ალერგიულ დაავადებებს მსოფლიოში გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს შორის ერთერთი მოწინავე ადგილი უკავია. კვლევების თანახმად, მნიშვნელოვნად მატულობს ატოპიების გამოვლენის სიხშირე ბავშვთა ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კონსენსუსი ატოპიური (ალერგიული) დაავადებების გენეტიური წინასწარგანწყობის შესახებ, ავადობის რიცხვის ზრდა შესაძლოა აიხსნას მხოლოდ გარემო ფაქტორების ცვლილებით.
ალერგიული პროცესების დროს მოწოდებულია ალერგიული ტესტების და მათ შორის საერთო და ალერგენსპეციფიური IgE განსაზღრა.
ფადიატოპი ალერგიული სკრინინგტესტია, საინჰალაციო ალერგენების მიმართ მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიურობით. წარმოადგენს ენზიმურ იმუნოანალიზს და იკვლევს IgE ანტისხეულების არსებობას ისეთი ალერგენების ნარევის მიმართ როგორიცაა: ბალახების, ხეების, სარეველების მტვერი, კატის და ძაღლის ბეწვი, მტვრის ტიპები და ობი. პოზიტიური პასუხი გულისხმობს, რომ ადამიანი ალერგიულია ამ ალერგენებიდან მინიმუმ ერთის მიმართ მაინც. გასათვალისწინებელია, რომ ტესტი არ აფასებს მგრძნობელობას საკვების, წამლების და სხვადასხვა ქიმიური აგენტების მიმართ.
ფადიატოპი ინფანტი განკუთვნილია 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მოიცავს ისეთი კვებითი და საინჰალაციო ანტიგენების მიმართ განვითარებული IgE ანტისხეულების გამოვლენას, როგორიცაა: ქათმის კვერცხი, ძროხის რძე, მიწისთხილი, კრევეტები, კატის ბეწვი და ეპითელიუმი, ძაღლის ბეწვი, ოთახის მტვრის ტკიპა, ვერცხლისფერი ნაძვი, ამბროზია, კედლისპირა.
როდის ჩავიტაროთ კვლევა? ალერგიული პროცესისთვის დამახასიათებელი მინიმუმ ერთი სიმპტომის არსებობისას (რინიტი, ცხვირიდან ჩამონადენი, კანისა და ლორწოვანების ქავილი, ცემინება), რომლის ხანგრძლივობა 4 კვირა და მეტია, რეკომენდებულია ფადიატოპი ან ფადიატოპი-ინფანტის ტესტის ჩატარება (საჭიროების მიხედვით გამოიყენება ალერგიული პანელებიც და ინდივიდუალური ტესტები ალეგენებზე). კვლევის ჩატარებას აზრი აქვს სიმპტომების არსებობისას და დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის. ფადიატოპის და ფადიატოპი-ინფანტის ტესტის სენსიტიურობის და სპეციფიურობის მაჩვენებელი 96,5-98,5%, როგორც მოზრდილებში ისე ბავშვებში.
დიფერენცირებული დიაგნოსტიკა ლაბორატორიული ტესტები საშუალებას იძლევა ატოპიური (ალერგიული) დერმატიტის დიფერენცირება მოვახდინოთ ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა სებორეა, ეგზემა, ტოქსიდერმია და სხვები.
როგორ კეთდება ტესტი? საკვლევი მასალაა ვენური სისხლი
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის? სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს.
შედეგების ინტერპრეტაცია: ფადიატოპის და ფადიატოპი ინფანტის პოზიტიური პასუხი მიუთითებს, რომ ადამიანი ალერგიულია მოცემული ალერგენების ნარევის მინიმუმ ერთ კომპონენტზე. თუმცა, როდესაც ალერგენთან კონტაქტი წყდება სპეციფიკური IgE კონცენტრაცია კვლავ მცირდება, შესაბამისად ნეგატიური პასუხი არ გამორიცხავს ალერგიას.
ალერგიული დაავადებების დიაგნოსტირებისთვის სინევო გთავაზობთ შემდეგ ლაბორატორიულ ტესტებს:
🟨დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე ან/და მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე.
☎️🔥ცხელი ხაზი: 032 2 800 111 (დარეკეთ 08:30-22:00)
🏠🚐თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბინაზე გამოძახების სერვისით 08:30-დან 22:00-მდე.
🏥აირჩიე უახლოესი ფილიალი:https://synevo.ge/laboratories/
📧info@synevo.ge
🎯🛡ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან!