როგორც ცნობილია, სტრესია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გვიბიძგებს ავირჩიოთ საკვების ესა თუ ის ტიპი. ამა თუ იმ პრობლემის დროს საკვებზე ფოკუსირება ტიპური ფენომენია, რომელსაც თავისი ჰორმონული საფუძველი გააჩნია. სტრესული სიტუაციები უმძაფრებს ადამიანს ტკბილი და მაღალცხიმიანი საკვების მოთხოვნილებას.
სარჩევი
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ხანგრძლივი სტრესის გამო, სტრესული ჰორმონების დონის დაქვეითება ვერ ხერხდება? ხანგრძლივ სტრესს შეუძლია წონის მატება გამოიწვიოს??
სამწუხაროდ შეუძლია!
სტრესსა და წონის მატებას შორის კავშირის გასაგებად, აუცილებელია ვიცოდეთ რა არის კორტიზოლი და რა ფუნქციას ასრულებს ის ჩვენს ორგანიზმში.
კორტიზოლი ადრენალინთან და ნორეპინეფრინთან ერტად სტრესის ჰორმონებს განეკუთვნება, რომლებიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის, განგაშის მდგომარეობაში, ტავდაცვის დროს გამომუშავდება ორგანიზმში.
სტრესის პირობებში ყოფნისას, კორტიზოლი (სტრესის დანარჩენ ჰორმონებთან ერთად) ანელებს ყველა იმ პროცესს, რომლებიც სასიცოცხლოდ აქტუალური არაა საფრთხისგან დაუყოვნებელი გადარჩენისთვის. მათ შორისაა მეტაბოლიზმიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კორტიზოლის დონის მომატებას ჯაჭვური რეაქცია მოყვება: ის ზრდის არტერიულ წნევას და შრატის ინსულინის დონეს,, ამავდროულად თრგუნავს იმუნური სისტემის აქტივობას. ინსულინის დონის მატებას მოყვება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მკვეთრი დაქვეითება, რის შდეგადაც ჩნდება ტკბილი და ცხიმიანი საკვების მიღების დაუძლეველი მოთხოვნილება. წარსულში, როდესაც ადაიანს უწევდა ველური ბუნების საფრთხეებისგან გაქცევა, კორტიზოლის დროებითი მომატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მექანიზმი იყო სიცოცხლის გადასარჩენად. დღეისათვის ეს საფრთხე ჩაანაცვლა სტრესმა, თუმცა ხშირად ის დროში გახანგრძლივებულია. კორტიზოლის კონცენტრაციის გახანგრძლივებული მატება ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას!
კვლევებმა აჩვენა კავშირი კორტიზოლის დონესა და ჭარბ წონას შორის. როდესაც სტრესს განვიცდით ჩვენი მეტაბოლიზმი ნელდება. ასევე კვებითი კმაყოფილების მისაღწევად კონკრეტული საკვების მიღების მოთხოვნილება ჩნდება.
კორტიზოლის დონის მატების სიმპტომები
არაერთი ფაქტორი იწვევს კორტიზოლის დონის მყარ და ხანგრძლივ მატებას, რაც ისეთ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში, როგორიცაა: მადის და წონის მატება, განსაკუთრებით მუცლის მიდამოში.
- ცხიმის დაგროვება სახის და მუცლის მიდამოში
- სტრიები მუცელზე, მკერდზე, თეძოებზე და მკლავებზე
- სისხლდენისაკენ მიდრეკილება
- მომატებული არტერიული წნევა
- შაქრის მაღალი დონე სისხლში
- ძლიერი სისუსტე და დაღლილობა
- კუნთების სისუსტე
კორტიზოლის გამოყოფა ასტიმულირებს გლუკოზის პროდუქციას, რომელიც გარდაიქმნება ცხიმად და გროვდება სხეულის დეპოებში. ადამიანებს, კორტიზოლის მაღალი დონით მაგ: კუშინგის სინდრომის დროს აღენიშნებათ ჰიპერგლიკემია და მუცლის ცხიმის ანომალური დაგროვება.
მოცირკულირე კორტიზოლის ქრონიკულად მაღალი დონე სისხლში, ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას და სიმსუქნის განვითარებას. ცნობილია, რომ მუცლის ტიპის გასუქება – სიმსუქნის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა, რადგან იზრდება დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომის და გულის დაავადებების განვითარების რისკი. კვლევებით დადგენილია ასევე, რომ კორტიზოლის მაღალი დონის პირობებში, იზრდება მოთხოვნილება საკვებზეც.
სისხლში კორტიზოლის მომატებული კონცენტრაციის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- სტრესი
- ორსულობა
- ფიზიკური გადაძაბვა
- ქრონიკული დაავადებები
- უკიდურესი სიცხე ან სიცივე
- ჰიპოთირეოზი
- სიმსუქნე
- კონკრეტული მედიკამენტები (კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი მიღება)
- ჰიპოფიზის სიმსივნეები
- ექტოპიური აკტჰ სინდრომი (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჭარბი პროდუქცია ჰიპოფის „გარეთ“)
- თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები
გარდა წონის მატებისა, კორტიზოლის სიჭარბეს სხვა პათოლოგიური მდგომარეობებიც ახლავს:
- ინსულინრეზისტენტობა. ამ დროს უჯრედების მგრძნობელობა ინსულინისადმი მცირდება, ამიტომ სისხლის ნაკადში ნარჩუნდება გლუკოზის მარალი დონე. ამ მდგომარეობას ხშირად პრედიაბეტსაც უწოდებენ და საბოლოოდ ზრდის დიაბეტის განვიტარების რისკს.
- მეტაბოლური სინდრომი. ვლინდება ინსულინრეზისტენტობის ფონზე. ახასიათებს: მაღალი არტერიული წნევა, HDL (კარგი) ქოლესტეროლის დაბალი დონე, უზმოდ გლუკოზის მაღალი კონცენტრაცია სისხლში და მუცლის ტიპის გაცხიმოვნება.
წონის მატების გრძელვადიანი ეფექტი
ხანგრძლივი სტრესი და ჭარბი წონა უარყოფითადაისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და იწვევს ისეთ ცვლილებებს, როგორებიცაა:
- არტერიული წნევის და ქოლესტეროლის მატება, რაც გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს ზრდის
- მეტაბოლური დარღვევები, მაგალითად – ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
- სიმსივნეების განვითარების რისკის ზრდა
- რეპროდუქციული პრობლემების განვითარება – უშვილობა
- ფილტვის ფუნქციის დაქვეითება და სუნთქვის ზოგიერთი პრობლემის გაღრმავება, როგორიცაა ძილის აპნოე
- მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები
სტრესის გრძელვადიანი ეფექტები
ურთიერთკავშირი სტრესსა და წონის მატებას შორის რეალურია. ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე მოცირკულირე კორტიზოლის მუდმივად მაღალი დონე, ანელებს მეტაბოლიზმს და იწვევს კვებითი მოთხოვნილებების გამძაფრებას; აძნელებს ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: ძილი, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი საკვების მიღება. სტრესის ხანგრძლივი მოქმედება მხოლოდ წონის მატებით და მეტაბოლიზმის შენელებით არ შემოიფარგლება, ვითარდება ან მძაფრდება სხვა დაავადებებიც:
- თავის ტკივილი და შაკიკი
- უენერგიობა დღისით და უძილობა ღამით
- თმის და კანის ხარისხის გაუარესება
- კბილების დაზიანებებისადმი მიდრეკილება
- საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები
- იმუნიტეტის დაქვეითება
- ლიბიდოს დაქვეითება
- სუნთქვის უკმარისობა
- და სხვა
როგორ შევამციროთ კორტიზოლის დონე?
კორტიზოლის დონის შემცირების სხვადასხვა სტრატეგია გამოიყენება, იმის მიხედვით რა მიზეზი უდევს საფუძვლად ჰორმონის დონის მომატებას.
თუ კორტიზოლის დონის მატების მიზეზი ხანგრძლივი კორტიკოსტეროიდოთერაპიაა, უნდა მოხდეს მედიკამენტის დოზირების შემცირება ნელი ტემპით.
მკურნალობა
კუშინგის სინდრომი განპირობებულია ჰორმონი კორტიზოლის ჭარბად მასინთეზებელი სიმსივნეებით. ასეთი სიმსივნეების მკურნალობა ქირურგიულ ან რადიაციულ მეთოდებს მოიცავს, რადგან მედიკამენტები, რომლებიც კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ გამოიყენება, იწვევს ჰიპერგლიკემიას, დიაბეტს და სიცოცხლისთვის საშიშ ჰიპოკალემიას.
მკურნალობა ორიენტირებულია სტრესული ფაქტორების ზეგავლენის და კორტიზოლის დონის შემცირებაზე.
სტრესის მართვა
ქრონიკული სტრესული ფაქტორების მიზეზით კორტიზოლის დონის მატებესას, მნიშვნელოვანია სტრესორების აღმოჩენა. ჯანდაცვის ავტორიტეტების რეკომენდაციები, რომლებიც მუშაობენ ქცევით კორექციაზე:
- ფოკუსირება სტრესისადმი მდგრადობაზე.
- სტრესის შესამცირებელი ტექნიკების დახვეწა: სუნთქვითი ვარჯიში, ბრაზის მართვა, სამკურნალო მასაჟი, მუსიკის მოსმენა და სხვა
- საკმარისი ძილი. ეს გააძლიერებს იმუნიტეტს და სტრესისადმი თქვენს მდგრადობასაც გაზრდის.
ნუ გადადებთ საკუთარ ჯანმრთელობას უკანა პლნზე, მიუხედავად სტრესული სიტუაციის სიმძაფრისა.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ გრძნობთ კორტიზოლის მატების სიმპტომებს, წონის და კვებითი ჩვევების დარღვევებს, არტერიული წნევის ციფრების მატების ტენდენციას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ზოგიერთი დაავადენა, მაგალითად კუშინგის სინდრომი, რომელიც კორტიზოლის დონის მატებით ხასიათდება, მკურნალობის გარეშე შესაძლოა სავალაო შედეგებით დასრულდეს.
ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ სტრესის ჰორმონების კვლევას:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
რესურსები:
https://health.clevelandclinic.org/stress-and-weight-gain
https://www.verywellhealth.com/the-cortisol-weight-loss-controversy-3233036