სისხლის ანალიზები ბევრი პათოლოგიის სადიაგნოსტიკო საშუალებაა, მათ სორის: ინფექციების, ანემიის, ლიპიდური დარღვევების, ვიტამინების დეფიციტის, ორგანული უკმარისობის, შეძენილი იმუნოდეფიციტის, სიმსივნეების, დიაბეტის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და სხვა.
სარჩევი
სისხლის ანალიზები საჭიროა, ირგანიზმის სხვადასხვა აქტიური ნივთიერებების, მაგალითად ცილების, ჰორმონების, ქიმიური ნაერთების და ზოგიერთი უჯრედების შესასწავლადაც.
ეს კვლევები საერთო სურათს იძლევა პაციენტის ზოგად ჯანმრთელობაზე, რაც აუცილებელია დაავადების დიაგნოსტიკის, მონიტორინგის, ორგანული ფუნქციის შემოწმების და იმუნური სისტემის სტატუსის განსასაზღვრად.
რა დაავადებების დროს გამოიყენება სისხლის ტესტები?
დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ანემია, სიმსივნე, გულის კორონარული დაავადება, თირკმელების დაავადება, ღვიძლის დისფუნქცია, სხვადასხვა ინდექციები და სხვა – არასრული ჩამონათვალია იმ დაავადებების, რომლებიც ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას და მონიტორინგს საჭიროებს.
როგორც წესი იზოლირებულად ცალკეული ტესტის ჩატარება შესაძლოა არაინფორმატიული აღმოჩნდეს, რადგან ამა თუ იმ მდგომარეობების შესახებ ზოგადი სურათის შესაქმნელად საჭიროა კომპლექსური კვლევების ჩატარება.
როდის არის საჭირო ლაბორატორიული კვლევების ჩატარება?
- ჯანმრთელობის გეგმიური პროფილაქტიკური შემოწმება
- უკვე დიაგნოსტირებული დაავადების დროს, მდგომარეობის მონიტორინგის და მკურნალობის ეფექტურობის შეფასებისთვის
- სიმპტომების არსებობისას, დიაგნოსტიკის და დიფერნცირებული დიაგნოსტიკისთვის
- ორსულობისას
- ოპერაციული ჩარევების წინ
- დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობის დროს
- და სხვა
ზოგადი რეკომენდაციით, მიუხედავად სიმპტომების არარსებობისა, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ მაინც რუტინული პროფილაქტიკური ტესტების ჩატარება, რატა დროულად მოხერხდეს შესაძლო დარღვევების გამოვლენა
ამა თუ იმ პათოლოგიის რისკის არსებობისას, აუცილებელია კონკრეტული კვლევების რეგულარული ჩატარება (მაგ: გულის დაავადებების რისკ-ჯგუფის ადამიანებმა უნდა რეგულარულად აკონტროლონ ლიპიდური სპექტრი და გლუკოზა).
გარდა სპეციფიკური ანალიზებისა, რამდენიმე რუტინული კვლევა აუცილებელია ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის იღების და დაავადებების დიაგნოსტირებისთვის.
სისხლის საერთო ანალიზი
სისხლის საერთო ანალიზი ზოგადი ტესტია, რომელიც სისხლის სხვადასხვა კომპონენტებს იკვლევს: ერითროციტებს, ლეიკოციტებს, თრომბოციტებს, ჰემოგლობინს, ჰემატოკრიტს და ა.შ.
ამ მაჩვენებლების ანომალიები ისეთ დაავადებებზე მიუთითებს, როგორიცაა:
- ინფექციები
- ანემია
- შედედების პროცესების დარღვევები
- იმუნური სისტემის დარღვევები და სხვა.
სისხლის საერთო ანალიზი ინიშნება არაერთი დაავადების დროს.
ძირითადი მეტაბოლური ტესტები
რომელიც მოიცავს აუცილებელი მიკროელემენტებისა და მეტაბოლიზმის პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებების მაჩვენებლებს, როგორებიცაა:
- კალციუმი
- ნატრიუმი
- კალიუმი
- ბიკარბონატები
- ქლორი
- კრეატინინი
- შარდოვანა
- გლუკოზა
ამ კვლევების პათოლოგიური მაჩვენებლები ახასიათებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა:
დიაბეტი, თირკმლის დაზიანება, ელექტროლიტური დისბალანსით მიმდინარე დაავადებები. დიაგნოზის დაზუსტებისთვის როგორც წესი საჭირო ხდება დამატებითი კვლევები
ყოვლისმომცველი მეტაბოლური კვლევა
ძირითად მეტაბოლურ ტესტებთან ერთად მოიცავს დამატებით პროტეინებისა და იმ აქტიური სუბსტანციების კვლევებს, რომელთა მაჩვენებლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის:
- ალბუმინი
- საერთო ცილა
- ტუტე ფოსფატაზა
- ალტ
- ასტ
- ბილირუბინი
- გგტ და სხვა
ჩამოთვლილი ტესტების პათოლოგიური მნიშვნელობები არაერთი დაავადებისთვისაა დამახასიატებელი:
ტუტე ფოსფატაზა: სანაღვლე გზების ბლოკადა, ციროზი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტები, მონონუკლეოზი, ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევები, გულის დაავადება, თუთიის დეფიციტი
ალტ/ასტ: ციროზი, ჰეპატიტები, ღვიძლის სიმსივნეები,
ბილირუბინი: ჰემოლიზი, მედიკამენტების გვერდითი ეფექტები, ჟილბერის სინდრომი, ჰეპატიტები
ლიპიდური პროფილის კვლევები
როგორც წესი, იკვლევენ როგორც ათეროგენულ ანუ დაბალი სიმკვრივის, ისე არაათეროგენულ – მარალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს.
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL) “კარგი” ლიპოპროტეინებია, რადგან მათი მონაწილეობით ღვიძლი ანეიტრალებს არასაჭირო სუბსტანციებს .
დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL, VLDL) – „ცუდი“ ლიპოპროტეინებია, რადგან მონაწილეობს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნაში, სისხლძარღვის შიდა ზედაპირზე, რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარებას.
ასევე მნიშვნელოვანია მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს შორის თანაფარდობის – „ათეროგენობის ინდექსის“ განსაზღვრა , რათა შევაფასოთ კარდიოვასკულური დაავადებების განვიტარების რისკი.
ფარისებრი ჯირკვლის კვლევები
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური კვლევები მნიშვნელოვანი არამარტო ჯირკვლის პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ, არამედ მთერი რიგი სინდრომების დროსაც (ტაქიკარდია, არითმია).
T3 -ტრიიოდთირონინი თიროქსინთან ერთად არეგულირებს გულის რითმსა და სხეულის ტემპერატურას
T4 – თიროქსინი ტრიიოდთირონინთან ერთად არეგულირებს ზრდისა და მეტაბოლიზმის პროცესებს
TSH (თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი) – უარყოფითი უკუკავსირის პრინციპით არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონებს წარმოქმნას.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების და თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის პათოლოგიური კონცენტრაციები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს არაერთ პათოლოგიასთა
- ფარისებრი ჯირკვლის ჰიპო ან ჰიპერფუნქციასთან
- ჰიპოფიზის ადენომასტან ან სხვა პათოლოგიებთან
- რეპროდუქციული სისტემის პათოლოგებთან და ა.შ
კარდიული მარკერები
ენზიმები ანუ ფერმენტები ცილოვანი სტრუქტურებია, რომლებიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებში, როგორებიცაა მაგალიტად საკვები სუბსტანციების დაშლა და სისხლის შედედება.
- მაღალმგრძნობიარე ტროპონინი T – სისხლის ნაკადში აღმოჩნდება გულის უჯრედების დაზიანების დროს.
- ნატრიურეზული პეპტიდი B ტიპის და N-ტერმინალ პრო-ნატრიურეზული პეპტიდი B ტიპის – ეს ენზიმების გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს იმატებს სისხლში
- კრეატინკინაზა – ტვინის, გულის, ჩონჩხის განივზოლიანი კუნთების მიერ გამომუშავდება და ამ ქსოვილების დაზიანებისას იმატებს სისხლში მისი კონცენტრაცია.
- კრეატინკინაზას MB ფრაქცია – გულის კუნთოვან უჯრედებში წარმოიქმნება და მისი კონცენტრაციის მატება სისხლში, გულის შეტევის ან სხვა პათოლოგიის არსებობაზე მიუთითებს.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ტესტები
სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა უმეტესობა დიაგნოსტირდება სისხლის ანალიზით. ხშირად ეს კვლევები კომბინირებულია შარდის ან ნცხის გამოკვლევასთან.
სეროლოგიური კვლევით ხორციელდება სქესობრივი გზით გადამდები შემდეგი ინფექციების დიაგნოსტიკა:
- ჰერპესი
- აივი
- ათაშანგი
- ჰეპატიტები
კოაგულაციური ტესტები
კოაგულაციური ტესტები იკვლევს სისხლის შედედების პროცესს, შედედებისთვის საჭირო დროს, შედედებაში მონაწილე კომპონენტების აქტივობას და სხვა.
კოაგულაცია (სისხლის შედედება) მნიშვნელოვანი პროცესია სისხლდენის შესაჩერებლად, თუმცა სისხლის კოლტი ვენურ ან არტერიულ სისხლძარღვში შესაძლოა სისხლის მიოქცევის კრიტიკული მოშლის მიზეზი გახდეს თავის ტვინში, გულში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში, რაც სერიოზული გართულებების მიზეზი შესაძლოა გახდეს.
კოაგულაციური ტესტების მაცვენებლებით შეგვიძლია განვსაზღვროთ:
თრომბოზული მდგომარეობები
სისხლდენის რისკი
ღვიძლის პათოლოგიები
ვიტამინი K დეფიციტი
და სხვა
ნებისმიერი ლაბორატორიული ტესტის ჩაბარებამდე რეკომენდებულია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და მიიღოთ რეკომენდაციები. ასევე მოახდინოთ ექიმის ინფორმირება ნებისმიერ მედიკამენტსა თუ დანამატზე რასაც იღებთ, რათა კვლევების შედეგების სწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა ქონდეს სპეციალისტს.
ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ როგორც ადგილობრივი, ისე გასაგზავნი კვლევების ფართო სპექტრს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან
რესურსები
https://www.healthline.com/health/blood-tests