სახელმწიფო ეპიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე PCR ტესტის ჩატარება საჭიროა საქართველოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 72 საათისა და გასვლისას, საზღვარზე წარსადგენად, არაუადრეს 48-72 საათისა. გაიცემა ორენოვანი პასუხი ( ქართული და ინგლისური). მონაცემები ავტომატურად იტვირთება ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე ჩვენს მიერ.
ზოგადი ინფორმაცია:
Sars-Cov-2 პჯრ (PCR) ტესტი წარმოადგენს ჯაჭვურ პოლიმერაზულ რეაქციას, რომელიც განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის გენეტიკური მასალის ე.წ რნმ-ის არსებობას ცხვირხახის ნაცხის ნიმუშში.
გამოიყენება,ვირუსის ორგანიზმში არსებობის ეჭვის შემთხვევაში,ადრეულ ეტაპზე (სიმპტომების გამოვლენის 1-ვე დღიდან) და ინფექციის მწვავე ფაზის დროს. გააჩნია რიგი უპირატესობები:
- წარმოადგენს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის დაიგნოსტიკის „ოქროს სტანდარტს“
- ტესტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით – 99%
- ტესტი სრულდება სრულად ავტომატიზირებულ „Thermo fisher”-ის (აშშ) სისტემითა და რეაგენტებით
ონლაინ შეძენისას ტესტის საფასურია 80 ლარი, ნაცვლად 120 ლარისა.
როდის ჩავიტაროთ ტესტი ?
რეკომენდებულია ტესტის ჩატარება:
-
- გრიპისმაგვარი სიმპტომების მქონე პაციენტებში (ცხელება, ხველა, კუნთების კრუნჩხვები, ყელის ტკივილი, სუნის დაკარგვა) ტესტის საიმედოობა ყველაზე მაღალია სიმპტომების გამოვლენიდან 3-4 დღის შემდეგ.
- ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები.
- სამოგზაუროდ აუცილებელი ტესტირება .
როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?
სპეციალური მომზადება საჭირო არ არის
ლაბორატორიულ ცენტრებში ნიმუშის აღებისას აუცილებელია მკაცრად დაიცვათ ეპიდემიოლოგიური წესები
ტესტირებისთვის საჭიროა ცხვირხახის ნაცხი, რომლის აღებაც შესაძლებელია “სინევოს” შემდეგ ლაბორატორიულ ცენტრებში:
მისამართები შეგიძლიათ იხილოთ Googlemap-ის აქტიურ ბმულზე:
1.თბილისი, საბურთალო, იონა ვაკელის ქ. N25ა (რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან)
2.თბილისი, საბურთალო, ვ. დოლიძის ქ. N46
3.თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ათონელის ქუჩა, კორპუსი N12 (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი)
4.თბილისი, ისანი-სამგორი, წინანდლის N9
5.თბილისი, ისანი-სამგორი, ქეთევან წამებულის გამზ.N47 (300 არაგველის მეტროს მოპირდაპირედ)
6.თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქ. N52 (მეტრო ახმეტელის მიმდებარედ)
7.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას II ჩიხი N 1
8.თბილისი, ვარკეთილი, წულუკიძის ქ. N11 (ვარკეთილი ვაზისუბნის გადასახვევი)
9.თბილისი, ისანი-სამგორი, ჭიჭინაძის ქ. N10 (აფრიკის დასახლება)
10.თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ცოტნე დადიანი ქ. მე-II მკრ. მე -II კორპუსი
11.თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, მარჯანიშვილის ქუჩა #31
12.თბილისი, ვაკის რაიონი, ფალიაშვილის ქუჩა N27/29
13.თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, თამარ მეფის გამზ./გ.ჩუბინაშვილის ქ. N29/81
14.თბილისი, მუხიანი,მუხიანის მე-2 მიკრო რაიონი 22-ე კორპუსი
15.თბილისი, თემქა, ზღვის უბანი, მე-10 კვარტალი, 28-ე კორპუსი
16.თბილისი, დიდი დიღომი, ი. პეტრიწის ქუჩა, კორპუსი N13
17.რუსთავი: გ.ლეონიძის და ვ. მესხიშვილის ქუჩების გადაკვეთა
18.რუსთავი: მეგობრობის მაგზ. N8
19.ქუთაისი: ი.აბაშიძის ქ. N14
20.ქუთაისი: გელათის ქ. N2
21.ბათუმი: გრიბოედოვის ქ N5
22.ბათუმი: ბაგრატიონის ქ. N198ა.
23.ბათუმი: რუსთაველის ქ. N41
24.ქობულეთი: თავისუფლების ქ. N5
25.მარნეული: 26 მაისის ქ. N80
26.თელავი: ერეკლე მეფის ქ. N5
27.ზუგდიდი: კოსტავას ქ. N11ა
28.ზესტაფონი: აღმაშენებლის ქ. N85
29.გორი: ჭავჭავაძის ქ. N52
30.ხაშური: რუსთაველის ქ. N60
31.სართიჭალა: ნომერი პირველი ქ. N41
32.ყაზბეგი: დაბა სტეფანწმინდა (ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის მოპირდაპირედ)
33.ბორჯომი: მესხეთის ქ.№3
34. ახალციხე: ნათენაძის ქ. N1
შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:
პასუხი გაიცემა : თბილისი -12-24სთ-ში ; სხვა ქალაქები -24-36 სთ-ში
პოზიტიური:შედები გულისხმობს ვირუსით ინფიცირების მაღალ ალბათობას.
ნეგატიური:ვირუსით ინფიცირების ალბათობა ძალიან მცირეა.