ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების დამადასტურებელი სერტიფიკატი აუცილებელი პირობაა საყვარელ ოთხფეხა მეგობართან ერთად საზღვრებს მიღმა მოგზაურობისათვის
შინაური ცხოველის ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა უკვე შესაძლებელია ლაბორატორია “სინევოში”. პროცედურა რამდენიმე მარტივ საფეხურს მოიცავს:
ტესტირებისთვის ნიმუშის აღება რეკომენდებულია ანტირაბიული აცრიდან არანაკლებ 30 დღისა
ცხოველის მეპატრონე “სინევოს” თბილისის ფილიალებში მიიღებს ცოფის ანტისხეულების ტესტირებისთვის:
– სააპლიკაციო ფორმას
– სინჯარას – 5მლ (სისხლის ასაღებად)
– ყუთს და გელპაკს – ტრანსპორტირებისთვის.
მასალის აღება განხორციელდება ვეტერინარულ დაწესებულებაში. სისხლის ნიმუშის დაცენტრიფუგირება აუცილებელია აღებისთანავე, ვეტერინარის მიერ. ასევე ვეტერინარის მიერ ივსება სააპლიკაციო ფორმა
გელ-პაკიან ყუთში განთავსებული ნიმუში და შევსებული სააპლიკაციო ფორმა იმავე დღეს, სამუშაო საათებში უნდა დაბრუნდეს იმავე ფილიალში, საიდანაც მოხდა სააპლიკაციო ფორმის და სინჯარის გაცემა
სისხლის აუცილებელი მინიმალური მოცულობა 1მლ შეადგენს
კვლევის შედეგი და სერტიფიკატის ელექტრონული ვერსია გაიცემა ტესტირებიდან 12 სამუშაო დღეში
სერტიფიკატის ბეჭდური ვერსიის გაცემის ვადა 30 სამუშაო დღეს შეადგენს
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი