ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გავლენას ახდენენ ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო პროცესზე. ისინი აუცილებელია ქსოვილების ზრდისთვის, აგრეთვე ტვინისა და ნერვების ფუნქციის მომწიფებისა და შენარჩუნებისთვის. გარდა ამისა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები პასუხისმგებელნი არიან სხეულის სითბოს წარმოქმნასა და ჟანგბადის მოხმარებაზე. მათ აქვთ კონკრეტული მოქმედება ცალკეულ ორგანოებზე – გულზე, ღვიძლზე, თირკმლებზე, ჩონჩხის კუნთებსა და კანზე.
ფარისებრი ჯირკვლის სრული ფუნქციური მდგომარეობის და აუტოიმუნური დაზიანების დასადასტურებლად ან გამოსარიცხად რეკომენდებულია ფარისებრი ჰორმონების FT3, FT4 და TSH და თირეოიდული ანტისხეულების Anti TG; Anti TPO ერთდროული შესწავლა ანუ სრული თირეოიდული პროფილი – ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკური პროფილი.
შესწავლა რეკომენდებულია თირეოიდული ფუნქციის მომატებული ან დაქვეითებული სიმპტომების მქონე პაციენტებში.
ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის ნიშნები:
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების ნიშნებს:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების არსებობა სისხლით ნათესავებში;
ტესტი ასევე ინიშნება გადიდებული ჯირკვლის (ე.წ. “ჩიყვის”) ან “კვანძების” მქონე პირებში.
ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევისას პათოლოგიური კერების აღმოჩენისას.
ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.
ტესტის ჩაბარება ხდება უზმოდ, დილის საათებში (დაახლოებით 10 საათამდე). ტესტირებამდე ყავის მიღება და მოწევა სერიოზულად იმოქმედებს შედეგებზე. დასაშვებია ტესტირებამდე 250 მილილიტრი წყლის დალევა.
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat