ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

კალციუმისა და საერთო ვიტამინი D სკრინინგის პროფილი მოიცავს შემდეგი პარამეტრების კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

პროფილის ძირითადი პარამეტრებია კალციუმის და საერთო D ვიტამინის განსაზღვრა, რომელთა ცვლაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

შრატში კალციუმის დონის გამოკვლევა ორგანიზმში კალციუმის ცვლის შეფასების საშუალებას იძლევა. იგი არის ძვლებისა და კბილების უაღრესად მნიშვნელოვანი მინერალური კომპონენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გადაცემაში, კუნთების შეკუმშვასა და მოძრაობებში, გულის მუშაობის და კოაგულაციის პროცესებში.

შრატში კალციუმის დონის განსაზღვრას მიმართავენ ძვლების, თირკმლების, პარათირეოიდული ჯირკვლებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მონიტორინგისა და კონტროლისთვის. მისი ცვლა მჭიდროდ არის დაკავშირებული სხეულში D ვიტამინის დონესთან.

ვიტამინი D — ცხიმში ხსნადი სეკოსტეროიდია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფატისა და თუთიის შეწოვას. ვიტამინი D კრიტიკულ როლს თამაშობს კალციუმის ჰომეოსტაზსა და მეტაბოლიზმში. მისი  ნაკლებობა იწვევს რაქიტს და ოსტეომალაციას. D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს ჰიპერკალცემიას. ზოგადად, D ვიტამინი მოქმედებს, როგორც თანდაყოლილი იმუნიტეტი აქტივატორი და ადაპტაციური (შეძენილი) იმუნიტეტის შემასუსტებელი. ვიტამინის ნაკლებობა დაკავშირებულია ვირუსული ინფექციების (HIV (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) და ინფლუენცა) განვითარების გაზრდილ რისკთან.

D ვიტამინის ნაკლებობა, ასევე, წარმოადგენს ტუბერკულოზის განვითარების რისკ ფაქტორს.

ორსულობის პერიოდში D ვიტამინის დაბალი მაჩვენებლები დაკავშირებულია ორსულთა დიაბეტთან, პრეეკლამფსიასა და მცირე ზომის ნაყოფთან.

როდის ჩავიტაროთ კალციუმისა და საერთო ვიტამინი D-ს სკრინინგის პროფილი?

კალციუმისა და ვიტამინი D ცვლის მოშლასთან დაკავშირებული მდგომარეობები:

  • რაქიტი, სიმსივნე, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, დეპრესია, იმუნიტეტის დაქვეითება, აუტოიმუნური დაავადებები.
  • პოსტმენოპაუზის პერიოდის ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის, თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფიის, ორსულობის, ახალშობილთა ჰიპოკალციემიის და ჰიპოპარათირეოზის დიაგნოზი და კონტროლი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

კვლევა კეთდება უზმოდ. მინიმუმ 10 დღის განმავლობაში არ უნდა მივიღოთ D ვიტამინი ან D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატები.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

Ca & D3 ვიტამინი | სკრინინგის პროფილი – 81 ლარი, ნაცვლად 119 ლარისა

Call Now Button