ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

კოლო-რექტული სიმსივნეები | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

 

კოლორექტული რეგიონის სიმსივნეები ვითარდება მაშინ, როდესაც მსხვილი ან/და სწორი ნაწლავის უჯრედები უკონტროლოდ იწყებს ზრდას.

კოლორექტული სიმსივნეების შემთხვევათა 72% იწყება მსხვილ ნაწლავში, ხოლო 28% სწორ ნაწლავში.

კოლორექტული სიმსივნეების უმეტესობა უსიმპტომოა. ნელი ზრდის გამო სიმპტომები ვითარდება შორსწასულ შემთხვევებში. რეგულარული სკრინინგის და პრევენციული ღონისძიებების მეშვეობით შესაძლებელია კოლორექტული სიმსივნეების დროული აღმოჩენა.

 

კოლორექტული სიმსივნეების ტიპები

სიმსივნის განვითარების ლოკაციიდან გამომდინარე, კოლორექტული სიმსივნის რამდენიმე ტიპს გამოყოფენ:

  • ადენოკარცინომა – შემთხვევათა 96%-ში გვხვდება. ვითარდება მსხვილი ან სწორი ნაწლავის ლორწოვანის ეპითელიუმიდან
  • კარცინოიდული სიმსივნე – ვითარდება ნაწლავის ჰორმონულად აქტიური უჯრედებიდან
  • გასტროინტესტინური სტრომული სიმსივნეები – არსებული მოსაზრებით კუჭის და ნაწლავების ნერვული წნულების უჯრედებიდან იღებს სათავეს
  • ლიმფომა – გასტრო-ინტესტინური ტრაქტის იმუნური უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნეები
  • სარკომა – ვითარდება სისხლძარღვებისა და კუნთების შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურებიდან

 

კოლორექტული სიმსივნეების მიზეზები

მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნეთა უმეტესობა დასაწყისში პოლიპის სახით ვითარდება. პოლიპი თავისთავად კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, თუმცა კოლორექტული პოლიპების უმეტესობა შეიძლება იყოს ჰიპერპლაზიური და ანთებითი ხასიათის, განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ნახევარში, რაც მათი გადაგვარების პოტენციალს ზრდის. ზოგიერთი პოლიპი ადენომატოზური ხასიათისაა, რაც სიმსივნისწინა მდგომარეობად ითველბა და ჩარევის გარეშე ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის.

კოლორექტული სიმსივნეები შეიძლება წარმოიქმნას ნაწლავის კედლის ნებისმიერი დისპლაზიური (გადაგვარებული) უჯრედიდან.

 

კოლორექტული სიმსივნეების რისკ-ფაქტორები

კოლორექტული სიმსივნე ნებისმირ ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს, მაგრამ უფრო ხშირია 50 წლის ასაკის შემდეგ.

სიცოცხლის განმავლობაში მამაკაცებში დაავადების განვითარების რისკი 1:22 შეადგენს, ხოლო ქალებში 1:24.

რისკ-ფაქტორები ზრდის დაავადების განვითარების ალბათობას:

  • კოლორექტული სიმსივნის ან პოლიპების პერსონალური ან ოჯახური ანამნეზი
  • ცხოველური და ზედმე
  • ხორცით და ხორცპროდუქტებით უხვი რაციონი
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება)
  • მემკვიდრული დაავადებები, როგორებიცაა ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი და მსხვილი ნაწლავის მემკვიდრული არაპოლიპური კიბო
  • სიმსუქნე
  • თამბაქოს მოხმარება
  • ნაკლები ფიზიკური აქტივობა
  • ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება
  • ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
  • ძუძუს კიბო
  • 50 წლის ასაკამდე დიაგნოსტირებული საკვერცხის და საშვილოსნოს კიბო

პოლიპებს ავთვისებიანი გადაგვარების მეტი რისკი აქვთ, თუ:

  • ზომა აღემატება 1 სანტიმეტრს
  • 2-ზე მეტია რაოდენობით
  • ავლენს დისპლაზიის ნიშნებს

 

კოლორექტული სიმსივნეების სიმპტომები

  • ნაწლავის ჩვეული აქტივობის შეცვლა (შეკრულობა, ფაღარათი)
  • სისავსის შეგრძნება ნაწლავის დაცლის მიუხედავად
  • სისხლდენა სწორი ნაწლავიდან
  • სისხლდენა დეფეკაციის დროს
  • განავლის ფორმის ცვლილება
  • სპაზმური ტკივილი მუცელში
  • წონის უმიზეზო კლება
  • ანემიის ლაბორატორიული სურათი
  • საერთო სისუსტე

 

დიაგნოსტიკა

ფიზიკალური და ინსტრუმენტული გამოკვლევების პარალელურად ხდება ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური შესწავლა. ასევე ტარდება განავლის ბიოქიმიური კვლევები  და კვლევა ფარულ სისხლდენაზე. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია კოლორექტული სიმისვნეების გენეტიკური დიაგნოსტიკა.

 

კოლორექტული სიმსივნეების მკურნალობა

კოლორექტული სიმსივნეების მკურნალობა განისაზღვრება ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა:

  • დაავადების სტადია
  • ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • რისკ-ფაქტორები
  • მკურნალობის შესაძლებლობები
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები და სარგებელი

აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, პაციენტის ინფორმირებული თანხმობით ექიმი იღებს გადაწყვეტილებას  ოპტიმალური მკურნალობის ვარიანტებზე:

  • ქირურგიული ჩარევა
  • რადიაციული თერაპია
  • რადიოსიხშირული აბლაცია
  • ქიმიოთერაპია
  • იმუნოთერაპია
  • დამიზნებითი თერაპია
  • პალიატიური მოვლა

 

კოლორექტული სიმსივნეების პრევენცია

კოლორექტული, ისევე როგორც ნებისმიერი სიმსივნის პრევენციის პირველ საფეხურს – ჯანსაღი ცხოვრების წესი წარმოადგენს.

ჯანსაღი კვებითი ჩვევები, საკმარისი ფიზიკური აქტივობა, სამკურნალო საშუალებების გონივრული გამოყენება – ამცირებს კოლორექტული სიმსივნეების განვითარების რისკს.

მენოპაუზაში მყოფ ქალებს, რომლებიც ესტროგენ-პროგესტერონით თერაპიაზე იმყოფებიან, კოლორექტული სიმსივნეების განვითარების ნაკლები რისკი აქვთ, თუმცა, დაავადების განვითარების შემთხვევაში, როგორც წესი უფრო გვიან სტადიაზე ხდებახოლმე მისი აღმოჩენა. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია ზრდის სხვა სიმსივნეების განვითარების რისკსაც.

კოლორექტული სიმსივნეების რეგულარული სკრინინგი აუცილებელია 45-75 წლის ასაკის ადამიანებში. რეკომენდებულია ჩამოთვლილთაგან 1 კვლევის ჩატარება მაინც:

  • ფარული სისხლდენის ტესტი – წელიწადში ერთელ
  • კოლონო-სიგმოიდოსკოპია – 5 წელიწადში ერთხელ
  • კტ-კოლონოგრაფია – 5 წელიწადში ერთხელ
  • კოლონოსკოპია – 10 წელიწადში ერთხელ
  • კოლორექტული სიმსივნის გენეტიკური კვლევა – საჭიროების შემთხვევაში

 

 

 

 

 

 

 

ლაბორატორია “სინევო“ გთავაზობთ კოლორექტული სიმსივნეების სკრინინგულ ტესტებს და გენეტიკური სიმსივნეების სადიაგნოსტიკო პანელებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

 

 

წყარო:

https://www.webmd.com/colorectal-cancer/colorectal-polyps-cancer

Call Now Button