ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾135.00
არ არის მარაგში
“პოსტკორონა”-ს ძირითადი პანელის მეშვეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ნახოთ, თუ რა გავლენა იქონია „COVID-19“ ვირუსულმა ინფექციამ მასზე.
„COVID-19“ არის ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია SARS-CoV-2 რნმ ვირუსით (ე.წ „კორონა“ ვირუსით) და იგი სხვადასხვა ინდივიდში განსხვავებულად მიმდინარეობს, დაწყებული ასიმპტომურიდან დამთავრებული მწვავე მიმდინარეობებით. ეს სიმპტომები, სავარაუდოდ, ასოცირდება ორგანიზმში ინფექციის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებთან, რომელთა დადგენაც (ცვლილებების მონიტორინგი) შესაძლებელია სისხლის სპეციფიური კომპონენტების ე.წ. მარკერების ცვლილებებზე დაკვირვებით.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტთა 10%-ს ახასიათებს გახანგრძლივებული სიმპტომები ინფიცირებიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო პაციენტების 1,5-2%-ში ამ სიმპტომების ხანგრძლივობა გრძელდება სამ თვემდე. აღწერილია სხვადასხვა სახის გახანგრძლივებული სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, მუცლის ტკივილი, სახსრების ტკივილი და შეშუპება, ზოგიერთ შემთხვევაში ცხელება, ხველა და/ან ყელის ტკივილი. ეს სიმპტომები შეიძლება უკავშირდებოდეს მეორად ინფექციას, ანთებას, „COVID-19“ ინფექციური დაავადებით გამოწვეულ დაზიანებებს ან მანამდე უკვე არსებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მდგომარეობას.
„პოსტკორონა“ ძირითადი პანელის პროფილში შედის კვლევები, რომლებიც დაგეხმარებათ გახანგრძლივებული სიმპტომების გამომწვევი მიზეზების დადგენაში. გარდა ამისა, „პოსტკორონა“ ძირითადი პანელის გამოყენება შეუძლია ყველას, ვისაც გადატანილი აქვს ინფექცია და სურს შეამოწმოს სისხლის მნიშვნელოვანი მარკერები, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი ნორმის ფარგლებშია. პანელში შედის ბიომარკერები ისეთი მდგომარეობებისთვის, როგორიცაა გულის, თირკმლების, ღვიძლის, ფილტვების დაზიანება, აგრეთვე ანთება, ინფექცია და დიაბეტი.
„პოსტკორონა“ ძირითადი პანელის პარამეტრებია:
• ანტისხეულები კორონავირუსის SARS–Cov -2 (ას IgG; IgM;IgA საერთო მაჩვენებელი)
• სისხლის საერთო ანალიზი + ედსი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე)
• D დიმერი
• C რეაქტიული ცილა (CRP)
• ალანინამინოტრანსფერაზა (ALT)
• ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST)
• კრეატინინი
• გლუკოზა
• ფერიტინი
• ლაქტატდეჰიდროგენაზა (LDH)
პროფილში მოცემული პარამეტრების დახმარებით შესაძლებელია ზოგიერთი შესაძლო გართულების გამოვლენა, რაც საშუალებას მოგცემთ შეირჩეს მკურნალობის სწორი სტრატეგია.
აქციის ფარგლებში „პოსტკორონა“ ძირითადი პანელის ფასია 135 ლარი, ნაცვლად 270 ლარისა.
„სინევო“ შეგახსენებთ, რომ თვითმკურნალობა და თვითდიაგნოზი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის!
ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისხლი.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.
თუ ტესტის პარამეტრებმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის და მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.
ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის პასუხი შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური:
• <0.8U/mL – ნეგატიური (უარყოფითი).
• ≥ 0.80 U/mL – პოზიტიური (დადებითი).
• დადებითი შედეგი მიუთითებს ახლად ან ადრე გადატანილ SARS-CoV-2 ინფექციაზე და/ან ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ იმუნურ პასუხზე.
• უარყოფითი შედეგი მიუთითებს SARS-CoV-2 ვირუსთან კონტაქტის არარსებობაზე. ასევე, უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს SARS-CoV-2 ინფექციის არ არსებობას, თუ ტესტის ჩატარება მოხდა ანტისხეულების გამომუშავებამდე ან ვაქცინაციისთანავე, აგრეთვე დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.
პროფილში მოცემული პარამეტრების დახმარებით შესაძლებელია ზოგიერთი შესაძლო გართულების გამოვლენა, რაც საშუალებას მოგცემთ შეირჩეს მკურნალობის სწორი სტრატეგია.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია