დიარეა – სხვადასხვა ინფექციური აგენტით გამოწვეული ნაწლავური დაავადებაა. დიარეის გამომწვევი შესაძლოა იყოს როგორც ვირუსები, ასევე ბაქტერიები და პარაზიტები. შეიძლება ასოცირებული იყოს სხვა სიმპტომებთან, როგორებიცაა: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და სხვა. როგორც წესი მწვავე პროცესის ხანგრძლივობა რამდენიმე დღეს არ აღემატება, თუმცა პროცესის გახანგრძლივება შესაძლოა სხვა დაავადებებზე მიუთიტებდეს: გაღიზიანებული ანწლავის სინდრომი, პერსისტიული ინფექცია, ცელიაკია და სხვა.
სარჩევი
გამომწვევები
დიარეის გამომწვევი ინფექციური აგენტები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:
- ვირუსები: როტავირუსი, ნოროვირუსი, საპოვირუსი, ადენოვირესების E ჯგუფი.
- ბაქტერიები: ეშერიხია, შიგელა, სალმონელა, კამპილობაქტერი, იერსინია, კლოსტრიდია და სხვა.
- პარაზიტები: გიარდია დუოდენალისი
გარდა ინფექციური გამომწვევებისა, დიარეა შესაძლოა განვითარდეს ისეთი მიზეზებით, როგორიცაა:
- მედიკამენტები: ანტიბიოტიკები, ანტაციდები, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები
- ლაქტოზის აუტანლობა
- ფრუქტოზის აუტანლობა
- ქირურგიული ჩარევა: ნაწლავებზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდში ზოგჯერ ვითარდება დიარეა
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ცელიაკია, წყლულოვანი კოლიტი,წვრილი ნაწლავის მიკროფლორის ჭარბი ზრდა და სხვა.
სიმპტომები
- მუცლის ტკივილი
- შებერილობა
- გულისრევა
- ღებინება
- ცხელება
- ლორწო განავალში
- სისხლი განავალში
- ნაწლავების მოქმედების გახშირება
როდის მივმართოთ ექიმს?
მოზრდილებში, თუ დიარეის ხანგრძლივობა 2 დღეს აღემატება და მკვეთრადაა გამოხატული დეჰიდრატაციის ნიშნები (სისუსტე, თავბრუსხვევა, დაბალი არტერიული წნევა, კანის ელასტიურობის დაქვეითება და სხვა), აღგენისნებათ მაღალი ცხელება (39° და მეტი), სისხლიანი ან ლორწოვანი მინარევი განავალში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ბავშვებში, დიარეა ბევრად სწრაფად იწვევს გაუწყლოებას, ამიტომ თუ არსებული სიმპტომები 24 საათში არ ალაგდა, აუცილებელია მიმართოთ პედიადტრს.
გართულებები
დიარეის თანმხლები დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) სიცოცხლისთვის სახიფათოა, მკურნალობის გარეშე, განსაკუთრებით ბავშვებში, ხანდაზმულებში, იმუნური და სხვა ორგანოთა სისტემის პათოლოგიებით პაციენტებში.
დეჰიდრატაციის სიმპტომები:
- გაძლიერებული წყურვილი
- კანის და ლორწოვანების სიმშრალე
- შარდის გამოყოფის სემცირება ან სეწყვეტა
- საერთო სისუსტე, თავბრუხვევა, გაბრუება
- შარდის მუქი ფერი
პრევენცია
დიარეის და ნაწლავური ინფექციების პრევენცია მდგომარეობს ხელების, საკვების, სასმელი წყლის ჰიგიენის დაცვაში. მედიკამენტებით და სხვა მიზეზებით გამოწვეული დიარეისას აუცილებელია ექიმის ინფორმირება და რეკომენდაციების შესრულება
დიარეის გამომწვევი მიკროფლორის სადიაგნოსტიკოდ სინევო გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|
ანტიბიოტიკოგრამა კეთდება საჭიროების მიხედვით
კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით
! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge
რესურსები
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/diarrhea/symptoms-causes/syc-20352241