ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ჩვენს შესახებ

“სინევო”   დიაგნოსტიკური სერვისების  პროვაიდერია საქართველოში, რომელიც გთავაზობთ 1000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიკურ ტესტს  კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში.  2025 წლისთვის “სინევო საქართველოს” ქსელი მოიცავს 1 კლინიკურ ლაბორატორიას და  სისხლის აღების 62 პუნქტს. ლაბორატორიული პუნქტები  31 ქალაქშია განთავსებული. 230-ზე მეტი თანამშრომელი ემსახურება 150,000-ზე მეტ მომხმარებელს და წელიწადში  700,000-ზე მეტ ტესტსახორციელებს.

ბაზარზე 13 წლიანი გამოცდილებით, “სინევო საქართველო” უზრუნველყოფს კვლევების  სრულყოფილ და მაღალკვალიფიცირებულ შედეგებს.

სინევო საქართველო  კომპანია Medicover-ის ნაწილია. Medicover-ი  ჯანდაცვისა და დიაგნოსტიკური სერვისების წამყვანი საერთაშორისო პროვაიდერია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს შვედეთში და ოპერირებს Nasdaq Stockholm საფონდო ბირჟაზე. Medicover-ს საფუძველი დაედო  1995 წელს პოლონეთში,  ხარისხიან სამედიცინო  სერვისებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ.  შემდგომში კომპანიამ მოიცვა სხვა ქვეყნებიც. დღეისათვის  Medicover-ის უმსხვილესი კომპანიები  ოპერირებს  პოლონეთში, გერმანიაში, რუმინეთში, ინდოეთსა და უკრაინაში.

Medicover-ი უზრუნველყოფს  სამედიცინო სერვისების ფართო სპექტრს ამბულატორიულ კლინიკებში, ჰოსპიტლებში, სპეციალური მოვლის საჭიროების დაწესებულებებში, ლაბორატორიებსა და სისხლის აღების პუნქტებში. 

picaturi 3

დიაგნოსტიკური სერვისები – გთავაზობთ დიაგნოსტიკური სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორის ლაბორატორიული ტესტების ფართო სპექტრს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში, დაწყებული რუტინული ტესტებიდან მოწინავე ტესტებამდე და პრევენციიდან მკურნალობის მონიტორინგამდე. ბიზნესი მიმდინარეობს ცამეტ ქვეყანაში 118 ლაბორატორიის, 892 სისხლის აღების პუნქტისა და 27 კლინიკის ქსელის მეშვეობით. ძირითადი ბაზრებია გერმანია, რუმინეთი, პოლონეთი და უკრაინა.

გაცნობებთ Medicover-ის ზრდის გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს. Medicover-მა შეიძინა SYNLAB ჯგუფის ადგილობრივი ბიზნესები რუმინეთში, თურქეთში, კვიპროსში, სლოვენიაში, ხორვატიასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, რითაც გაფართოვდა Medicover-is ყოფნა რეგიონში და შევა სამ ახალ ბაზარზე.

მოიცავს 25 ლაბორატორიას და 80 სისხლის აღების პუნქტს (BDP), რომლებსაც დაახლოებით 675 კვალიფიციური პროფესიონალი უჭერს მხარს. ეს დაწესებულებები უზრუნველყოფენ აუცილებელ რუტინულ და მოწინავე ტესტირების მომსახურებას ფართო საზოგადოებისთვის, სპეციალისტი ექიმებისა და საავადმყოფოებისთვის.

 

ჯანდაცვის სერვისები – გთავაზობთ მაღალი ხარისხის ზრუნვას, რომელიც დაფუძნებულია პრევენციულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე, სპეციალიზებულ ჯანდაცვაზე, ნაყოფიერების მკურნალობაზე, უახლესი სტომატოლოგიური და ოპტიკოსის მომსახურებაზე, ასევე კეთილდღეობის გადაწყვეტილებებზე – მათ შორის სპორტული პაკეტები და დიეტები. ზრუნვა შემოთავაზებულია 180 სამედიცინო კლინიკაში, 40 საავადმყოფოში, 113 სტომატოლოგიურ კლინიკაში, 30 ნაყოფიერების კლინიკაში, 40 ოპტიკის შოურუმში, 16 ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, 50 აფთიაქში და 133 სპორტული დარბაზი. ძირითადი ბაზრებია პოლონეთი, ინდოეთი და რუმინეთი.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.medicover.com  

 
Call Now Button