კალციუმისა და საერთო ვიტამინი D–ს სკრინინგის პროფილში დამატებით კეთდება სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც გვაძლევს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას.
პროფილის ძირითადი პარატმეტრებია კალციუმის და საერთო D ვიტამინის განსაზღვრა, რომელთა ცვლაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
შრატში კალციუმის დონის გამოკვლევა ორგანიზმში კალციუმის ცვლის შეფასების საშუალებას იძლევა . იგი არის ძვლებისა და კბილების უაღრესად მნიშვნელოვანი მინერალური კომპონენტი, რომელიც ორგანიზმში კალციუმის რეზერვების რეზერვუარს ქმნის. კალციუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გადაცემაში, კუნთების შეკუმშვასა და მოძრაობებში, გულის მოქმედების და კოაგულაციის პროცესებში.
შრატში კალციუმის დონის განსაზღვრას მიმართავენ ძვლების, თირკმელების, პარათირეოიდული ჯირკვლებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მონიტორინგისა და კონტროლისთვის. მისი ცვლა მჭიდროდ არის დაკავშირებული სხეულში D ვიტამინის დონესთან.
ვიტამინი D — ცხიმში ხსნადი სეკოსტეროიდია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფატისა და თუთიის შეწოვას. ვიტამინი D კრიტიკულ როლს თამაშობს კალციუმის ჰომეოსტაზსა და მეტაბოლიზმში. მისი ნაკლებობა იწვევს რაქიტს და ოსტეომალაციას. D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს ჰიპერკალცემიას. ზოგადად, D ვიტამინი მოქმედებს, როგორც თანდაყოლილი იმუნიტეტის აქტივატორი და ადაპტაციური (შეძენილი) იმუნიტეტის შემასუსტებელი. ვიტამინის ნაკლებობა დაკავშირებულია ვირუსული ინფექციებისადმი როგორიცაა: HIV (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) და ინფლუენზა, გაზრდილ რისკთან.
D ვიტამინის ნაკლებობა, ასევე, წარმოადგენს ტუბერკულოზის განვითრების რისკ ფაქტორს.
ორსულობის პერიოდში D ვიტამინის დაბალი მაჩვენებლები დაკავშირებულია ორსულთა დიაბეტთან, პრეეკლამპსიასა და მცირე ზომის ნაყოფთან.
კალციუმისა და ვიტამინი D–ს ცვლის მოშლასთან დაკავშირებული მდგომარეობები:
-რაქიტი,სიმსივნე, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, დეპრესია, იმუნური სისტემის დაქვეითება, აუტოიმუნური დაავადებები.
-პოსტმენოპაუზის პერიოდის ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის, თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფიის, ორსულობის, ახალშობილთა ჰიპოკალციემიის და ჰიპოპარათირეოზის დიაგნოზი და კონტროლი.
ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი. სისხლს იღებენ დილით უზმოზე და მინიმუმ 10 დღის განმავლობაში არ უნდა მივიღოთ D ვიტამინის ან D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატები .
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი,სხვამეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიცსიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზისზუსტად დასასმელად.
პროფილის ჩატარებისას თქვენ ზოგავთ დროსა და თანხას
Code /კოდი | პროფილური კვლევა / Profiles | Profile Price\პროფილის ფასი | ფასი GEL/Regular price Gel | პასუხის დრო (სამუშაო დღე)**/Time to results (working days)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია *****/Where is performed***** |
1926 | Calcium (Ionized)\ კალციუმი (იონიზირებული) | 11 | 1 | Georgia | |
1145 | Vitamin D Total\ ვიტამინი D საერთო | 80 | 1-2 | Georgia | |
4018 | Complete Blood Count+ESR\ სისხლის საერთო ანალიზი + ედსი | 20 | 1 | Georgia | |
190 | Profile Price\პროფილის ფასი | 79 | 111 | 1-2 | Georgia |
3000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი, ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი ,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს>
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის პროვაიდერია, რომელიც გთავაზობთ 3000-ზე მეტ რუტინული და რთულ/სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტებს კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში. 2019 წლის ბოლოს ,,სინევო საქართველო-ს’’ ქსელი მოიცავს ერთ ცენტრალურ ლაბორატორიას, 2 რეგიონალურ ლაბორატორიას და სისხლის ასაღებ 30 პუნქტს, რომელიც ჯამში 260,000-ზე მეტ ტესტს ასრულებს.
2020 © სინევო. ყველა უფლება დაცულია
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
+(995)322 39 40 65
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.
Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.