ვაკანსია : კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენლი

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი „სინევო საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომუნიკაციის წარმოება ადგილობრივი სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებთან, ექიმებთან.
  • პროდუქტებზე/სერვისების პრომოცია  და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა,
  • რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, და/ან სამოქმედო გეგმის შესახებ.
  • კორპორაციული კლიენტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება;
  • პოტენციური დამკვეთების ობიექტებზე მისვლა, გადაწყვეტილების მიმღები პირების საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება, მათთან შეხვედრების ორგანიზება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სამედიცინო ან ბიოლოგიური განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

აუცილებელი უნარები:

  • პრეზენტაციის კარგი უნარი (ვერბალური უნარი);
  • კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • შედეგებზე ორიენტაცია;
  • შეცვლილ გარემოში ადაპტირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი – პარასკევი , 9:00-18:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე, 2023 წლის 7 იანვრამდე  მეილზე: vacancy@synevo.ge . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და რეგიონი  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

„სინევო” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
“სინევოში” თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “სინევოს” მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button