ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾135.00
ვიტამინი H, იგივე ბიოტინი, იგივე ვიტამინი B7 – წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც B კომპლექსის შემადგენლობაში შედის. სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით, რომლებსაც ორგანიზმი საკვებიდან იღებს, ბიოტინი გამომუშავდება მსხვილ ნაწლავში, ბაქტერიული ფლორის მონაწილეობით. ბიოტინი თამაშობს მნიშვნელოვან როლს CO2-ის ლიპიდების, ნახშირწყლების და პროტეინების მეტაბოლიზმში ჩართვაში და ასრულებს ფერმენტის კოფაქტორის (კატალიზატორის) ფუნქციას.
ბიოტინი ასევე მონაწილეობს ნიაცინის (ვიტამინი B3) მეტაბოლიზმში, ამინომჟავების დეგრადაციის პროცესებში, პურინების (ნუკლეინის მჟავების პროდუქტი) წარმოქმნაში და სხვა.
A, B2, B6 ვიტამინებთან ერთად ის ასევე იცავს კანსა და თმას. ვიტამინი H ხელს უშლის ქოლესტეროლის დაგროვებას სისხლძარღვების ენდოთელიუმში, მონაწილეობს ასევე ტოქსიკური სუბსტანციების და მეტაბოლიტების გამოყოფაში, რითაც ხელს უწყობს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გამართულ ფუნქციონირებას.
გიოტინი აუმჯობესებს მეხსიერებას; ის გამოიყენება ალკოჰოლიზმის, ათეროსკლეროზის, ჰიპერქოლესტერინემიის, დიაბეტის, ღვიძლის გაცხიმოვნების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, წონის კორექციის კომპლექსურ მკურნალობაში.
ვიტამინი H შემცველი პროდუქტებია: ხორცი, განსაკუთრებით ღვიძლი და თირკმელი, რძის პროდუქტები, კვერცხის ყვითრი, ზღვის პროდუქტები, თევზი, ავოკადი, ბანანი, მარწყვი, პარკოსნები, თხილიეული, ციტრუსები, მარცვლეული და სხვა. ვიტამინი H (ბიოტინი, ვიტამინი B7) თერმომედეგია, თუმცა მგრძნობიარეა ჯანგბადის და სინათლის მიმართ.
ვიტამინი H რეკომენდებული დღიური დოზა ჯანმრთელი ზრდასრულებისთვის შეადგენს 300 ნგ, ხოლო ორსულების და ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისთვის 350 ნგ.
ორგანიზმში ვიტამინი H დეფიციტი იშვიათია, თუმცა, როგორც წესი საკვებში მის ნაკლებობას ან მალაბსორბციას (შეთვისების დარღვევას) უკავშირდება. ვიტამინი H მეტაბოლიზმის დარღვევა ძირიტადად დაკავშირებულია ფერმენტების გენეტიკურ დეფიციტთან. ბიოტინის მეტაბოლიზმის დარღვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ფერმენტების, – ბიოტინიდაზას და ჰოლოკარბოქსილაზ-სინთეტაზას დეფიციტი.
ბიოტინზე დამოკიდებული ფერმენტების – პირუვატ-კარბოქსილაზას, პროპიონილ-CoA კარბოქსილაზას, მეთილკროტონილ-CoA კარბოქსილაზას და აცეტილ-CoA კარბოქსილაზას დეფიციტი იწვევს კარბოქსილაზების მრავლობით დეფიციტს, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო პათოლოგიებს იწვევს. ბიოტინის მიწოდების დარღვევა შეუქცევად მენტალურ და ნევროლოგიურ დარღვევებს იწვევს.
სისუსტე
ანორექსია
გულისრევა
ღებინება
ანემია
ალოპეცია (გამელოტება)
სებორეული დერმატიტი
ძალიან მშრალი ან ძალიან ცხიმიანი კანი
პირისა და ხახის ლორწოვანის დაზიანებები
გლოსიტი
მიალგია (კუნთების ტკივილი)
ჰიპერესთეზია (პათოლოგიურად გაძლიერებული მგრძნობელობითი აღქმა)
კონიუნქტივიტი
დეპრესიული ეპიზოდები
გულყრები
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
წინასწარი მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ. კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული
რეფერენტული ნორმა: >200 ნგ/ლ
შედეგების ინტერპრეტაცია: პლაზმის ბიოტინის ნორმაზე დაბალი მაჩვენებელი მალნუტრიციის ან ბიოტინის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების დეფიციტზე შეიძლება მიუთითებდეს. ანტიბიოტიკები და ანტიკონვულსანტები ამცირებს პლაზმაში ბიოტინის შემცველობას
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია