რა არის ბიოტინი?
ბიოტინი მიკრონუტრიენტია, რომლის დეფიციტი აისახება თმის და კანის ჯანმრთელობაზე. ბიოტინის დეფიციტი შესაძლოა იყოს გენეტიკური ხასიათის – ბიოტინიდაზას თანდაყოლილი დეფიციტით გამოწვეული, ისევე როგორც შეძენილი – რაც განპირობებულია მისი შეწოვის დარღვევით, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებებით, კვებითი რაციონის თავისებურებებით, მაგნიუმის დეფიციტით, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებითფართო სპექტრის ანტიბიოტიკების, ანტიკონვულსანტების ხანგრძლივი მიღებით და სხვა.
სარჩევი
ბიოტინი ასევე ცნობილია როგორც ვიტამინი B7, ეხმარება ორგანიზმს მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნაში. ბიოტინს ვიღებთ ისეთი საკვებით, როგორებიცაა: ხორცი, კვერცხი, თევზი, ასევე ზოგიერთი მარცვლეული, ბოსტნეული. ის შედის ბევრი საკვები დანამატის შემადგენლობაში.
ბიოტინის სარგებელი
ბიოტინი (ვიტამინი B7) ორგანიზმის არაერთი ორგანოს გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს: ნერვული სისტემის, თვალის, ღვიძლის, კანის, თმის და სხვა. ბიოტინის მეშვეობით გამართულად ფუნქციონირებს უჯრედული ენზიმები (ფერმენტები).
დიაბეტი
ბიოტინი მონაწილეობს სისხლში გლუკოზის და ქოლესტეროლის კონცენტრაციის შემცირებაში, თუმცა ის გავლენას ვერ ახდენს ინსულინის დონეზე. B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული სისტემის
თმა, ფრჩხილი, კანი
ბიოტინი მნიშვნელოვანი ფაქტორია თმის, კანის და ფრჩხილის ნორმალური ზრდისთვის, რადგან ის ხელს უწყობს საჭირო ცილების წარმოქმნას შემაერთებელქსოვილოვან სტრუქტურებში. დადგენილია, რომ გამელოტების (ალოპეციის) სხვადასხვა ფორმის დროს, მკურნალობის ძირითად მეთოდებტან ერტად ბიოტინის მირება ხელს უწყობს თმის ზრდის პროცესს. მუშაობაში. ასევე ბიოტინის დეფიციტი კავშირშია კანის ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა დერმატიტი, აკნეს ნაწიბურები და სხვა.
პრენატალური ჯანმრთელობა
ბიოტინი აუცილებელი კომპონენტია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის. კვლევების თანახმად ორსულტა მესამედს აღებიშნება ბიოტინის ზომიერი დეფიციტი რაც შესაძლოა გამოვლინდეს ნაყოფის ზრდის, ან იმუნური სისტემის ჩამოყალიბების შეფერხებაში.
ნერვული სისტემა
ბიოტინი გავლენას ახდენს ნერვული სისტემის განვითარებაზე – კერძოდ ის მონაწილეობს მიელინის გარსის ჩამოყალიბებაში, ასევე ნეიროტრანსმიტერების აქტივობაში. ის წარმოადგენს კარბოქსილირების რეაქციებში მონაწილე ფერმენტების კოენზიმს. ამ ბიოქიმიური რეაქციებით ხდება ცხიმოავნი მჟავების სინთეზი (ცხიმოვანი მჟავები მონაწილეობს მიელინის გარსის ფორმირებაში).
ბიოტინი გავლენას ახდენს ნერვული სისტემისთვის აუცილებელი ცილების სინტეზზე – რაც აუცილებელი პროცესია ნეირონების ზრდისა და განვიტარებისთვის.
ბიოტინით მდიდარი საკვები
ბიოტინი წყალში ხსნადი ვიტამინია, ამიტომ ორგანიზმს მისი დეპონირება (შენახვა) არ შეუძლია – ისე, როგორც ცხიმში ხსნად ვიტამინებს ინახავს. ამიტომ, აუცილებელია ბიოტინის შემცველი პროდუქტების ყოველდღიური მიღება.
მთელი რიგი პროდუქტები უხვად შეიცავს ბიოტინს:
- საქონლის ღვიძლი
- კვერცხის გული
- რძე
- ბანანი
- თხილეული
- ორაგული
- სოკო და სხვა
ბიოტინის დეფიციტი
ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობის და ადექვატური კვებითი რაციონის პირობებში ბიოტინის დეფიციტის განვითარება იშვიათია, თუმცა განვითარების შემთხვევაში სიმპტომები თანდათანობით ვლინდება.
სიმპტომები
- თმის ცვენა
- კანის სიწითლე თვალების, პირის, ცხვირის და გენიტალიების ირგვლივ
- მსხვრევადი ფრჩხილები
- დეპრესია
- უენერგიობა
- ჰალუცინაციები
- კიდურების დაბუჟება
- გულყრები
რადგან ბიოტინი წყალში ხსნადი სუბსტანციაა, დიდი დოზებით მიღების შემთხვევაშიც კი იშვიათია მისი ტოქსიკური ეფექტი, თუმცა ხანგრძლივი დროის მანძილზე ზედოზირებამ შესაძლებელია არასასურველი ეფექტი მოგვცეს.
ვიტამინების დეფიციტის და მასთან ასოცირებული მდგომარეობების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის, “სინევო” გთავაზობთ:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან
რესურსები:
https://health.clevelandclinic.org/vitamin-k2#What%20Is%20Vitamin%20K2?
https://www.healthline.com/nutrition/vitamin-k1-vs-k2#TOC_TITLE_HDR_7
https://innovixlabs.com/blogs/insights/vitamin-k-testing