Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კორონავირუსის (SARS-Cov-2) სპაიკ (S) ცილა | ანტისხეულები

ცნობილი როგორც: კორონავირუსის სპაიკ ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულები
SKU: 1663

Original price was: ₾57.00.Current price is: ₾51.30.

არ არის მარაგში

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 24 საათი
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

SARS-Cov-2-ის სპაიკის (S) ცილის  საწინააღმდეგო ანტისხეულებზე ტესტის  ჩატარება შესაძლებელია ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულების ტიტრის მონიტორინგისთვის ან/და  „კოვიდ-19“ ინფექციის შემდეგ იმუნური სტატუსის შესაფასებლად.

„კოვიდ-19“ ინფექციის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირებისას ვითარდება ორგანიზმის კომპლექსური იმუნური პასუხი, რომელიც გულისხმობს სპეციფიური ანტისხეულების გამომუშავებას ვირუსული ანტიგენების – ე.წ „სპაიკ“(S) და ნუკლეოკაფსიდური (N) ცილების მიმართ.

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

• ვაქცინაციის შემდეგ იმუნური პასუხის შეფასებისას;
• იმუნური პასუხის შეფასებისას „კოვიდ-19“ ინფექციის შემდეგ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

• <0.8U/mL – ნეგატიური (უარყოფითი).
• ≥ 0.80 U/mL – პოზიტიური (დადებითი).
დადებითი შედეგი მიუთითებს ახლად ან წინათ გადატანილ SARS-CoV-2 ინფექციაზე და/ან ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ იმუნურ პასუხზე.
უარყოფითი შედეგი მიუთითებს SARS-CoV-2 ვირუსთან კონტაქტის არარსებობაზე. ასევე, უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს SARS-CoV-2 ინფექციის არ არსებობას, თუ ტესტის ჩატარება მოხდა ანტისხეულების გამომუშავებამდე ან ვაქცინაციისთანავე, აგრეთვე დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.

პროდუქტის აღწერა

საიტისთვის

ჰუმორული იმუნური რეაქციის შესწავლამ, რომელიც ჩატარდა ვირუსლოგიურად დადასტურებულ SARS-CoV-2 ინფექციის მქონე 285 პაციენტთა ჯგუფში, აჩვენა, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 19 დღის განმავლობაში, ყველა პაციენტს ქონდა ტესტის დადებითი შედეგი IgG ანტისხეულების მიმართ. აგრეთვე, IgM ან IgG სეროკონვერსია მიმდინარეობდა ერთდროულად ან თანმიმდევრულად და სეროკონვერსიის შემდგომ, ანტისხეულების ტიტრმა მიაღწია პლატოს 6 დღის განმავლობაში. (იმუნოლოგიაში სეროკონვერსია არის სისხლის შრატში სპეციფიური ანტისხეულების განვითარება ინფექციის ან იმუნიზაციის შედეგად).

საინტერესოა, რომ „კოვიდ-19“ ინფექციით დაავადებული პაციენტების 164 კონტაქტის დამატებითი სეროლოგიური გამოკვლევის შედეგად იდენტიფიცირდა ადამიანთა მცირე ჯგუფი (4.3%) უარყოფითი PCR(პჯრ) შედეგებით, რომელთაც გამოუვლინდათ ვირუს-სპეციფიური IgG ან IgM ანტისხეულები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მოცემული ტესტი შეიძლება სასარგებლო იყოს ინფექციის ასიმპტომური კონტაქტების მონიტორინგისთვის.

სხვა კვლევამ ( Sun et al.), შეისწავლა ანტი – (N) ნუკლეოკაფსიდური და ანტი – (S) ცილოვანი სპეციფიური IgM და IgG ანტისხეულების კინეტიკა. გაანალიზდა „კოვიდ-19“-ით დაავადებული 38 პაციენტის 130 ნიმუში, რამაც აჩვენა, რომ N-IgM, N-IgG, S-IgM და S-IgG ანტისხეულების სეროკონვერსია მიმდინარეობდა თანდათანობით, სიმპტომების გამოვლენიდან 1–3 კვირის განმავლობაში.

N-IgM და S-IgM ანტისხეულებმა პიკს მიაღწია მეორე კვირაზე, ხოლო N-IgG და S-IgG ანტისხეულები მესამე კვირაზეც განაგრძობდნენ ზრდას. N-IgM, N-IgG, S-IgM და S-IgG ანტისხეულების საერთო გამოვლენა აფიქსირებს ინფექციების 75% -ს პირველ კვირაში, 94,7%-ს მეორე კვირაში და 100%-ს სიმპტომების გამოვლენიდან მესამე კვირაში.

რაც შეეხება ვაქცინებს, რომლებიც ხელმისაწვდომია 2020 წლის ბოლოდან, სრულად აკოდირებენ „სპაიკ“ (S) ცილას. შესაბამისად, ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილ ანტისხეულებს აქვთ ძლიერი გამანეიტრალებელი უნარი, რომელიც მიმართულია „სპაიკ“ (spike) ცილის შემაკავშირებელი დომენის, ე.წ. RBD-ის წინააღმდეგ.

ტესტის უპირატესობა:

• მოცემული ტესტი განსაზღვრავს ანტისხეულების საერთო რაოდენობას (IgG ანტისხეულების ჩათვლით), რომლებიც წარმოიქმნება პაციენტის სისხლის შრატში ვირუსული ანტიგენის – „სპაიკ“ (Spike) ცილის (S1 სუბერთეულის) RBD (რეცეპტორების შემაკავშირებელი დომენის) უბნის მიმართ.
• მეთოდი: ელექტროქემილუმინესცენცია (ECLIA), სრულად ავტომატური დახურული სისტემა. ანალიზატორი Cobas e 411; მწარმოებელი: Roche (გერმანია).
• მაღალი სპეციფიურობა (100%) და მგრძნობელობა (98.8%).
ჰუმორული იმუნური პასუხის რაოდენობრივი შეფასება გვაძლევს საშუალებას სპეციფიური ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრით მოვახდინოთ პაციენტთა იმუნური რეაქციების დინამიკის მონიტორინგი. 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button