. შიდა ყურის ანთებისას შესაძლოა განვითარდეს ორი პათოლოგია: ვესტიბულური ნევრიტი (ვესტიბულური ნერვის ანთება) და ლაბირინთიტი (წონასწორობის ორგანოს ნახევარრკალოვანი არხების ანთება).

ვესტიბულური ნევრიტი აზიანებს ვესტიბულურ  ნერვს, ხოლო ლაბირინთიტი – როგორც ვესტიბულურ ნერვს, ისე სმენის ნერვს.

 

ვერტიგოს სხვა მიზეზები

თავბრუსხვევის სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია:

  • აკუსტიკური ნევრინომა – სმენის ნერვის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ზომაში ზრდასთან ერთად აკომპრესირებს როგორც სმენის, ისე ვესტიბულურ ნერვებს და იწვევს თავბრუსხვევას.
  • მედიკამენტები, რომლებიც აზიანებს შიგნითა ყურს: ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, დიურეტიკები, სალიცილატები.
  • თავის ტრავმა
  • ინსულტი
  • გაფანტული სკლეროზი
  • ვესტიბულური შაკიკი

 

გულის დაავადებები და თავბრუხვევა

თავბრუსხვევის განვითარება ზოგჯერ გულის დაავადების სიმპტომია. ის ასევე შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტის ადრეული სიმპტომი იყოს. თუ გულის ფრიალის შეგრძნება და თავბრუსხვევა ერთდროულად ვითარდება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

 

დაბალი არტერიული წნევა და თავბრუხვევა

თავბრუსხვევა შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითების – ჰიპოტენზიის სიმპტომიც იყოს. არტერიული წნევის დაქვეითებისას სისხლის ნაკადი სისხლძარღვებში მცირდება, რაც ამცირებს ქსოვილების მომარაგებას ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით. რადგანაც ნერვული უჯრედები ყველაზე მგრძნობიარეა სისხლის ცირკულაციის დაქვეითებისადმი, ამ მდგომარეობაში ვითარდება სისუსტე და თავბრუხვევა, განსაკუთრებით სწრაფი მოძრაობის ან ფეხზე დგომის დროს.

თავბრუსხვევა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევით მიმდინარე სხვა დაავადებებმაც:

  • გულის შეტევა
  • მწვავე სისხლდენა
  • თრომბოზები
  • ათეროსკლეროზული სისხლძარღვები
  • გულის რითმის დარღვევა და სხვა

 

თავბრუსხვევის სხვა მიზეზები

 

გაუწყლოება

სხეული მუდმივად კარგავს სითხეს ამონასუნთქ ჰაერთან, შარდთან და ოფლტან ერთად. წყლის არასაკმარისად მიღება იწვევს სისხლის წნევის დაქვეითებას, სისხლის ნაკადის გასქელებას და სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის სიჩქარის შემცირებას, რაც აუარესებს ქსოვილების სისხლმომარაგებას და იწვევს თავბრუსხვევას, სხვა სიმპტომებთან ერთად, როგორებიცაა: გაძლიერებული წყურვილი, დაღლილობა, მუქი შარდი. გაუწყლოებისგან თავის ასარიდებლად აუცილებელია საკმარისი სითხის მიღება და ყავის, ჩაის, ტკბილი და ალკოჰოლური სასმელების შეზღუდვა.

 

მედიკამენტები

თავბრუსხვევა არაერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტია, ესენია:

  • ანტიბიოტიკები
  • ანტიდეპრესანტები
  • ანტიკონვულსანტები (ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტები)
  • არტერიული წნევის მარეგულირებლები
  • სედატიური საშუალებები

 

ჰიპოგლიკემია – სისხლში შაქრის დონის დაქვეითება

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება თავბრუსხვევასთან ერთად იწვევს: კიდურების კანკალს, გაძლიერებული შიმშილის შეგრძნებას, ოფლიანობას, უკიდურეს შემთხვევაში – ცნობიერების შეცვლას.

 

თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები

თავის ტვინის შერყევას და სხვა ტრავმულ დაზიანებებს ახასიათებს:

  • თავბრუსხვევა
  • თავის ტკივილი
  • გულისრევა და ღებინება
  • ყურებში ხმაური
  • მხედველობის დაბინდვა
  • ძილიანობა
  • ცნობიერების შეცვლა

ეს მდგომარეობა დაუყოვნებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

 

შფოთვა და სტრესი

შფოთვის დროს, გარდა ემოციური არასტაბილურობისა, შესაძლოა ფიზიკური სიმპტომებიც განვითარდეს და მათ შორის თავბრუსხევევაც.

 

ნახშირბადის მონოქსიდით (CO) ინტოქსიკაცია

ნახშირადის მონოქსიდი ნახშირბადის შემცველი პროდუქტების – ბენზინის, გაზის, ზეთის და ა.შ – არასრული წვის შედეგია. ის ძლიერ ტოქსიკური, უფერო, უსუნო აირია, რომელიც შეუქცევად ბმას წარმოქმნის ჰემოგლობინთან და ხელს უშლის ჟანგბადის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. მაღალი კონცენტრაციით CO-ს შესუნთქვა იწვევს არამარტო თავბრუსხვევასა და სხვა სიმპტომების განვითარებას (თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა-ღებინება, ცნობიერების შეცვლა), არამედ მძიმე შემთხვევებში სიკვდილით მთავრდება.

რკინადეფიციტური ანემია

ანემიები თავბრუსხვევის და სისუსტის განვითარების საკმაოდ ხშირი მიზეზია. რკინა აუცილებელი მინერალია, რომელიც ჰემოგლობინის ცილასთან ქმნის კავშირს და იკავშირებს ჟანგბადს, რომელიც ტრანსპორტირდება ქსოვილებსა და ორგანოებში. რკინის დეფიციტი იწვევს ჟანგბადის შეკავშირების უნარის დაქვეითებას, რაც გამოვლინდება შემდეგი ნიშნებით:

  • სისუსტე
  • თავბრუსხვევა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
  • კანის სიფერმკრთალე
  • თავის ტკივილი

რკინადეფიციტური ანემიების განვითარების მიზეზები არაერთია:

  • შინაგანი სისხლდენა- გასტროინტესტინური ან შარდსასქესო სისტემიდან
  • მასობრივი სისხლდენა
  • ნაწლავის ქრონიკული ანტებითი დაავადებები
  • ჰემოლიზით (სისხლის უჯრედების დაშლით) მიმდინარე დაავადებები
  • კუჭის ბარიატრიული ოპერაცია
  • თირკმლების დაავადებები

 

როგორ შევამციროთ თავბრუსხვევა?

ხშირ შემთხვევაში თავბრუსხვევამ შესაძლოა თავისითაც გაიაროს. თუ თავბრუსხვევა მოულოდნელად დაგეწყოთ, დაწექით მყარ ზედაპირზე გარკვეული დროსი განმავლობაში და ნელა, მკვეთრი მოზრაობების გარეშე წამოდექით. ხშირად ეს მეთოდი ეფექტურია.

როდესაც თავბრუსხვევა კონკრეტულ მიზეზთანაა დაკავშირებული, მნიშვნელოვანია ამ მიზეზის დროული გამოვლენა და მისი აღმოფხვრა. მაგ: გაუწყლოება, სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება, მედიკამენტები. თუ თავბრუსხვევის მიზეზი ორგანული დაავადებაა აუცილებელია მიმართოთ ექიმს  დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის დაწყებისთვის.

 

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ თავბრუსხვევას ეპიზოდური ხასიათი ქონდა და მალევე გაიარა, შესაშფოთებელი არაფერია. მაგრამ, როდესაც თავბრუსხვევის ეპიზოდები მეორდება ან/და ხანგრძლივობა იმატებს, სხვა სიმპტომები ერთვის – აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს და გამოიკვლიოთ  შესაძლო მიზეზები.

 

 

 

 

 

ანემიით გამოწვეული თავბრუსხვევის სადიაგნოსტიკოდ,  “სინევო” გთავაზობთ  ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

რესურსები

https://my.clevelandclinic.org/health/articles/23411-melatonin

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button