ბავშვთა ჯანმრთელობის პროფილი & რევმატოიდული ფაქტორი

ზოგადი ინფორმაცია

ბავშვთა ჯანმრთელობის პროფილური კვლევა (ბავშვთა პროფილი I), ბავშვის ასაკისა და განვითარების სტადიის გათვალისწინებით, იძლევა ინფორმაციას ზრდის პროცესში განვითარებულ პრობლემებზე, როგორიცაა ანემია, ანთებითი და ინფექციური პროცესები, სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექცია და მისი გართულებები, რევმატიული დაავადებები და სხვა.

პროფილი მოიცავს შემდეგ 4 კვლევას:

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

პროფილური კვლევის ჩატარება მიზანშეწონილია, თუ ბავშვს აღენიშნება ანემიისთვის, ანთებითი და ინფექციური პროცესებისთვის, სტრეპტოკოკული ინფექციისა და მისი გართულებებისთვის , რევმატიული დაავადებებისთვის  დამახასიათებელი სიმპტომები.
კვლევა ტარდება პროფილაქტიკის – ბავშვის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასების – მიზნით.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

 

დამატებითი ინფორმაცია

 

სისხლის საერთო ანალიზი & ედს

ანალიზი შეიძლება ჩატარდეს, როგორც რუტინული შემოწმების ნაწილი პრობლემების გამოსავლენად ან იმის გამო, რომ ბავშვი თავს კარგად არ გრძნობს. სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების დონეს შეუძლია ექიმს მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო პრობლემების შესახებ, როგორიცაა ანემია, ინფექციები, ანთება და სხვა.

სისხლის წითელი უჯრედები შეიცავენ ჰემოგლობინს, რომელიც ატარებს ჟანგბადს სხეულის ქსოვილებში და უზრუნველყოფს სისხლის წითელ ფერს. როდესაც ჰემოგლობინის დონე დაბალია, ბავშვი შეიძლება იყოს ფერმკრთალი და აწუხებდეს ადვილად დაღლა, მისი გულისცემა და სუნთქვის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ჟანგბადის ნაკლებობის გამო.

თრომბოციტები წარმოქმნიან თრომბებს, რაც ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას სისხლძარღვის დაზიანების შემთხვევაში. როდესაც თრომბოციტების რაოდენობა დაბალია, სისხლდენა ადვილად ვითარდება. თრომბოციტების დაბალი რაოდენობის მქონე ბავშვს შეიძლება ადვილად განუვითარდეს სისხლჩაქცევები ან ხშირად ჰქონდეს ცხვირიდან სისხლდენა. სისხლი განავალში და შარდში ნაკლებად ხშირია.

სისხლის თეთრი უჯრედები

ნეიტროფილები ებრძვიან სოკოებით და ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციებს. ნეიტროპენია (რაოდენობის შემცირება) შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნური პროცესით ან დაავადებებით, დარღვევებით ან ინფექციებით, რომლებიც აზიანებენ ძვლის ტვინს. გარდა ამისა, ზოგიერთმა მედიკამენტმა ან მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიტროპენია.

ლიმფოციტები იცავენ ორგანიზმს ვირუსული ინფექციებისგანაც. ლიმფოციტოპენია შეიძლება გამოწვეული იყოს მემკვიდრეობითი სინდრომით, ასოცირებული იყოს გარკვეულ დაავადებებთან ან იყოს მედიკამენტების ან სხვა სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტი.

მონოციტები ხელს უწყობენ მკვდარი ან დაზიანებული ქსოვილის მოცილებას და ორგანიზმის იმუნური პასუხის რეგულირებას. ინფექციებმა, სიმსივნურმა პროცესებმა, აუტოიმუნურმა დაავადებებმა და სხვა მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს მონოციტების რაოდენობის გაზრდა. რაოდენობის შემცირება შეიძლება იყოს ტოქსინების, ქიმიოთერაპიის და სხვა მიზეზების შედეგი.

ეოზინოფილია (ეოზინოფილების რაოდენობის მატება) შეიძლება გამოწვეული იყოს ყველაზე ხშირად ალერგიული რეაქციით ან პარაზიტული ინფექციით.

ბაზოფილების რაოდენობის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიული რეაქციებით ან ინფექციით. გაზრდილი რაოდენობა კი –  სიმსივნური პროცესით ან სხვა დარღვევებით.

C რეაქტიული ცილა (CRP)

ტესტი კეთდება მაშინ, როცა ბავშვს აქვს ანთების ან ინფექციის ნიშნები ან ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადება, ართრიტი და სისტემური წითელი მგლურა. CRP-ის განსაზღვრა ხდება ასევე ინფექციისა და ანთების მკურნალობის მონიტორინგისთვის.

ანტისტრეპტოლიზინი O

ანტისტრეპტოლიზინი O-ს ტიტრის (ASLO) განსაზღვრა არის სისხლის ტესტი, რომელიც გამოიყენება A ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკისთვის. ის გამოიყენება არა მიმდინარე სტრეპტოკოკული ინფექციის დიაგნოსტირებისთვის, არამედ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს წინა სტრეპტოკოკულური ინფექციით, რომელიც არ იყო ნამკურნალები ან ამ ინფექციის გართულებები.

გართულებებიდან ბავშვებში ყველაზე ხშირია სკარლეტის ცხელება, რომელსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. მას თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • წითელი გამონაყარი, რომელიც ჰგავს მზის დამწვრობას.
  • წითელი ხაზები საზარდულის, მკლავების, იდაყვების, მუხლებისა და კისრის გარშემო.
  • გაწითლებული სახე პირის ირგვლივ ფერმკრთალი წრით.
  • წითელი და მუწუკებიანი ენა, რომელიც შესაძლოა ადრევე დაფარული იყოს თეთრი საფარით.

გართულებებიდან ხშირია ასევე რევმატიული ცხელება. მისი სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება დაახლოებით ერთიდან ხუთ კვირამდე მას შემდეგ, რაც ბავშვი დაინფიცირდება სტრეპტოკოკით. სიმპტომები:

  • სახსრების ანთება რაც იწვევს შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს;
  • მცირე, უმტკივნეულო, მყარი მუწუკები (კვანძები) კანქვეშ, ხშირად ძვლოვან უბნებზე;
  • უჩვეულო, სწრაფი მოძრაობები, ყველაზე ხშირად სახის და ხელების. ეს ხშირად შეინიშნება ბავშვის ხელწერის ცვლილებისას,
  • წითელი გამონაყარი უცნაური კიდეებით ტანზე, მკლავებზე ან ფეხებზე;
  • ცხელება;
  • წონაში კლება;
  • ენერგიის ნაკლებობა (დაღლილობა);
  • კუჭის ტკივილი.

გართულებებს შორისაა ასევე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:

  • სისხლი ბავშვის შარდში (ჰემატურია) – მუქი, ყავისფერი შარდი;
  • შეშუპება თვალების ან ტერფების ირგვლივ;
  • იშვიათი ტირილი ან ტირილის საერთოდ შეწყვეტა;
  • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), რომელიც იწვევს თავის ტკივილს;
  • ადვილად დაღლა;
  • ცილა შარდში (პროტეინურია);

რევმატოიდული ფაქტორი (RF)

რევმატოიდული ფაქტორი (RF) არის აუტოანტისხეულების ჰეტეროგენული ჯგუფი ორგანიზმის საკუთარი G იმუნოგლობულინის მიმართ, რომელმაც შეიცვალა თავისი თვისებები ვირუსის ან სხვა აგენტის ზემოქმედების ქვეშ. ისინი, როგორც წესი, IgM ანტისხეულებია, მაგრამ შეიძლება წარმოადგენდნენ IgG და IgA ანტისხეულებსაც. RF არ არის სპეციფიური მხოლოდ რევმატოიდული ართრიტისთვის და განისაზღვრება შემაერთებელი ქსოვილის სხვა დაავადებების და ზოგიერთი ქრონიკული ინფექციის (ენდოკარდიტი, ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი) დროსაც.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის/მასალის შეგროვების წესები

სისხლის ნიმუშის აღება, პროფილური კვლევებისთვის,  აუცილებელია უზმოდ, დილით.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

ბავშვთა ჯანმრთელობის პროფილი & რევმატოიდული ფაქტორი – 71 ლარი, ნაცვლად 97 ლარისა

English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button