Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ბავშვთა ჯანმრთელობის პროფილი & ვიტამინი D

 

ბავშვთა ჯანმრთელობის პროფილი & ვიტამინი D, ბავშვის ასაკისა და განვითარების სტადიის გათვალისწინებით, იძლევა ინფორმაციას ზრდის პროცესში განვითარებულ პრობლემებზე, როგორიცაა რკინის დეფიციტი (ანემია), ანთებითი და ინფექციური პროცესები, შესაძლო ალერგიული რეაქციები, ვიტამინ D-ს ცვლასთან დაკავშირებული მდგომარეობები: რაქიტი,ოსტეომალაცია, იმუნური სტატუსი და სხვა საყურადღებო მდგომარეობები.

პროფილი მოიცავს შემდეგ 4 კვლევას:

ზოგადი ინფორმაცია

სისხლის საერთო ანალიზი & ედს

ანალიზი შეიძლება ჩატარდეს, როგორც რუტინული შემოწმების ნაწილი პრობლემების გამოსავლენად ან იმის გამო, რომ ბავშვი თავს კარგად არ გრძნობს. სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების დონეს შეუძლია ექიმს მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო პრობლემების შესახებ, როგორიცაა ანემია, ინფექციები, ანთება და სხვა.

სისხლის წითელი უჯრედები შეიცავენ ჰემოგლობინს, რომელიც ატარებს ჟანგბადს სხეულის ქსოვილებში და უზრუნველყოფს სისხლის წითელ ფერს. როდესაც ჰემოგლობინის დონე დაბალია, ბავშვი შეიძლება იყოს ფერმკრთალი და აწუხებდეს ადვილად დაღლა, მისი გულისცემა და სუნთქვის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ჟანგბადის ნაკლებობის გამო.

თრომბოციტები წარმოქმნიან თრომბებს, რაც ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას სისხლძარღვის დაზიანების შემთხვევაში. როდესაც თრომბოციტების რაოდენობა დაბალია, სისხლდენა ადვილად ვითარდება. თრომბოციტების დაბალი რაოდენობის მქონე ბავშვს შეიძლება ადვილად განუვითარდეს სისხლჩაქცევები ან ხშირად ჰქონდეს ცხვირიდან სისხლდენა. სისხლი განავალში და შარდში ნაკლებად ხშირია.

სისხლის თეთრი უჯრედები

ნეიტროფილები ებრძვიან სოკოებით და ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციებს. ნეიტროპენია (რაოდენობის შემცირება) შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნური პროცესით ან დაავადებებით, დარღვევებით ან ინფექციებით, რომლებიც აზიანებენ ძვლის ტვინს. გარდა ამისა, ზოგიერთმა მედიკამენტმა ან მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიტროპენია.

ლიმფოციტები იცავენ ორგანიზმს ვირუსული ინფექციებისგანაც. ლიმფოციტოპენია შეიძლება გამოწვეული იყოს მემკვიდრეობითი სინდრომით, ასოცირებული იყოს გარკვეულ დაავადებებთან ან იყოს მედიკამენტების ან სხვა სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტი.

მონოციტები ხელს უწყობენ მკვდარი ან დაზიანებული ქსოვილის მოცილებას და ორგანიზმის იმუნური პასუხის რეგულირებას. ინფექციებმა, სიმსივნურმა პროცესებმა, აუტოიმუნურმა დაავადებებმა და სხვა მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს მონოციტების რაოდენობის გაზრდა. რაოდენობის შემცირება შეიძლება იყოს ტოქსინების, ქიმიოთერაპიის და სხვა მიზეზების შედეგი.

ეოზინოფილია (ეოზინოფილების რაოდენობის მატება) შეიძლება გამოწვეული იყოს ყველაზე ხშირად ალერგიული რეაქციით ან პარაზიტული ინფექციით.

ბაზოფილების რაოდენობის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიული რეაქციებით ან ინფექციით. გაზრდილი რაოდენობა შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნური პროცესით ან სხვა დარღვევებით.

რკინა

ბავშვებში რკინა წარმოადგენს აუცილებელ საკვებ ნივთიერებას მრავალი ორგანოსა და სისტემის ზრდისა და სათანადო ფუნქციონირებისთვის, ძირითადად კი ერითროპოეზისთვის. ის უნდა იქნას მიღებული საკვებიდან და მისი შეწოვა ხდება ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. როდესაც რკინაზე ორგანიზმის მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული, და როდესაც მისი რაოდენობა არასაკმარისია ერითროციტების წარმოების სრულად მხარდასაჭერად, მდგომარეობას რკინის დეფიციტს უწოდებენ. შემთხვევების 30%-ში, მკურნალობის გარეშე, შეიძლება განვითარდეს რკინადეფიციტური ანემია, რომელიც წარმოადგენს ანემიის ყველაზე ხშირ ფორმას ბავშვებში.

რკინის დეფიციტის მიზეზები მრავალრიცხოვანია, მაგრამ ბავშვებში ეს ძირითადად გამოწვეულია ოთხი მიზეზით: დაბადებისას რეზერვების შემცირება, საკვებიდან რკინის არაადექვატური მიღება, ნაწლავში შეწოვის შემცირება ან სისხლის ქრონიკული კარგვა.

რკინის დეფიციტის ნიშნები:

  • კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე;
  • მადის დაქვეითება;
  • თამაშის სურვილის ნაკლებობა;
  • გაღიზიანება;
  • ასთენია;
  • უძილობა;
  • თავის ტკივილი;
  • ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვა;
  • ყურადღების, ინტელექტუალური, მეხსიერების, მოტორული უნარებისა და საუბრის გამართულობის დეფიციტი;
  • გლოსიტი;
  • დისფაგია;
  • კუჭის მჟავიანობის დაქვეითება;
  • ფრჩილების დისტროფია;
  • თმების მტვრევადობა;
  • ამენორეა;
  • ზრდის შეფერხება;
  • ინფექციებისადმი მიდრეკილება და სხვ.

იმუნოგლობულინი E (IgE)

IgE ანტისხეულები ჩვეულებრივ გვხვდება სისხლში მცირე რაოდენობით, მაგრამ უფრო მაღალი რაოდენობა შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ სხეული ზედმეტად რეაგირებს ალერგენებზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

IgE დონე ასევე შეიძლება იყოს მაღალი, როდესაც ორგანიზმი ებრძვის პარაზიტულ ინფექციას ან სახეზეა იმუნური სისტემის რაიმე პრობლემა.

შესაბამისად IgE ანტისხეულის განსაზღვრა გვეხმარება დავადგინოთ, აქვს თუ არა ბავშვს ალერგიული რეაქცია, იმუნური სისტემის რაიმე პრობლემა ან პარაზიტული ინფექცია.

ვიტამინი D (საერთო)

D ვიტამინის დეფიციტი ხშირია განსაკუთრებით მოზარდებში და შეიძლება გამოიწვიოს: რაქიტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, დეპრესია, იმუნიტეტის დაქვეითება, აუტოიმუნური დაავადებები და სხვა

D ვიტამინის დეფიციტის ფართოდ გავრცელებასთან შედარებით, D ჰიპერვიტამინოზი იშვიათია და გვხვდება მხოლოდ D ვიტამინის მაღალი დოზების გახანგრძლივებული ზემოქმედების შემთხვევაში. ამ მდგომარეობას კლინიკურად ახასიათებს ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპოტონია, ნეფროლითიაზი, გულთან დაკავშირებული პრობლემები. ლაბორატორიული ტესტების შედეგები აჩვენებენ მძიმე ჰიპერკალციემიას და ჰიპერფოსფატემიას, ასევე პარათირეოიდული ჰორმონის დაბალ დონეს.

როდის ჩავიტაროთ ბავშვთა ჯანმრთელობის პროფილური კვლევა?

  • პროფილური კვლევის ჩატარება მიზანშეწონილია, თუ ბავშვს აღენიშნება ანემიისთვის, ანთებითი და ინფექციური პროცესებისთვის, შესაძლო ალერგიული რეაქციისთვის და ვიტამინ D-ს ცვლის მოშლისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
  • კვლევა ტარდება პროფილაქტიკის – ბავშვის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასების – მიზნით.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის/მასალის შეგროვების წესები

სისხლის ნიმუშის აღება, პროფილური კვლევებისთვის,  აუცილებელია უზმოდ, დილით.

საკვლევი მასალა

კვლევისთვის საჭიროა ვენური სისხლი (ერთი ჩხვლეტა)

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ბავშვთა ჯანმრთელობის პროფილი & ვიტამინი D –  99 ლარი, ნაცვლად 152 ლარისა

 
Call Now Button